https://sputnik-georgia.com/20210703/saqarTveloSi-fasebi-rekordebs-aWarbebs-axali-statistika-252200003.html
საქართველოში ფასები რეკორდებს აჭარბებს: ახალი სტატისტიკა
საქართველოში ფასები რეკორდებს აჭარბებს: ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, წლიური ინფლაცია 2021 წელს იქნება 7%, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%. 03.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-03T09:56+0400
2021-07-03T09:56+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
ეკონომიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24872/23/248722328_0:310:3072:2048_1920x0_80_0_0_9e919f2d55da7cfc6432edc13824a64f.jpg
თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. წლიურმა ინფლაციამ საქართველოში (2021 წლის მაისში 2020 წლის ივნისთან შედარებით) 9,9% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.ბოლოჯერ ინფლაციის 10%-იანი დონე 2011 წლის ივნისში დაფიქსირდა.ერთ წელიწადში ფასები გაიზარდა ტრანსპორტზე (22%), ჯანდაცვაზე (11,6%), ავეჯსა (10,6%) და კომუნალურ მომსახურებაზე (10,5%). გასულ წელთან შედარებით ივნისში სურსათზე ფასი 8,8%-ით გაიზარდა. ყველაზე მეტად გაძვირდა ზეთი (47,1%), ბოსტნეული (16,6%) და შაქარი (13,7%). ამასთან ერთად გაიაფდა ხილი - 19,5%-ით.2021 წლის ივნისში, 2021 წლის მაისთან შედარებით, ინფლაციის დონემ შეადგინა 0,7%. მაისში კი ინფლაცია 0,72% იყო.რა ახდენს გავლენას ფასების დინამიკაზე საქართველოშიინფლაციის დინამიკაზე გავლენას ახდენს ფასების ზრდა საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე და ლარის გაცვლითი კურსის მერყეობა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.გარდა ამისა, რეგულატორის ინფორმაციით, გლობალურ მასშტაბში ნავთობზე ფასების ზრდა აისახება საწვავზე, რაც საქართველოში ინფლაციაზე ზეწოლას ზრდის.„თბილისში გაზის ტარიფის გაზრდის ფონზე მოსალოდნელია, რომ კომუნალურ მომსახურებაზე გადახდების ზრდა ივნისიდან კიდევ უფრო გაზრდის ინფლაციის მაჩვენებელს“, - ნათქვამია განცხადებაში.ეროვნული ბანკის მონაცემებით, წინასწარი მაჩვენებლები მიუთითებს ერთობლივი მოთხოვნის გააქტიურებაზე, რომელიც არსებულ პროგნოზებზე მაღალი აღმოჩნდა. კერძოდ, წლის პირველ ოთხ თვეში ეკონომიკური აქტივობა 8,1%-ით გაიზარდა და ის 2019 წლის დონეს აჭარბებს.დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ივნისში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი პიკს მიაღწევს, ხოლო 2021 წელს, სხვა თანაბარ პირობებში, საშუალოდ 7% იქნება.რეგულატორი მიიჩნევს, რომ მიზნობრივზე მაღლა ინფლაციის დონის გრძელვადიანი შენარჩუნება ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკს ქმნის, რაც შეიძლება აისახოს ინფლაციის ზრდაზე მომავალში. ამასთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო და რეფინანსირების განაკვეთი 9,5%-მდე გაზარდა. ივნისში რეგულატორმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა.
https://sputnik-georgia.com/20210527/TbiliselebisTvis-gazis-tarifi-gaizarda-251851601.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24872/23/248722328_0:118:3072:2048_1920x0_80_0_0_32c6a9ce0f18ce871f9739a4614c5edb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველო
ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველო
საქართველოში ფასები რეკორდებს აჭარბებს: ახალი სტატისტიკა
09:56 03.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, წლიური ინფლაცია 2021 წელს იქნება 7%, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%.
თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. წლიურმა ინფლაციამ საქართველოში (2021 წლის მაისში 2020 წლის ივნისთან შედარებით) 9,9% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%, ნათქვამია
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში. ბოლოჯერ ინფლაციის 10%-იანი დონე 2011 წლის ივნისში დაფიქსირდა.
ერთ წელიწადში ფასები გაიზარდა ტრანსპორტზე (22%), ჯანდაცვაზე (11,6%), ავეჯსა (10,6%) და კომუნალურ მომსახურებაზე (10,5%). გასულ წელთან შედარებით ივნისში სურსათზე ფასი 8,8%-ით გაიზარდა. ყველაზე მეტად გაძვირდა ზეთი (47,1%), ბოსტნეული (16,6%) და შაქარი (13,7%). ამასთან ერთად გაიაფდა ხილი - 19,5%-ით.
2021 წლის ივნისში, 2021 წლის მაისთან შედარებით, ინფლაციის დონემ შეადგინა 0,7%. მაისში კი ინფლაცია 0,72% იყო.
რა ახდენს გავლენას ფასების დინამიკაზე საქართველოში
ინფლაციის დინამიკაზე გავლენას ახდენს ფასების ზრდა საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე და ლარის გაცვლითი კურსის მერყეობა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
გარდა ამისა, რეგულატორის ინფორმაციით, გლობალურ მასშტაბში ნავთობზე ფასების ზრდა აისახება საწვავზე, რაც საქართველოში ინფლაციაზე ზეწოლას ზრდის.
„თბილისში გაზის ტარიფის გაზრდის ფონზე მოსალოდნელია, რომ კომუნალურ მომსახურებაზე გადახდების ზრდა ივნისიდან კიდევ უფრო გაზრდის ინფლაციის მაჩვენებელს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, წინასწარი მაჩვენებლები მიუთითებს ერთობლივი მოთხოვნის გააქტიურებაზე, რომელიც არსებულ პროგნოზებზე მაღალი აღმოჩნდა. კერძოდ, წლის პირველ ოთხ თვეში ეკონომიკური აქტივობა 8,1%-ით გაიზარდა და ის 2019 წლის დონეს აჭარბებს.
„გაზრდილია ეკონომიკის დაკრედიტების ზრდის ტემპი და ფისკალური სტიმულიც ნარჩუნდება. ჯამურად, შიდა მოთხოვნის ზრდაზე მიუთითებს იმპორტის გააქტიურებაც. აღნიშნული ფაქტორების საპირწონედ, გაზრდილია საგარეო შემოდინებები, რაც სავალუტო ბაზრის პოზიტიურ დინამიკასა და, შედეგად, ინფლაციის შემცირებასაც შეუწყობს ხელს“, - ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ივნისში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი პიკს მიაღწევს, ხოლო 2021 წელს, სხვა თანაბარ პირობებში, საშუალოდ 7% იქნება.
რეგულატორი მიიჩნევს, რომ მიზნობრივზე მაღლა ინფლაციის დონის გრძელვადიანი შენარჩუნება ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკს ქმნის, რაც შეიძლება აისახოს ინფლაციის ზრდაზე მომავალში. ამასთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო და რეფინანსირების განაკვეთი 9,5%-მდე გაზარდა. ივნისში რეგულატორმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა.