https://sputnik-georgia.com/20210721/ra-sargebloba-moaqvs-kvercxs-252377147.html
მათი უმრავლესობის ალბათ ყველას გვჯეროდა: მითები კვერცხის შესახებ
მათი უმრავლესობის ალბათ ყველას გვჯეროდა: მითები კვერცხის შესახებ
Sputnik საქართველო
თითოეული ჩვენგანი ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაფიქრებულა, სწორად ვიკვებებით თუ არა. ირგვლივ უამრავი მითი არსებობს სწორი კვების შესახებ და სრულ ინფორმაციულ... 21.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-21T12:30+0400
2021-07-21T12:30+0400
2023-07-21T10:26+0400
სასარგებლო რჩევები
წასაკითხი ამბები
ჩვენ და ბუნება
საქართველო
გემრიელი სამზარეულო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23431/55/234315538_0:0:1500:848_1920x0_80_0_0_a5e94e6dddecccf20b1b65ad1fbd06cf.jpg
კვება ორგანიზმის მიერ საკვები ნივთიერებების მიღების, მონელების, შეწოვისა და ათვისების რთული პროცესია, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ენერგეტიკული დანახარჯის აღსადგენად, უჯრედებისა და ქსოვილების განახლებისა და მათი ფუნქციის რეგულაციისთვის. ამიტომ ორგანიზმმა უნდა მიიღოს აუცილებელი საკვები საჭირო რაოდენობით, საჭირო დროს.დღევანდელ სტატიაში კვერცხზე ვისაუბრებთ და შევეცდებით დავამსხვრიოთ მითები მის შესახებ. ზოგი ფიქრობს, რომ კვერცხი ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის, ზოგი, პირიქით, მიიჩნევს, რომ ის სისხლში ქოლესტერინის დონეს ზრდის. ზოგიც ღრმადაა დარწმუნებული, რომ სასარგებლო მხოლოდ სოფლის ქათმის, თანაც წითელი კვერცხია და ა.შ.მითი N1. მაღალი ქოლესტერინის მქონე ხალხმა კვერცხი არ უნდა ჭამოსდიდი ხნის განმავლობაში ქოლესტერინის მაღალი დონის მქონე ხალხს ურჩევდნენ, რომ რაციონიდან გარკვეული პროდუქტები გამოერიცხათ, რომელიც სისხლში ქოლესტერინის დონეს გაზრდიდა. აკრძალული საკვების ჩამონათვალში შედიოდა კვერცხიც. დიახ, კვერცხის გული შეიცავს უფრო მეტ ცხიმსა და ქოლესტერინს, ვიდრე ცილა, თუმცა ყველა ცხიმი არ არის ცუდი და ე.წ. კარგი ქოლესტერინი ყოველთვის არ ზრდის ცუდი ქოლესტერინის დონეს სისხლში.რა თქმა უნდა, არ არის კარგი იდეა, რომ საუზმეზე ყოველდღე მიირთვათ სამი კვერცხი, მაგრამ დღეში ერთი კვერცხის ჭამა ზიანს არ მოგაყენებთ. ისინი, ვისაც დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს, უფრო ფრთხილად უნდა იყვნენ და ჭამონ არაუმეტეს სამი კვერცხისა კვირაში.მითი N2. თუ წონის დაკლება გსურთ, არ ჭამოთ კვერცხის გულიზოგიერთი ადამიანი არ ჭამს კვერცხის გულს, რადგან გასუქების ეშინია. სინამდვილეში კვერცხის გული შეიცავს დამატებით პროტეინებსა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს, როგორიცაა D ვიტამინი, რომელიც ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას. ის ასევე შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, რომელიც უზრუნველყოფს ღვიძლის კარგ ფუნქციონირებას.