https://sputnik-georgia.com/20210721/saeklesio-kalendari-245999883.html
საეკლესიო კალენდარი: 21 ივლისი
საეკლესიო კალენდარი: 21 ივლისი
Sputnik საქართველო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 21 ივლისს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ყაზანის ხატის გამოცხადებას ზეიმობს. 21.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-21T09:00+0400
2021-07-21T09:00+0400
2021-10-19T17:02+0400
რელიგია
საეკლესიო კალენდარი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/67/233706744_0:248:2761:1801_1920x0_80_0_0_8c947a3bd1298da8e3e709c735b8c153.jpg
გამოცხადება ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ყაზანის ხატისარუსების მიერ ყაზანის დაპყრობასთან ერთად და უფრო ადრეც აქ პირველი ქრისტიანული ოჯახები დასახლდნენ. მაგრამ სულითა და სიტყვით ძლიერი ხალხის უკმარისობის გამო, მაჰმადიანობასთან შედარებით ქრისტიანობა სუსტი იყო. აუცილებელი გახდა ღვთის შეწევნა და უფალმა, რომელიც ყოველთვის ეხმარება თავის რჩეულებს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის საშუალებით დიდი მადლი გარდამოავლინა.1579 წელს ყაზანი დააზარალა ხანძარმა, რომელიც 28 ნოემბერს წმიდა ნიკოლოზ სტუდიელის ეკლესიის სიახლოვეს დაიწყო, იმ ადგილას იდგა ერთი მეისრის სახლი, რომელიც სხვებთან ერთად დაიწვა. როდესაც მეისრემ განიზრახა, ახალი სახლი და ეზო მოეწყო, მის ათი წლის ქალიშვილს, მატრონას სიზმრად ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, ქალაქის სასულიერო და საერო ხელისუფლებისათვის ეცნობებინა, რომ მისი ხატი მიწიდან ამოეღოთ და ფერფლადქცეული სახლის ადგილზე მიუთითა – ხატი აქ არის მიმალულიო. გოგონამ თავდაპირველად ხილვის შესახებ არავის უთხრა, შემდეგ კი დედას გაუმხილა. მაგრამ მან ყურადღება არ მიაქცია ბავშვის ნაამბობს. მესამე ხილვის შემდეგ მატრონა ცრემლებით ეუბნებოდა დედას – „მე სიზმარში ღვთისმშობლის ხატი ვიხილე, მისი სახიდან პირდაპირ ჩემსკენ საშინელი ცეცხლი მოდიოდა, თითქოს ჩემი დაწვა სურდა და მომესმა ხმა: „თუ ჩემს სიტყვებს არ გადასცემ, მე სხვა ადგილას გამოვჩნდები, ხოლო შენ დაიღუპები“. დედამ ამჯერად მიიღო ბავშვის თხოვნა, მასთან ერთად ვოევოდასთან და მთავარეპისკოპოს იერემიასთან მივიდა და გოგონას გამოცხადების შესახებ აამბობინა, მაგრამ ბავშვისა არავის სჯეროდა. სახლში დაბრუნების შემდეგ, 8 ივლისს, დღის 12 საათზე დედამ შვილის მიერ მინიშნებულ ადგილზე თვითონ დაიწყო მიწის გათხრა. მალე მას სხვებიც შეუერთდნენ, ადგილი მთლიანად დაათვალიერეს და ვერაფერი იპოვეს. მაშინ მატრონა თვითონ შეუდგა საქმეს. იმ ადგილას, სადაც მათ სახლში ღუმელი იყო, მიწა გათხარა და მალე საუნჯეს მიაგნო. გამოჩნდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ალუბლისფერ შალში იყო შეხვეული, მაგრამ ისეთი ნათელი, სრულიად ცინცხალი, თითქოს ახლახანს დაუწერიათო. ხალხის აურაცხელი სიმრავლე მოაწყდა იმ ადგილს.