Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ყველაზე ეფექტური ვარსკვლავური დიეტები – როგორ დავიკლოთ წონაში პანდემიის მერე

© photo: Otar Tatishvili / FBოთარ ტატიშვილი
ოთარ ტატიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2021
გამოწერა
ნახეთ რა ხერხებს მიმართავენ ქართველი ცნობილი ადამიანები ფორმაში ჩასადგომად და მას შემდეგ, რაც 2021 წელს პანდემია ისევ აქტუალურია, თქვენი ზედმეტი კილოგრამებიც უკვალოდ გაქრება.

ცნობილი ადამიანები მუდამ ყურადღების ცენტრში არიან და ამიტომ მუდამ ცდილობენ კარგ ფორმაში იყვნენ. ზედმეტი კილოგრამები კი, განსაკუთრებით პანდემიის დროს, არა მარტო ცნობილებს, არამედ ჩვეულებრივ მოკვდავებსაც გვანაღვლებს. მაშ ასე, წარმოგიდგენთ ცნობილ ქართველებს და წონის შენარჩუნების მათ საიდუმლოს.

სალომე გოგიაშვილი

ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება, რაც ნაწილობრივ მისი სასწაულმოქმედი დიეტის დამსახურებაც არის. დიეტის პარალელურად შეგიძლიათ მიირთვათ კეფირი, ყავა და ჩაი უშაქროდ. ასევე აუცილებელია დღეში 2 ლიტრი წყალი და მაქსიმალურად უნდა შეზღუდოთ მარილი.

1 დღე - 6 ცალი მაგრად ან თოხლოდ მოხარშული კვერცხი.

2 დღე - უცხიმო ხაჭო 500 გ.

3 დღე - მოხარშული ქათმის ფილე 750 გ.

4 დღე - მოხარშული ბრინჯი 200 გ.

5 დღე - მოხარშული კარტოფილი 6 ცალი.

6 დღე - შეუზღუდავი რაოდენობის ვაშლი.

 

სალომე შარვაძე

მსახიობმა სალომე შარვაძემ წონის კორექციისთვის მიმართა Body Care-ს, ჩაიტარა 30 პროცედურა და დაიკლო 10 კილოგრამი.

პარალელურად იცავდა დიეტას, რომლის მიხედვითაც უნდა მიირთვათ ყოველ 1-2 საათში ისე, რომ ბოლო კვება არ იყოს 8 საათის შემდეგ:

1 ვაშლი, 1 ჭიქა ყავა, 1 მოხარშული კვერცხი, 2 ცალი ინდაურის, ან ქათმის სოსისი, 25 გრამი შავი შოკოლადი, ნახევარი ჭიქა მაწონი + ნახევარი ჭიქა წყალი. ამის გარდა, დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა მიიღოთ 2 ლიტრი წყალი, შეიძლება მწვანე ჩაი 3-4 ჭიქა და კარკადეს ჩაი.

 

ნინი ბადურაშვილი

მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა ფეხმძიმობის დროს წონაში საგრძნობლად მოიმატა, თუმცა მალევე შეძლო ფორმაში ჩადგომა. ნინის თქმით, მას ამ ყველაფრისათვის დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია. მან რაციონიდან პური და ტკბილეული ამოიღო და ყოველდღიურად ვარჯიშობდა. მომღერალი ახლა იმაზე მეტად გამხდარიცაა, ვიდრე ფეხმძიმობამდე.

 

თიკა ჯამბურია

მომღერალი თიკა ჯამბურია წონის კორექციის მეთოდს ამხელს, რომლის შედეგადაც 18 კილო დაიკლო.

„ჩემი საყვარელი დიეტაა უცხიმო კეფირის დიეტა. დღეში ორ ქილას ვსვამდი. ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ კეფირით ვიკვებებოდი, ვსვამდი წყალს და უშაქრო ყავას. შედეგად ერთ თვეში 18 კილო დავიკელი და 50 კილო გავხდი. ეს იყო ჩემი ქორწილის პერიოდი. დიეტის დასრულების შემდეგ, სხვათა შორის, მალე არ მომიმატია, ვცდილობდი კვება გამეკონტროლებინა, თუმცა თუ ოდნავ ცხიმიანს ან კალორიულ საკვებს მივიღებდი, ეგრევე ორ კილოს ვიმატებდი. ორსულობის პერიოდში გავსუქდი ძალიან - 50 კილო მოვიმატე”, – ამბობს თიკა ჯამბურია.