ამერიკის გულის ასოციაცია ირწმუნება, რომ დღეში ერთი კვერცხი ჯანსაღი დიეტის ნაწილია. ექსპერიმენტებით დასტურდება, რომ საუზმეზე ერთი კვერცხის მიღება (საკონდიტრო ნაწარმის ნაცვლად) ამცირებს საკვების რაოდენობას და, შესაბამისად, თქვენ მიერ მიღებული კალორიების რაოდენობას.მითი N3. უმი კვერცხი უფრო სასარგებლოა, ვიდრე მოხარშულიზოგი ადამიანი უმ კვერცხს მიირთმევს კუნთების მასის გასაზრდელად, ხმის ტემბრის გასაუმჯობესებლად ან კუჭის მჟავის შესამცირებლად. თუმცა მისი სარგებლიანობა გადაჭარბებულადაა შეფასებული: უმი კვერცხის ცილა ისე კარგად არ შეიწოვება, როგორც მოხარშულის, შეიძლება დაიბლოკოს ვიტამინი B7-ის შეწოვაც.მითი N4. მხოლოდ თეთრი და ყავისფერი კვერცხები არსებობსქათმის კვერცხი შეიძლება იყოს განსხვავებული, მაგრამ ჩვენ, როგორც წესი, მხოლოდ ყავისფერსა და თეთრს ვხვდებით. ნაჭუჭის ფერი დამოკიდებულია ჯიშზე – ზოგი ქათამი თეთრ კვერცხებს დებს, ზოგი სახეობის – ყავისფერს. ზოგიერთი სახეობის ქათამი კი (მაგალითად, Araucana, Ameraucana) ცისფერ ან მწვანე კვერცხს დებს. ფერი დამოკიდებულია პიგმენტზე და კვებაზე. თუ ქათამი არ მიიღებს ამინომჟავებს საკმარისად, ნაჭუჭი მუქი შეფერილობის იქნება, თუმცა ის გავლენას არ ახდენს თავად კვერცხის შიგთავსის ხარისხზე.მითი N5. ყავისფერი კვერცხი თეთრ კვერცხს სჯობიახშირად გვესმის, რომ ყავისფერი ან შავი პროდუქტი უფრო ჯანსაღია, ვიდრე თეთრი (მაგალითად, პური ან შაქარი). მაგრამ ეს ასე არაა კვერცხთან დაკავშირებით. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ყავისფერი კვერცხები თითქმის იგივეა, რაც თეთრი.კვერცხი უფრო სასარგებლოა სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. მაგალითად, იმ ქათმის კვერცხი, რომელიც დიდ დროს ატარებს მზეზე, შეიცავს 3-4-ჯერ მეტ D ვიტამინს. ქათმებს, რომლებსაც ომეგა-3-ით მდიდარ საკვებს აძლევენ, კვერცხის შემცველობაში მეტი ომეგა-3 აქვთ.მითი N6. კვერცხის გულის ფერი განსაზღვრავს მის ხარისხსერთი შეხედვით, ეს მითი ლოგიკურად გამოიყურება. სინამდვილეში, კვერცხის გულის ფერი დამოკიდებულია ქათმის კვებაზე. არ აქვს მნიშვნელობა ქათამი მინდორში იზრდება თუ გალიებში.სიმინდი, იონჯა, ჭინჭარი და ზოგიერთი სხვა მცენარე კვერცხის გულს უფრო ღია ფერს აძლევს. თუ გული მუქი ფერისაა, არ ნიშნავს, რომ კვერცხი ცუდი ხარისხისაა.მითი N7. ორსულმა ქალებმა კვერცხი არ უნდა მიიღონმართალია, რომ თუ მომავალი დედა კვერცხს ჭამს, მისი ბავშვი მუცელში ალერგიით იტანჯება? სინამდვილეში ეს მხოლოდ მითია. კვერცხი არის ცილების, ვიტამინების, მინერალური ნივთიერებებისა და ამინომჟავების უნივერსალური წყარო. ამიტომ რეკომენდებულია კვერცხის, ასევე კენკრის, თევზის, ლობიოს და მარცვლეულის ჭამა. თავი უნდა შეიკავოთ მხოლოდ უმი ან ძალიან მაგრად მოხარშული კვერცხის ჭამისგან. და ეს წესი მხოლოდ ორსულებს არ ეხება.მითი N8. ერთ წლამდე ასაკის ბავშვებმა კვერცხი არ უნდა მიიღონბავშვების მხოლოდ 2% არის კვერცხის მიმართ ალერგიული. კარგია, თუ ჩვილებს მივცემთ ცილებით მდიდარ საკვებს შვიდი თვის ასაკიდან. თავიდან 2 სუფრის კოვზი საკვებით დაიწყეთ, ნელ-ნელა მოუმატეთ და თან დააკვირდით ბავშვის რეაქციას. თუ ალერგია ოთხი დღის განმავლობაში არ გამოვლინდა, ყველაფერი კარგადაა და კვერცხის მიცემაც შეგიძლიათ.მითი N9. განაყოფიერებული კვერცხი უფრო სასარგებლოაარსებობს რწმენა, რომ განაყოფიერებული კვერცხი უფრო სასარგებლოა, ვიდრე გაუნაყოფიერებელი. მაგრამ მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის. მნიშვნელოვანია – რამდენად ახალია კვერცხი.მითი N10. კვერცხები არ უნდა გავრეცხოთ და არ შევინახოთ მაცივარშიეს დამოკიდებულია ქვეყანაზე. ზოგიერთ ქვეყანაში ხალხს ურჩევნია კვერცხები არ შეინახოს მაცივარში და დატოვოს ოთახში. ამერიკელი მწარმოებლები (ასევე იაპონელი, ავსტრალიელი და სკანდინავიელები) რეცხავენ კვერცხებს სალმონელოზის თავიდან ასაცილებლად.გაითვალისწინეთ, რომ კვერცხის გარეცხვისას ის კარგავს ბუნებრივ დამცავ ფენას. პროდუქტის სიახლის შესანარჩუნებლად და ბაქტერიების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია მისი გრილ ადგილზე შენახვა. ეს მეთოდი ხელს უწყობს მისი შენახვის ვადის თითქმის ნახევრით გაზრდას. ევროპის ქვეყნებში აკრძალულია კვერცხის გარეცხვა, რათა არ მოხდეს მათი ბუნებრივი დამცავი ფენის განადგურება. სალმონელოზის პროფილაქტიკის მიზნით კი ქათმებს ცრიან.მითი N11. მაცივრის კარი საუკეთესო ადგილია კვერცხის შესანახადთითქმის ყველა მაცივარს აქვს სპეციალური თარო, რომელიც კარშია განთავსებული. მაგრამ არ არის რეკომენდებული იქ კვერცხის შენახვა. კვერცხები საუკეთესოდ ინახება ერთსა და იმავე ტემპერატურაზე. კარი კი ყველაზე თბილი ადგილია და იქ ყოველთვის იცვლება ტემპერატურა. კვერცხების შესანახად საუკეთესო ადგილია მაცივრის შუა თარო.მითი N12. კვერცხის მომზადების წესი მის სარგებლიანობაზე გავლენას არ ახდებსმხოლოდ კვერცხის ჭამა არ არის საკმარისი – ის სწორად უნდა მოამზადოთ. მაღალ ტემპერატურაზე, დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ღუმელში გამომცხვარი ათქვეფილი კვერცხი კარგავს D ვიტამინის 45%-ს. შემწვარი და მოხარშული კვერცხი ზოგავს ამ ვიტამინის თითქმის 90%-ს. გაითვალისწინეთ ეს ფაქტი მომზადებამდე.მითი N13. კვერცხის ცილა ნაოჭებს ამცირებსსახლში დამზადებული კვერცხის ცილის ნიღბები დღეს ნამდვილად პოპულარულია: ისინი ჩვენს კანს უფრო გლუვს ხდის და თითქოს ნაოჭებისგან შემცირებაში გვეხმარება. როგორ მუშაობს სინამდვილეში? როდესაც კანის ზედაპირიდან წყალი აორთქლდება, ცილა ქმნის თხელ გარსს კანზე, რომლის ჩამორეცხვაც მარტივია და სიგლუვის ეფექტიც მალე ქრება.კვერცხი შეიცავს უამრავ ცილას, E და B ვიტამინებს და ბიოტინს. ამ ნივთიერებების დეფიციტი თმასა და ფრჩხილებს ასუსტებს. კვერცხი გვეხმარება შევინარჩუნოთ სხეული ჯანმრთელად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ვჭამთ.მითი N14. მწყრის კვერცხი უფრო სასარგებლოამწყრის კვერცხები რეალურად შეიცავს უფრო მეტ ცილებს, ვიტამინებს და სასარგებლო ელემენტებს, ვიდრე ქათმის კვერცხები, მაგრამ განსხვავება არც ისე მნიშვნელოვანია. ეფექტის სანახავად რეგულარულად ძალიან ბევრი მწყრის კვერცხის ჭამა მოგიწევთ. აღსანიშნავია, რომ მწყერს ხშირად აქვს სალმონელოზი, ამიტომ არ არის რეკომენდებული მათი კვერცხის ხშირი მიღება.