როგორც შემდეგ გაირკვა, ეს ხატი იყო წმიდა ლუკა მახარებლის მიერ დაწერილი ღვთისმშობლის გამოსახულების ასლი. ის იმპერატორ თეოდოსის მეუღლემ დედოფალმა ევდოკიამ იერუსალიმიდან კონსტანტინოპოლში გაუგზავნა დედოფალ პულხერიას, მან კი კონსტანტინოპოლის ვლაქერნის ტაძარში მოათავსა. აღსანიშნავია, რომ ვლაქერნის ხატსაც ოდიგიტრია ეწოდებოდა, რადგან დედა ღვთისა სიზმრად ორ ბრმას გამოეცხადა და აჩვენა გზა ვლაქერნის ტაძრისაკენ, სადაც მათ წმიდა ხატის წინაშე მხედველობა დაუბრუნდათ, შემდგომშიც ყაზანის ხატის მიერ ყველაზე ხშირად ბრმები განიკურნებოდნენ. მთავარეპისკოპოსმა და ქალაქის ხელმძღვანელობამ მისი ასლი, გამოჩინების ისტორიასა და სასწაულების აღწერილობასთან ერთად, 1579 წელს მეფე იოანე ვასილის ძე მეოთხეს გაუგზვნეს, რომელმაც გამოჩინების ადგილას ამ ხატის სახელობის ტაძრის აგება და ორმოცი მონაზვნისათვის დედათა მონასტის დაარსება ბრძანა, აქვე მოათავსეს სასწაულთმოქმედი ხატი.საეკლესიო კალენდარში 21 ივლისი მოწამეების მირდატ მეფისა და პროკოფი პალესტინელის ხსენების დღეა.Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.მირდატ მეფე წმიდა მოწამე მირდატ მეფე იყო ძე ქართლის მეფის ვარაზ-ბაკურისა. მირდატ მეფე ბიზანტიისაგან დაპყრობილი ტაო-კლარჯეთის დაბრუნებას ესწრაფვოდა - ხოლო სპარსეთს კი ქვეყნის შინაურ საქმეებში ჩარევის უფლებას არ აძლევდა და მისთვის ხარკის გადახდაზეც ცივ უარს აცხადებდა. მოკლედ რომ ვთქვათ, მეფე მირდატი იმდროინდელი მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოებს, რომლებიც საქართველოს მოსაზღვრედ მდებარეობდნენ, ერთდროულად დაუპირისპირდა და თავისი ქვეყნის სრული დამოუკიდებლობის მოპოვებისა და გაძლიერებისთვის დაუცხრომელად იღვწოდა. ბუნებრივია, საქართველოს დაკარგვასა და მასზე გავლენის შესუსტებას არც ბიზანტია და არც სპარსეთი დიდხანს არ შეურიგდებოდნენ და სპარსთა მეფემ ძლიერი მხედრობა გამოაგზავნა ქართველთა მეფის დასასჯელად. მირდატი მათ მცირედი მხედრობით გარდაბანთან მიეგება და ფიცხელი ბრძოლა გაუმართა, მაგრამ თავდადებულ ქართველთა შიშველი შემართება საკმარისი არ აღმოჩნდა მტრის აურაცხელ და კარგად აღჭურვილი ურდოს დასამარცხებლად. ქართველთა ლაშქარმა ბრძოლა წააგო, ხოლო თავად მირდატ მეფე კი მტერმა ტყვედ ჩაიგდო და მაშინვე ბაღდადს, სპარსეთის ხელმწიფის კარზე წაიყვანეს. ტყვედ ჩავარდნილ ქართველ გვირგვინოსანს სპარსთა მეფემ მაშინვე რჯულის გამოცვლა მოსთხოვა, მაგრამ ცივი უარი მიიღო. ბევრი ტანჯეს და აწამეს სპარსელებმა მირდატი, უხვ წყალობასა და დიდებასაც დაჰპირდნენ, მაგრამ ამაოდ, ქართველთა გაუტეხელმა ხელმწიფემ ქრისტიანობის ღალატს ისევ ტყვედ დარჩენა ამჯობინა. ბორკილდადებული და ნატანჯი მირდატი სპარსელებმა ბაღდადის ციხეში ჩააგდეს, სადაც მცირე ხნის შემდეგ აღესრულა კიდეც (410 წ.).პროკოპი იერუსალიმელი წმიდა დიდმოწამე პროკოპი (ნათლისღებამდე - ნეანი) იერუსალიმში დაიბადა III საუკუნეში. მამამისი - დიდებული რომაელი ქრისტეფორე, ქრისტიანი იყო, დედა კი წარმართულ კერპებს სცემდა თაყვანს. ნეანის მამა ადრე გარდაიცვალა, დაობლებული ჭაბუკი დედამ აღზარდა.ბრწყინვალე საერო განათლების მიღების შემდეგ იგი ახალაღსაყდრებულ იმპერატორს - დიოკლეტიანეს წარუდგინეს, რომელსაც მოეწონა ჭაბუკი და თავისი ლაშქრის ერთ-ერთი ნაწილის მხედართუფროსად დანიშნა. დაახლოებით 303 წელს, როცა ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო, უსჯულო თვითმპყრობელმა ნეანი ალექსანდრიაში გაგზავნა ჭეშმარიტი ღვთის მოსავებთან ანგარიშის გასასწორებლად. საშინელი სიცხეების გამო იგი უმეტესად ღამით მგზავრობდა, დღისით კი ისვენებდა. როცა სირიის ქალაქ აპამეას მიუახლოვდნენ, უეცრად ძლიერად შეირყა მიწა, ცამ იქუხა და ელვამ გაკვეთა ღამის წყვდიადი. ყველა შიშმა მოიცვა, ნეანის კი ცხადად ჩაესმა: „ნეანი, შენც ჩემს წინააღმდეგ გამოდიხარ?!“ მოლაშქრემ იკითხა: „ვინ ხარ შენ, უფალო?“ პასუხად ცაზე ჯვრის ნიში გაბრწყინდა და გაისმა ხმა: „მე ჯვარცმული იესო ვარ, ძე ღვთისა“. ამ სასწაულებრივი გამოცხადების შემდეგ სულიწმიდის მადლი მიეახლა წარმართი მხედრის გულს, ენით აუწერელი სიხარულით აღივსო და, როგორც ოდესღაც სავლე, ისიც ქრისტეს სასტიკი მდევნელიდან მის მხურვალე მიმდევრად იქცა. ქალაქ სკვითოპოლში ნეანიმ ოქრომჭედელს ჩამოასხმევინა ჯვარი, რომელზეც უხილავი ხელით გამოიკვეთა სამი ფიგურა წარწერებით: „ემანუილი“, „მიქაელი“ და „გაბრიელი“.შემდეგ წმიდანმა საკუთარ სახლში პატივით დასვენებული ოქროს კერპები დაამსხვრია და ნაწილები მოწყალებად გასცა. გაბრაზებულმა დედამ იმპერატორთან დაასმინა ქრისტიანი შვილი.ქრისტეს აღმსარებელი სასტიკად ტანჯეს, ბოლოს კი თავის მოკვეთა მიუსაჯეს. დიდმოწამის წმიდა ცხედარი ქრისტიანებმა ღამით წაასვენეს და პატივით მიაბარეს მიწას (+303).მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.
https://sputnik-georgia.com/20160921/RvTismSoblis-xatma-15-wlis-simsivniani-gogona-gankurna-233271382.html
https://sputnik-georgia.com/20160213/230194634.html
https://sputnik-georgia.com/20151109/229045439.html
https://sputnik-georgia.com/20210719/saeklesio-kalendari-19-ivlisi-245988262.html
https://sputnik-georgia.com/20210717/saeklesio-kalendari-245962920.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/67/233706744_14:0:2745:2048_1920x0_80_0_0_502c296f953ea1b2f3dfb0fc48c18340.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რელიგია, საეკლესიო კალენდარი, საქართველო
რელიგია, საეკლესიო კალენდარი, საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 21 ივლისი
09:00 21.07.2021 (განახლებულია: 17:02 19.10.2021) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 21 ივლისს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ყაზანის ხატის გამოცხადებას ზეიმობს.
გამოცხადება ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ყაზანის ხატისა
რუსების მიერ ყაზანის დაპყრობასთან ერთად და უფრო ადრეც აქ პირველი ქრისტიანული ოჯახები დასახლდნენ. მაგრამ სულითა და სიტყვით ძლიერი ხალხის უკმარისობის გამო, მაჰმადიანობასთან შედარებით ქრისტიანობა სუსტი იყო. აუცილებელი გახდა ღვთის შეწევნა და უფალმა, რომელიც ყოველთვის ეხმარება თავის რჩეულებს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის საშუალებით დიდი მადლი გარდამოავლინა.