 

თინა კან­დე­ლა­კი, ჟურ­ნა­ლის­ტი

პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თვე­ლი თინა კან­დე­ლა­კი უკვე წლე­ბია, რაც რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე­ობს და გარ­და გა­რეგ­ნუ­ლი სი­ლა­მა­ზი­სა, ჟურ­ნა­ლის­ტი ყო­ველ­თვის კარ­გი ფორ­მით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

თინა სი­მაღ­ლე­ში 1.67 სმ-ია და 52 კგ-ს იწო­ნის. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ტე­ლე­ვარ­სკვლა­ვი მიდ­რე­კი­ლია სიმ­სუქ­ნის­კენ, ამი­ტომ ყუ­რა­დღე­ბით ეკი­დე­ბა სა­კუ­თარ წო­ნას და მაქ­სი­მა­ლუ­რად აკონ­ტრო­ლებს.

მან უარი თქვა ისეთ საკ­ვებ­ზე, რო­გო­რიც არის პური, ფუნ­თუ­შე­ბი და კარ­ტო­ფი­ლი. მისი მე­ნიუ უხ­ვად არის გა­ჯე­რე­ბუ­ლი ხი­ლით, ბოსტნე­უ­ლით, კვერ­ცხით, თევ­ზით.

ტკბი­ლე­უ­ლი ჩა­ა­ნაც­ვლა თაფ­ლით და სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ჩი­რით. ხან­და­ხან მი­ირ­თმევს მწა­რე შო­კო­ლადს და ცდი­ლობს არ ჭა­მოს ღა­მით.

წო­ნა­ში სწრა­ფად და­საკ­ლე­ბად იყე­ნებს ექ­სპრეს დი­ე­ტას და სამ დღე­ში სამ კი­ლოს იკ­ლებს.

1 დღე - დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ირ­თვით 5 ცალი ვაშ­ლი და შუ­ა­ლე­დებ­ში და­ლი­ეთ მწვა­ნე ჩაი, სა­სურ­ვე­ლია ჯან­ჯა­ფი­ლის ჩაი.

2 დღე - მო­ხარ­შუ­ლი წი­წი­ბუ­რა მი­ირ­თვით დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 5-ჯერ, რამ­დენ­საც შეძ­ლებთ. შუ­ა­ლე­დებ­ში და­ლი­ეთ ჯან­ჯა­ფი­ლის ჩაი.

3 დღე - მი­ირ­თვით ბრინ­ჯის ფაფა დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და დილა-სა­ღა­მოს და­ლი­ეთ 1 ჭიქა ჯან­ჯა­ფი­ლის ჩაი.

დი­ე­ტა საკ­მა­ოდ მკაც­რია, მაგ­რამ არა ხან­გრძლი­ვი და შე­დე­გის­თვის ცდად ნამ­დვი­ლად ღირს.

 

ლელა წურწუმია

პუტკუნა ლელა წურწუმია ალბათ არავის გემახსოვრებათ, მომღერალი ხომ ყოველთვის უზადოდ გამოიყურება. ლელა წონას მუდმივად აკონტროლებს და პერიოდულად დიეტაზეც დგება. მომღერალი დიეტის დროს თითქმის სულ შიმშილობს, ყავასა და ჩაის კი რაციონიდან არასდროს იღებს.

 

ნანუკა გულუა

პროფესიით ჟურნალისტი, ამჟამად ახალბედა დიზაინერი და მსახიობი. ფართო საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ დოჩი ალიშბაიას პერსონაჟით გაიცნო. მისი ფრაზები და მანერები თბილისში ბევრმა აიტაცა. სულ რამდენიმე წლის წინ ნანუკა გულუას წონა 100 კილოგრამს აღემატებოდა.

View this post on Instagram

A post shared by Nanuka Gulua (@nanukagulua)

ცნობილი სახე ისხენებს: „100 კილოზე მეტი ვიყავი და დიეტა მსტრესავდა. წონა ას კილოგრამს რომ გადასცდა, მივხვდი, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. თავად მოვიფიქრე რა არ დამსტრესავდა: დილიდან 3 საათამდე ვჭამდი ყველაფერს (ღომს, კუპატს, ნაყინს, ნამცხვარს…) და 3 საათის შემდეგ მხოლოდ წყალს ვსვამდი. ასე გავატარე ორი წელი და 30 კილო დავიკელი. მერე სხვადასხვაგვარ დიეტას მივმართე და 20 კილო ჩამოვიშორე".

 

ნანუკა ჟორჟოლიანი

თუ წონის დასაკლებად მოტივაცია გჭირდებათ, ნანუკა ჟორჟოლიანის ტრანსფორმაცია დაგეხმარებათ. სოციალური ქსელის მომხმარებლებს პირდაპირი ჩართვებით აერთიანებს და ცდილობს მათ ყველაფერი გაუზიაროს.

დიდი ხანია, რაც სიგარეტს არ ეწევა, მისი დილა 9 საათზე საუზმით იწყება, რომელიც ყავისგან, ყველისა და უსაფუარო პურისგან შედგება. დღე ფიტნეს-კლუბში ვარჯიშით გრძელდება. გთავაზობთ ნანუკას Facebook-ის პოსტს, სადაც პროცესს დეტალურად გაეცნობით და ენერგიით აღსავსე დღესვე სავარჯიშოდ გაეშურებით.

