https://sputnik-georgia.com/20210716/puri-gaZvirda-252342870.html
საქართველოში პური გაძვირდა
საქართველოში პური გაძვირდა
Sputnik საქართველო
დოლიძის განცხადებით, პურზე 10-თეთრიანი მატების შენარჩუნებას საქართველოში მწარმოებლები დაახლოებით ოქტომბერ-ნოემბრამდე შეძლებენ. 16.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-16T18:21+0400
2021-07-16T18:21+0400
2021-10-19T18:01+0400
ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
სოციალური სფერო საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22833/28/228332842_0:256:2730:1792_1920x0_80_0_0_f92a83b22a2b336446a1a1b12685cb01.jpg
თბილისი, 16 ივლისი - Sputnik. პურის გაძვირების მიზეზი სახელმწიფო სუბსიდირების დასრულების შემდეგ მწარმოებლებისთვის ნედლეულზე ფასების ზრდაა, ამის შესახებ პურის მცხობელთა ასოციაციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.პირველ ივლისს საქართველოში დასრულდა ხორბლის ფქვილის სუბსიდირების პროგრამა, რომელიც გასული წლის დეკემბრიდან პურის ფასის ზრდას აკავებდა.„შეთანხმება იყო, რომ სუბსიდირებული ერთი ტომარა ფქვილი წარმოებას 53 ლარად მიეწოდებოდა. დღეს ფქვილის ღირებულება არის 60-61-62 ლარი, ზუსტად ეს განსხვავებაა წარმოებისთვის აუცილებელი, რომ პურის წარმოების თვითღირებულებაში ჩაჯდეს და მისი რენტაბელობიდან გამომდინარე 10-თეთრიანი სხვაობა აქედან გამომდინარეობს“, - განმარტა დოლიძემ.ამასთან, დოლიძის განცხადებით, უცხოური ვალუტის კურსის სხვაობის პარალელურად მოიმატა პურის გასაკეთებლად საჭირო დამხმარე მასალების ფასმაც, მათ შორის, ენერგომატარებლების, წყლის, საფუარის, საწვავის ფასებმა და გაიზარდა დისტრიბუციის ხარჯებიც.„ჩვენ მოვუმატეთ ათი თეთრი, მაგრამ არ ვარ პასუხისმგებელი მაღაზიებზე. ზოგმა საკუთარი შეხედულებისამებრ შეიძლება ცოტა მეტი ფასიც დაადოს, რაც ვთვლი, რომ არასწორი იქნება მათი მხრიდან, თუმცა ეს არ არის გამორიცხული”, – განაცხადა პურის მცხობელთა ასოციაციაციის თავმჯდომარემ.დოლიძემ იმედი გამოთქვა, რომ შესაძლებელია, პურის ფასი ამ ნიშნულზე შეჩერდეს და არ მოიმატოს, რადგან საქართველოში ხორბლის მოსავალი წელს განსაკუთრებით მაღალია, ასევე ქვეყანაში შემოსულია და უახლოეს მომავალში კიდევ შემოვა დაბალი ღირებულების ხორბალი.„ხორბლის ფქვილის სუბსიდირების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოთხი თვის განმავლობაში, 31 მარტის ჩათვლით, სახელმწიფო სუბსიდია ერთ 50-კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ფქვილზე 10, შემდეგ კი 15 ლარს შეადგენდა. შემდეგ სუბსიდირების ვადა 1 ივლისამდე გაგრძელდა და სუბსიდიის თანხაც 20 ლარამდე გაიზარდა.წისქვილკომბინატებისთვის დაწესებული იყო ფიქსირებული ფასი – 53 ლარი პირველი ხარისხის ფქვილის 50 კგ-იან ტომარაზე. ანუ იმ წისქვილკომბინატებს, რომლებიც პურის ქარხნებს პირველი კატეგორიის ფქვილის ერთ ტომარას 53 ლარად მიჰყიდიდნენ, მთავრობა სუბსიდიას უხდიდა.