21 სექტემბერი 2016, 20:10
1579 წელს ყაზანი დააზარალა ხანძარმა, რომელიც 28 ნოემბერს წმიდა ნიკოლოზ სტუდიელის ეკლესიის სიახლოვეს დაიწყო, იმ ადგილას იდგა ერთი მეისრის სახლი, რომელიც სხვებთან ერთად დაიწვა. როდესაც მეისრემ განიზრახა, ახალი სახლი და ეზო მოეწყო, მის ათი წლის ქალიშვილს, მატრონას სიზმრად ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, ქალაქის სასულიერო და საერო ხელისუფლებისათვის ეცნობებინა, რომ მისი ხატი მიწიდან ამოეღოთ და ფერფლადქცეული სახლის ადგილზე მიუთითა – ხატი აქ არის მიმალულიო. გოგონამ თავდაპირველად ხილვის შესახებ არავის უთხრა, შემდეგ კი დედას გაუმხილა. მაგრამ მან ყურადღება არ მიაქცია ბავშვის ნაამბობს. მესამე ხილვის შემდეგ მატრონა ცრემლებით ეუბნებოდა დედას – „მე სიზმარში ღვთისმშობლის ხატი ვიხილე, მისი სახიდან პირდაპირ ჩემსკენ საშინელი ცეცხლი მოდიოდა, თითქოს ჩემი დაწვა სურდა და მომესმა ხმა: „თუ ჩემს სიტყვებს არ გადასცემ, მე სხვა ადგილას გამოვჩნდები, ხოლო შენ დაიღუპები“. დედამ ამჯერად მიიღო ბავშვის თხოვნა, მასთან ერთად ვოევოდასთან და მთავარეპისკოპოს იერემიასთან მივიდა და გოგონას გამოცხადების შესახებ აამბობინა, მაგრამ ბავშვისა არავის სჯეროდა. სახლში დაბრუნების შემდეგ, 8 ივლისს, დღის 12 საათზე დედამ შვილის მიერ მინიშნებულ ადგილზე თვითონ დაიწყო მიწის გათხრა. მალე მას სხვებიც შეუერთდნენ, ადგილი მთლიანად დაათვალიერეს და ვერაფერი იპოვეს. მაშინ მატრონა თვითონ შეუდგა საქმეს. იმ ადგილას, სადაც მათ სახლში ღუმელი იყო, მიწა გათხარა და მალე საუნჯეს მიაგნო. გამოჩნდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ალუბლისფერ შალში იყო შეხვეული, მაგრამ ისეთი ნათელი, სრულიად ცინცხალი, თითქოს ახლახანს დაუწერიათო. ხალხის აურაცხელი სიმრავლე მოაწყდა იმ ადგილს.
როგორც შემდეგ გაირკვა, ეს ხატი იყო წმიდა ლუკა მახარებლის მიერ დაწერილი ღვთისმშობლის გამოსახულების ასლი. ის იმპერატორ თეოდოსის მეუღლემ დედოფალმა ევდოკიამ იერუსალიმიდან კონსტანტინოპოლში გაუგზავნა დედოფალ პულხერიას, მან კი კონსტანტინოპოლის ვლაქერნის ტაძარში მოათავსა. აღსანიშნავია, რომ ვლაქერნის ხატსაც ოდიგიტრია ეწოდებოდა, რადგან დედა ღვთისა სიზმრად ორ ბრმას გამოეცხადა და აჩვენა გზა ვლაქერნის ტაძრისაკენ, სადაც მათ წმიდა ხატის წინაშე მხედველობა დაუბრუნდათ, შემდგომშიც ყაზანის ხატის მიერ ყველაზე ხშირად ბრმები განიკურნებოდნენ. მთავარეპისკოპოსმა და ქალაქის ხელმძღვანელობამ მისი ასლი, გამოჩინების ისტორიასა და სასწაულების აღწერილობასთან ერთად, 1579 წელს მეფე იოანე ვასილის ძე მეოთხეს გაუგზვნეს, რომელმაც გამოჩინების ადგილას ამ ხატის სახელობის ტაძრის აგება და ორმოცი მონაზვნისათვის დედათა მონასტის დაარსება ბრძანა, აქვე მოათავსეს სასწაულთმოქმედი ხატი.
საეკლესიო კალენდარში 21 ივლისი მოწამეების მირდატ მეფისა და პროკოფი პალესტინელის ხსენების დღეა.
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.