https://sputnik-georgia.com/20210621/xaWosTan0SeuTavsebeli-produqtebi-252082162.html
https://sputnik-georgia.com/20210520/varskvlavuri-dietebi-rogor-daviklot-wonashi-251772122.html
https://sputnik-georgia.com/20210516/SimSilis-grZnobasTan-gamklavebaSi-diabetianebs-es-produqtebi-daexmareba-234515054.html
https://sputnik-georgia.com/20210427/ras-vchamt-qartul-bazrebze-kvercxis-xarisxs-amowmeben-251583710.html
https://sputnik-georgia.com/20210426/rogor-aRvidginoT-energia-251570075.html
https://sputnik-georgia.com/20210414/martivi-recepti-pomidori-kvercxiT-251460186.html
https://sputnik-georgia.com/20210410/kvercxi-racionshi-251419618.html
https://sputnik-georgia.com/20210127/meore-tipis-diabeti-damarcxebis-martivi-gza-eqimebis-rCeva-250725112.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
მარიამ ბერიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24543/56/245435602_373:-1:1653:1280_100x100_80_0_0_1c434c5810110db95bd8e7bbc31d980a.jpg
მარიამ ბერიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24543/56/245435602_373:-1:1653:1280_100x100_80_0_0_1c434c5810110db95bd8e7bbc31d980a.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23431/55/234315538_0:0:1500:942_1920x0_80_0_0_e6c977540debe5dc25880fe6fa18425b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მარიამ ბერიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24543/56/245435602_373:-1:1653:1280_100x100_80_0_0_1c434c5810110db95bd8e7bbc31d980a.jpg
სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები, ჩვენ და ბუნება , საქართველო, გემრიელი სამზარეულო
სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები, ჩვენ და ბუნება , საქართველო, გემრიელი სამზარეულო
მათი უმრავლესობის ალბათ ყველას გვჯეროდა: მითები კვერცხის შესახებ
12:30 21.07.2021 (განახლებულია: 10:26 21.07.2023) თითოეული ჩვენგანი ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაფიქრებულა, სწორად ვიკვებებით თუ არა. ირგვლივ უამრავი მითი არსებობს სწორი კვების შესახებ და სრულ ინფორმაციულ ქაოსში მართლაც ძნელია გაარჩიო მითი რეალობისგან.
კვება ორგანიზმის მიერ საკვები ნივთიერებების მიღების, მონელების, შეწოვისა და ათვისების რთული პროცესია, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ენერგეტიკული დანახარჯის აღსადგენად, უჯრედებისა და ქსოვილების განახლებისა და მათი ფუნქციის რეგულაციისთვის. ამიტომ ორგანიზმმა უნდა მიიღოს აუცილებელი საკვები საჭირო რაოდენობით, საჭირო დროს.
დღევანდელ სტატიაში კვერცხზე ვისაუბრებთ და შევეცდებით დავამსხვრიოთ მითები მის შესახებ. ზოგი ფიქრობს, რომ კვერცხი ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის, ზოგი, პირიქით, მიიჩნევს, რომ ის სისხლში ქოლესტერინის დონეს ზრდის. ზოგიც ღრმადაა დარწმუნებული, რომ სასარგებლო მხოლოდ სოფლის ქათმის, თანაც წითელი კვერცხია და ა.შ.
მითი N1. მაღალი ქოლესტერინის მქონე ხალხმა კვერცხი არ უნდა ჭამოს
დიდი ხნის განმავლობაში ქოლესტერინის მაღალი დონის მქონე ხალხს ურჩევდნენ, რომ რაციონიდან გარკვეული პროდუქტები გამოერიცხათ, რომელიც სისხლში ქოლესტერინის დონეს გაზრდიდა. აკრძალული საკვების ჩამონათვალში შედიოდა კვერცხიც. დიახ, კვერცხის გული შეიცავს უფრო მეტ ცხიმსა და ქოლესტერინს, ვიდრე ცილა, თუმცა ყველა ცხიმი არ არის ცუდი და ე.წ. კარგი ქოლესტერინი ყოველთვის არ ზრდის ცუდი ქოლესტერინის დონეს სისხლში.
რა თქმა უნდა, არ არის კარგი იდეა, რომ საუზმეზე ყოველდღე მიირთვათ სამი კვერცხი, მაგრამ დღეში ერთი კვერცხის ჭამა ზიანს არ მოგაყენებთ. ისინი, ვისაც დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს, უფრო ფრთხილად უნდა იყვნენ და ჭამონ არაუმეტეს სამი კვერცხისა კვირაში.
მითი N2. თუ წონის დაკლება გსურთ, არ ჭამოთ კვერცხის გული
ზოგიერთი ადამიანი არ ჭამს კვერცხის გულს, რადგან გასუქების ეშინია. სინამდვილეში კვერცხის გული შეიცავს დამატებით პროტეინებსა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს, როგორიცაა D ვიტამინი, რომელიც ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას. ის ასევე შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, რომელიც უზრუნველყოფს ღვიძლის კარგ ფუნქციონირებას.
ამერიკის გულის ასოციაცია ირწმუნება, რომ დღეში ერთი კვერცხი ჯანსაღი დიეტის ნაწილია. ექსპერიმენტებით დასტურდება, რომ საუზმეზე ერთი კვერცხის მიღება (საკონდიტრო ნაწარმის ნაცვლად) ამცირებს საკვების რაოდენობას და, შესაბამისად, თქვენ მიერ მიღებული კალორიების რაოდენობას.
მითი N3. უმი კვერცხი უფრო სასარგებლოა, ვიდრე მოხარშული
ზოგი ადამიანი უმ კვერცხს მიირთმევს კუნთების მასის გასაზრდელად, ხმის ტემბრის გასაუმჯობესებლად ან კუჭის მჟავის შესამცირებლად. თუმცა მისი სარგებლიანობა გადაჭარბებულადაა შეფასებული: უმი კვერცხის ცილა ისე კარგად არ შეიწოვება, როგორც მოხარშულის, შეიძლება დაიბლოკოს ვიტამინი B7-ის შეწოვაც.
მითი N4. მხოლოდ თეთრი და ყავისფერი კვერცხები არსებობს
ქათმის კვერცხი შეიძლება იყოს განსხვავებული, მაგრამ ჩვენ, როგორც წესი, მხოლოდ ყავისფერსა და თეთრს ვხვდებით. ნაჭუჭის ფერი დამოკიდებულია ჯიშზე – ზოგი ქათამი თეთრ კვერცხებს დებს, ზოგი სახეობის – ყავისფერს. ზოგიერთი სახეობის ქათამი კი (მაგალითად, Araucana, Ameraucana) ცისფერ ან მწვანე კვერცხს დებს. ფერი დამოკიდებულია პიგმენტზე და კვებაზე. თუ ქათამი არ მიიღებს ამინომჟავებს საკმარისად, ნაჭუჭი მუქი შეფერილობის იქნება, თუმცა ის გავლენას არ ახდენს თავად კვერცხის შიგთავსის ხარისხზე.
მითი N5. ყავისფერი კვერცხი თეთრ კვერცხს სჯობია
ხშირად გვესმის, რომ ყავისფერი ან შავი პროდუქტი უფრო ჯანსაღია, ვიდრე თეთრი (მაგალითად, პური ან შაქარი). მაგრამ ეს ასე არაა კვერცხთან დაკავშირებით. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ყავისფერი კვერცხები თითქმის იგივეა, რაც თეთრი.
კვერცხი უფრო სასარგებლოა სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. მაგალითად, იმ ქათმის კვერცხი, რომელიც დიდ დროს ატარებს მზეზე, შეიცავს 3-4-ჯერ მეტ D ვიტამინს. ქათმებს, რომლებსაც ომეგა-3-ით მდიდარ საკვებს აძლევენ, კვერცხის შემცველობაში მეტი ომეგა-3 აქვთ.
მითი N6. კვერცხის გულის ფერი განსაზღვრავს მის ხარისხს
ერთი შეხედვით, ეს მითი ლოგიკურად გამოიყურება. სინამდვილეში, კვერცხის გულის ფერი დამოკიდებულია ქათმის კვებაზე. არ აქვს მნიშვნელობა ქათამი მინდორში იზრდება თუ გალიებში.
სიმინდი, იონჯა, ჭინჭარი და ზოგიერთი სხვა მცენარე კვერცხის გულს უფრო ღია ფერს აძლევს. თუ გული მუქი ფერისაა, არ ნიშნავს, რომ კვერცხი ცუდი ხარისხისაა.
მითი N7. ორსულმა ქალებმა კვერცხი არ უნდა მიიღონ
მართალია, რომ თუ მომავალი დედა კვერცხს ჭამს, მისი ბავშვი მუცელში ალერგიით იტანჯება? სინამდვილეში ეს მხოლოდ მითია. კვერცხი არის ცილების, ვიტამინების, მინერალური ნივთიერებებისა და ამინომჟავების უნივერსალური წყარო. ამიტომ რეკომენდებულია კვერცხის, ასევე კენკრის, თევზის, ლობიოს და მარცვლეულის ჭამა. თავი უნდა შეიკავოთ მხოლოდ უმი ან ძალიან მაგრად მოხარშული კვერცხის ჭამისგან. და ეს წესი მხოლოდ ორსულებს არ ეხება.
მითი N8. ერთ წლამდე ასაკის ბავშვებმა კვერცხი არ უნდა მიიღონ
ბავშვების მხოლოდ 2% არის კვერცხის მიმართ ალერგიული. კარგია, თუ ჩვილებს მივცემთ ცილებით მდიდარ საკვებს შვიდი თვის ასაკიდან. თავიდან 2 სუფრის კოვზი საკვებით დაიწყეთ, ნელ-ნელა მოუმატეთ და თან დააკვირდით ბავშვის რეაქციას. თუ ალერგია ოთხი დღის განმავლობაში არ გამოვლინდა, ყველაფერი კარგადაა და კვერცხის მიცემაც შეგიძლიათ.
მითი N9. განაყოფიერებული კვერცხი უფრო სასარგებლოა
არსებობს რწმენა, რომ განაყოფიერებული კვერცხი უფრო სასარგებლოა, ვიდრე გაუნაყოფიერებელი. მაგრამ მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის. მნიშვნელოვანია – რამდენად ახალია კვერცხი.