 

მაიკო კაჭკაჭიშვილი

კომპოზიტორ-შემსრულებლის გარდასახვამ, რომელიც მუდამ ანებივრებს მსმენელს რეპერტუარით, ყველა გააოცა. სოციალური ქსელის მომხმარებელთა ინტერესის გამო მაიკომ შექმნა გვერდი „კაჭოს ჭკვიანი კვება“, სადაც უამრავი ფუმფულა გაერთიანდა. მაიკო ჭარბწონიან ადამიანებს დაბალანსებული საკვების რაციონს სთავაზობს, რომელშიც ზედმეტი კალორიები არ შედის. კომპოზიტორი ყოველდღე იზიარებს იმ მომხმარებლების ფოტოებს, რომლებმაც ინდივიდუალურად შექმნილი რაციონით საგრძნობლად დაიკლეს. თუ გადახედავთ მის სოციალურ ქსელს, ამაში თავად დარწმუნდებით.

ოთარ ტატიშვილმა შთამბეჭდავ შედეგს დიდი ძალისხმევის შედეგად მიაღწია, თუმცა აღნიშნავს, რომ ნებისყოფითა და დიდი მონდომებით ყველაზე რთული დიეტაც კი სასიამოვნო ხდება. ექიმი და ტელეწამყვანი სტუდენტობის პერიოდიდან იმატებდა წონაში. სერიალ „შუა ქალაქში“ გადაღების დროს ოთარი 123 კილოგრამს იწონიდა. ამ ეტაპზე 42 კილოგრამი აქვს დაკლებული. მსახიობის დიეტა ოთხი კვირა გრძელდება და თუ დიეტას არ დაარღვევთ, 1 თვეში 8-დან 12 კილოგრამამდე დაიკლებთ.

გთავაზობთ ოთარ ტატიშვილის დიეტას:

პირველი დღე - საუზმე და სადილი 1 ლიტრი რძე მთელი დღის მანძილზე; ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100 გ შავი პური;

მეორე დღე - ცილებს დიდი ყურადღება ენიჭება, კონკრეტულად კი დღის რაციონი შეიცავს შავ პურს, კარაქს, თაფლს, უშაქრო ყავას, თეთრ ხორცს, ბულიონს მწვანილისა და ბოსტნეულის გარეშე, ჰოლანდიური ყველი, ხოლო ვახშამზე უნდა მიირთვათ 2 მოხარშული კვერცხი;

მესამე დღე - ბოსტნეულისა და ხილის მოყვარულებს მესამე დღე მოეწონებათ, რადგან მენიუ საუზმეზე შეიცავს 2 ვაშლს, ფორთოხალს ან 2 ატამს, სადილზე – ბოსტნეულის წვნიანს (მოხარშული, გახეხილი ან დაჭრილი ბოსტნეული 1 ს/კ ზეთით), 2 მოხარშულ კარტოფილს და 200 გ მოხარშულ ბარდას, ვახშამი – 3 პომიდვრისა და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ), 1 ჭიქა ჩაი 1 ჩ/კ თაფლით;

მეოთხე დღე განსაკუთრებულია: საუზმე – ყავა რძით (უშაქრო) + 100 გ ჰოლანდიური ყველი, სადილი – 100 გ ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქონლის ხორცი მოხარშული +100 გ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი, ვახშამი – 1 ჭიქა კეფირი;

მეხუთე დღეს ისევ ცილებს უბრუნდებით და იმეორებთ მეორე დღის მენიუს;

მეექვსე დღეს იმარაგებთ ბოსტნეულსა და ხილს და უბრუნდებით მესამე დღეს;

მეშვიდე დღე - საუზმე – ყავა რძით (უშაქრო) + 100 გ ჰოლანდიური ყველი, სადილი – 100 გ ლორი ან თევზი, ან ქათამი, ან საქონლის მოხარშული ხორცი + 100 გ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი, ვახშამი – 1 ჭიქა კეფირი

მერვე კვირას მორალური შემზადებაც დაგჭირდებათ, კონკრეტულად კი ორშაბათი – 1,5 კგ ვაშლი; სამშაბათი – 1,5 კგ მოხარშული ქათამი; ოთხშაბათი – 1,5 კგ კიტრი/პომიდორი; ხუთშაბათი – 1 კგ მოხარშული ხორცი; პარასკევი – 0,5 კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი; შაბათი – 1 ლ კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი, მოხარშული თევზი; კვირა – 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1 კგ ჰოლანდიური ყველი;

მეცხრე კვირა წონის შენარჩუნების დღეები - 2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა); 2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე; 5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

ოთარ ტატიშვილის რეკომენდაციით, დიეტა უმჯობესია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ. საყურადღებოა, რომ დღეში 4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება. გახდომისას კანი იკუმშება და ცხიმის უჯრედები იწვება.

ყველა ახალი ამბავი
0