წმიდა მოწამე მირდატ მეფე იყო ძე ქართლის მეფის ვარაზ-ბაკურისა. მირდატ მეფე ბიზანტიისაგან დაპყრობილი ტაო-კლარჯეთის დაბრუნებას ესწრაფვოდა - ხოლო სპარსეთს კი ქვეყნის შინაურ საქმეებში ჩარევის უფლებას არ აძლევდა და მისთვის ხარკის გადახდაზეც ცივ უარს აცხადებდა. მოკლედ რომ ვთქვათ, მეფე მირდატი იმდროინდელი მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოებს, რომლებიც საქართველოს მოსაზღვრედ მდებარეობდნენ, ერთდროულად დაუპირისპირდა და თავისი ქვეყნის სრული დამოუკიდებლობის მოპოვებისა და გაძლიერებისთვის დაუცხრომელად იღვწოდა. ბუნებრივია, საქართველოს დაკარგვასა და მასზე გავლენის შესუსტებას არც ბიზანტია და არც სპარსეთი დიდხანს არ შეურიგდებოდნენ და სპარსთა მეფემ ძლიერი მხედრობა გამოაგზავნა ქართველთა მეფის დასასჯელად. მირდატი მათ მცირედი მხედრობით გარდაბანთან მიეგება და ფიცხელი ბრძოლა გაუმართა, მაგრამ თავდადებულ ქართველთა შიშველი შემართება საკმარისი არ აღმოჩნდა მტრის აურაცხელ და კარგად აღჭურვილი ურდოს დასამარცხებლად. ქართველთა ლაშქარმა ბრძოლა წააგო, ხოლო თავად მირდატ მეფე კი მტერმა ტყვედ ჩაიგდო და მაშინვე ბაღდადს, სპარსეთის ხელმწიფის კარზე წაიყვანეს. ტყვედ ჩავარდნილ ქართველ გვირგვინოსანს სპარსთა მეფემ მაშინვე რჯულის გამოცვლა მოსთხოვა, მაგრამ ცივი უარი მიიღო. ბევრი ტანჯეს და აწამეს სპარსელებმა მირდატი, უხვ წყალობასა და დიდებასაც დაჰპირდნენ, მაგრამ ამაოდ, ქართველთა გაუტეხელმა ხელმწიფემ ქრისტიანობის ღალატს ისევ ტყვედ დარჩენა ამჯობინა. ბორკილდადებული და ნატანჯი მირდატი სპარსელებმა ბაღდადის ციხეში ჩააგდეს, სადაც მცირე ხნის შემდეგ აღესრულა კიდეც (410 წ.).
წმიდა დიდმოწამე პროკოპი (ნათლისღებამდე - ნეანი) იერუსალიმში დაიბადა III საუკუნეში. მამამისი - დიდებული რომაელი ქრისტეფორე, ქრისტიანი იყო, დედა კი წარმართულ კერპებს სცემდა თაყვანს. ნეანის მამა ადრე გარდაიცვალა, დაობლებული ჭაბუკი დედამ აღზარდა.
ბრწყინვალე საერო განათლების მიღების შემდეგ იგი ახალაღსაყდრებულ იმპერატორს - დიოკლეტიანეს წარუდგინეს, რომელსაც მოეწონა ჭაბუკი და თავისი ლაშქრის ერთ-ერთი ნაწილის მხედართუფროსად დანიშნა. დაახლოებით 303 წელს, როცა ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო, უსჯულო თვითმპყრობელმა ნეანი ალექსანდრიაში გაგზავნა ჭეშმარიტი ღვთის მოსავებთან ანგარიშის გასასწორებლად. საშინელი სიცხეების გამო იგი უმეტესად ღამით მგზავრობდა, დღისით კი ისვენებდა. როცა სირიის ქალაქ აპამეას მიუახლოვდნენ, უეცრად ძლიერად შეირყა მიწა, ცამ იქუხა და ელვამ გაკვეთა ღამის წყვდიადი. ყველა შიშმა მოიცვა, ნეანის კი ცხადად ჩაესმა: „ნეანი, შენც ჩემს წინააღმდეგ გამოდიხარ?!“ მოლაშქრემ იკითხა: „ვინ ხარ შენ, უფალო?“ პასუხად ცაზე ჯვრის ნიში გაბრწყინდა და გაისმა ხმა: „მე ჯვარცმული იესო ვარ, ძე ღვთისა“. ამ სასწაულებრივი გამოცხადების შემდეგ სულიწმიდის მადლი მიეახლა წარმართი მხედრის გულს, ენით აუწერელი სიხარულით აღივსო და, როგორც ოდესღაც სავლე, ისიც ქრისტეს სასტიკი მდევნელიდან მის მხურვალე მიმდევრად იქცა. ქალაქ სკვითოპოლში ნეანიმ ოქრომჭედელს ჩამოასხმევინა ჯვარი, რომელზეც უხილავი ხელით გამოიკვეთა სამი ფიგურა წარწერებით: „ემანუილი“, „მიქაელი“ და „გაბრიელი“.
შემდეგ წმიდანმა საკუთარ სახლში პატივით დასვენებული ოქროს კერპები დაამსხვრია და ნაწილები მოწყალებად გასცა. გაბრაზებულმა დედამ იმპერატორთან დაასმინა ქრისტიანი შვილი.
ქრისტეს აღმსარებელი სასტიკად ტანჯეს, ბოლოს კი თავის მოკვეთა მიუსაჯეს. დიდმოწამის წმიდა ცხედარი ქრისტიანებმა ღამით წაასვენეს და პატივით მიაბარეს მიწას (+303).
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.