https://sputnik-georgia.com/20210723/rodis-daakaveben-Jurnalistebze-Tavdasxmebis-organizatorebs-gomelauris-ganmarteba-252395336.html
როდის დააკავებენ ჟურნალისტებზე თავდასხმების ორგანიზატორებს – გომელაურის განმარტება
როდის დააკავებენ ჟურნალისტებზე თავდასხმების ორგანიზატორებს – გომელაურის განმარტება
Sputnik საქართველო
შსს და პროკურატურა სწავლობენ მასალებს, რომლებიც ამოღებულია 18 ადამიანის ჩხრეკისას. ეს პირები 5 ივლისს ჯგუფურ ძალადობაში არიან ბრალდებული. 23.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-23T09:44+0400
2021-07-23T09:44+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24820/38/248203818_0:0:1836:1034_1920x0_80_0_0_e98f6d5ef20cab5e703d2890585d066c.jpg
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმების ორგანიზატორების გამოვლენაზე მუშაობა რთული პროცესია და პოლიცია ამისათვის ყველაფერს აკეთებს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.5 ივლისს ლგბტ-თემის უფლებების დასაცავად დაგეგმილი „ღირსების მარში“ ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეების ქმედებების გამო ჩაიშალა. მარშის ჩაშლის შემდეგ მათ მთელი აგრესია გადაიტანეს ჟურნალისტებზე, რომლებსაც სცემდნენ და თავს ესხმოდნენ. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს თავდასხმის მსხვერპლი გახდა 55 ადამიანი, აქედან 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო.მინისტრის განცხადებით, ორგანიზატორების გამოვლენის მიმართულებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლით (ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება), 225-ე (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა), 154-ე (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 156-ე მუხლებით (დევნა).„გამოძიება, პირველ რიგში, იწყება შემსრულებლებიდან და შემდეგ მიდის ზევით. წესი ასეთია. ამ მუხლებით ჩვენ 18 ადამიანს ჩხრეკა ჩავუტარეთ, ამოვიღეთ ძალიან ბევრი მასალა, მათ შორის ტექნიკა. დავკითხეთ ეს ხალხი, კიდევ ვაგრძელებთ დაკითხვებს, ვმუშაობთ“, – განაცხადა გომელაურმა Rustavi2-ის ეთერში.მისი თქმით, დეტალებზე ვერ ისაუბრებს და პროკურატურას გამოძიებისთვის დრო სჭირდება.„დაკითხვაზე იყო თითქმის ყველა ადამიანი, ვინც ასეთ განცხადებას აკეთებდა და გამოძიება მიმდინარეობს... შეიძლება ხუთჯერ და ათჯერ დაიბარო ადამიანი და ასევე ერთხელ დაიბარო და აღარ გამოუშვა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.მისი თქმით, ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა ორგანიზაციების ხელმძღვანელების ჩხრეკისას ამოღებული მასალები უნდა შეისწავლოს პროკურატურამ, რათა დაადგინოს, შეიცავს თუ არა ეს მასალები დანაშაულის ნიშნებს.
https://sputnik-georgia.com/20210722/vaxtang-gomelaurma-Tavisi-gadadgomis-piroba-daasaxela-252395257.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24820/38/248203818_54:0:1814:1320_1920x0_80_0_0_388a1dfe0f41c79b6d7510f26ecd485c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
როდის დააკავებენ ჟურნალისტებზე თავდასხმების ორგანიზატორებს – გომელაურის განმარტება
09:44 23.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) შსს და პროკურატურა სწავლობენ მასალებს, რომლებიც ამოღებულია 18 ადამიანის ჩხრეკისას. ეს პირები 5 ივლისს ჯგუფურ ძალადობაში არიან ბრალდებული.
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმების ორგანიზატორების გამოვლენაზე მუშაობა რთული პროცესია და პოლიცია ამისათვის ყველაფერს აკეთებს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
5 ივლისს ლგბტ-თემის უფლებების დასაცავად დაგეგმილი „ღირსების მარში“ ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეების ქმედებების გამო ჩაიშალა. მარშის ჩაშლის შემდეგ მათ მთელი აგრესია გადაიტანეს ჟურნალისტებზე, რომლებსაც სცემდნენ და თავს ესხმოდნენ. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს თავდასხმის მსხვერპლი გახდა 55 ადამიანი, აქედან 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო.
მინისტრის განცხადებით, ორგანიზატორების გამოვლენის მიმართულებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლით (ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება), 225-ე (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა), 154-ე (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 156-ე მუხლებით (დევნა).
„გამოძიება, პირველ რიგში, იწყება შემსრულებლებიდან და შემდეგ მიდის ზევით. წესი ასეთია. ამ მუხლებით ჩვენ 18 ადამიანს ჩხრეკა ჩავუტარეთ, ამოვიღეთ ძალიან ბევრი მასალა, მათ შორის ტექნიკა. დავკითხეთ ეს ხალხი, კიდევ ვაგრძელებთ დაკითხვებს, ვმუშაობთ“, – განაცხადა გომელაურმა Rustavi2-ის ეთერში.
მისი თქმით, დეტალებზე ვერ ისაუბრებს და პროკურატურას გამოძიებისთვის დრო სჭირდება.
„დაკითხვაზე იყო თითქმის ყველა ადამიანი, ვინც ასეთ განცხადებას აკეთებდა და გამოძიება მიმდინარეობს... შეიძლება ხუთჯერ და ათჯერ დაიბარო ადამიანი და ასევე ერთხელ დაიბარო და აღარ გამოუშვა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მისი თქმით, ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა ორგანიზაციების ხელმძღვანელების ჩხრეკისას ამოღებული მასალები უნდა შეისწავლოს პროკურატურამ, რათა დაადგინოს, შეიცავს თუ არა ეს მასალები დანაშაულის ნიშნებს.