მითი N10. კვერცხები არ უნდა გავრეცხოთ და არ შევინახოთ მაცივარში
ეს დამოკიდებულია ქვეყანაზე. ზოგიერთ ქვეყანაში ხალხს ურჩევნია კვერცხები არ შეინახოს მაცივარში და დატოვოს ოთახში. ამერიკელი მწარმოებლები (ასევე იაპონელი, ავსტრალიელი და სკანდინავიელები) რეცხავენ კვერცხებს სალმონელოზის თავიდან ასაცილებლად.
გაითვალისწინეთ, რომ კვერცხის გარეცხვისას ის კარგავს ბუნებრივ დამცავ ფენას. პროდუქტის სიახლის შესანარჩუნებლად და ბაქტერიების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია მისი გრილ ადგილზე შენახვა. ეს მეთოდი ხელს უწყობს მისი შენახვის ვადის თითქმის ნახევრით გაზრდას. ევროპის ქვეყნებში აკრძალულია კვერცხის გარეცხვა, რათა არ მოხდეს მათი ბუნებრივი დამცავი ფენის განადგურება. სალმონელოზის პროფილაქტიკის მიზნით კი ქათმებს ცრიან.
მითი N11. მაცივრის კარი საუკეთესო ადგილია კვერცხის შესანახად
თითქმის ყველა მაცივარს აქვს სპეციალური თარო, რომელიც კარშია განთავსებული. მაგრამ არ არის რეკომენდებული იქ კვერცხის შენახვა. კვერცხები საუკეთესოდ ინახება ერთსა და იმავე ტემპერატურაზე. კარი კი ყველაზე თბილი ადგილია და იქ ყოველთვის იცვლება ტემპერატურა. კვერცხების შესანახად საუკეთესო ადგილია მაცივრის შუა თარო.
მითი N12. კვერცხის მომზადების წესი მის სარგებლიანობაზე გავლენას არ ახდებს
მხოლოდ კვერცხის ჭამა არ არის საკმარისი – ის სწორად უნდა მოამზადოთ. მაღალ ტემპერატურაზე, დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ღუმელში გამომცხვარი ათქვეფილი კვერცხი კარგავს D ვიტამინის 45%-ს. შემწვარი და მოხარშული კვერცხი ზოგავს ამ ვიტამინის თითქმის 90%-ს. გაითვალისწინეთ ეს ფაქტი მომზადებამდე.
მითი N13. კვერცხის ცილა ნაოჭებს ამცირებს
სახლში დამზადებული კვერცხის ცილის ნიღბები დღეს ნამდვილად პოპულარულია: ისინი ჩვენს კანს უფრო გლუვს ხდის და თითქოს ნაოჭებისგან შემცირებაში გვეხმარება. როგორ მუშაობს სინამდვილეში? როდესაც კანის ზედაპირიდან წყალი აორთქლდება, ცილა ქმნის თხელ გარსს კანზე, რომლის ჩამორეცხვაც მარტივია და სიგლუვის ეფექტიც მალე ქრება.
კვერცხი შეიცავს უამრავ ცილას, E და B ვიტამინებს და ბიოტინს. ამ ნივთიერებების დეფიციტი თმასა და ფრჩხილებს ასუსტებს. კვერცხი გვეხმარება შევინარჩუნოთ სხეული ჯანმრთელად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ვჭამთ.
მითი N14. მწყრის კვერცხი უფრო სასარგებლოა
მწყრის კვერცხები რეალურად შეიცავს უფრო მეტ ცილებს, ვიტამინებს და სასარგებლო ელემენტებს, ვიდრე ქათმის კვერცხები, მაგრამ განსხვავება არც ისე მნიშვნელოვანია. ეფექტის სანახავად რეგულარულად ძალიან ბევრი მწყრის კვერცხის ჭამა მოგიწევთ. აღსანიშნავია, რომ მწყერს ხშირად აქვს სალმონელოზი, ამიტომ არ არის რეკომენდებული მათი კვერცხის ხშირი მიღება.