https://sputnik-georgia.com/20210707/uaxloes-dReebSi-SeiZleba-puri-gaZvirdes-252236846.html
https://sputnik-georgia.com/20210703/saqarTveloSi-fasebi-rekordebs-aWarbebs-axali-statistika-252200003.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22833/28/228332842_1:0:2730:2047_1920x0_80_0_0_088957116390964f2ecc8407e9e4a184.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველო
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველო
საქართველოში პური გაძვირდა
18:21 16.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) დოლიძის განცხადებით, პურზე 10-თეთრიანი მატების შენარჩუნებას საქართველოში მწარმოებლები დაახლოებით ოქტომბერ-ნოემბრამდე შეძლებენ.
თბილისი, 16 ივლისი - Sputnik. პურის გაძვირების მიზეზი სახელმწიფო სუბსიდირების დასრულების შემდეგ მწარმოებლებისთვის ნედლეულზე ფასების ზრდაა, ამის შესახებ პურის მცხობელთა ასოციაციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პირველ ივლისს საქართველოში დასრულდა ხორბლის ფქვილის სუბსიდირების პროგრამა, რომელიც გასული წლის დეკემბრიდან პურის ფასის ზრდას აკავებდა.
„შეთანხმება იყო, რომ სუბსიდირებული ერთი ტომარა ფქვილი წარმოებას 53 ლარად მიეწოდებოდა. დღეს ფქვილის ღირებულება არის 60-61-62 ლარი, ზუსტად ეს განსხვავებაა წარმოებისთვის აუცილებელი, რომ პურის წარმოების თვითღირებულებაში ჩაჯდეს და მისი რენტაბელობიდან გამომდინარე 10-თეთრიანი სხვაობა აქედან გამომდინარეობს“, - განმარტა დოლიძემ.
ამასთან, დოლიძის განცხადებით, უცხოური ვალუტის კურსის სხვაობის პარალელურად მოიმატა პურის გასაკეთებლად საჭირო დამხმარე მასალების ფასმაც, მათ შორის, ენერგომატარებლების, წყლის, საფუარის, საწვავის ფასებმა და გაიზარდა დისტრიბუციის ხარჯებიც.
„ჩვენ მოვუმატეთ ათი თეთრი, მაგრამ არ ვარ პასუხისმგებელი მაღაზიებზე. ზოგმა საკუთარი შეხედულებისამებრ შეიძლება ცოტა მეტი ფასიც დაადოს, რაც ვთვლი, რომ არასწორი იქნება მათი მხრიდან, თუმცა ეს არ არის გამორიცხული”, – განაცხადა პურის მცხობელთა ასოციაციაციის თავმჯდომარემ.
დოლიძემ იმედი გამოთქვა, რომ შესაძლებელია, პურის ფასი ამ ნიშნულზე შეჩერდეს და არ მოიმატოს, რადგან საქართველოში ხორბლის მოსავალი წელს განსაკუთრებით მაღალია, ასევე ქვეყანაში შემოსულია და უახლოეს მომავალში კიდევ შემოვა დაბალი ღირებულების ხორბალი.
„ხორბლის ფქვილის სუბსიდირების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოთხი თვის განმავლობაში, 31 მარტის ჩათვლით, სახელმწიფო სუბსიდია ერთ 50-კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ფქვილზე 10, შემდეგ კი 15 ლარს შეადგენდა. შემდეგ სუბსიდირების ვადა 1 ივლისამდე გაგრძელდა და სუბსიდიის თანხაც 20 ლარამდე გაიზარდა.
წისქვილკომბინატებისთვის დაწესებული იყო ფიქსირებული ფასი – 53 ლარი პირველი ხარისხის ფქვილის 50 კგ-იან ტომარაზე. ანუ იმ წისქვილკომბინატებს, რომლებიც პურის ქარხნებს პირველი კატეგორიის ფქვილის ერთ ტომარას 53 ლარად მიჰყიდიდნენ, მთავრობა სუბსიდიას უხდიდა.