„ლექსოსთვის": ბათუმელმა ჟურნალისტებმა საკრებულოს სხდომაზე პროტესტი გამოხატეს

© photo: Sputnikბათუმის მერია
ბათუმის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
გამოწერა
ტელეოპერატორის გარდაცვალებამ საზოგადოებაში ფართო რეზონანსი გამოიწვია. მასმედიის წარმომადგენლები პროტესტს ყველგან გამოხატავენ.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ბათუმელმა ჟურნალისტებმა ბათუმის საკრებულოს სხდომაზე პროტესტის ნიშნად პერფორმანსი მოაწყვეს.
ჟურნალისტები სხდომათა დარბაზში წარდგნენ ტელეკომპანია „TV პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას სურათებით და ტრანსპარანტებით – „ლექსოსთვის", „ნუ ახალისებთ მოძალადეებს", „გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი".
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
No comment – „ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციურ მედიას ბოიკოტი გამოუცხადა
აჭარის რეგიონული მედიის წარმომადგენლებმა კოლეგის გარდაცვალების საქმის დროულად გამოძიება და ჟურნალისტებზე ძალადობაში მონაწილეთა დასჯა მოითხოვეს, ხოლო ხელისუფლება ძალადობრივი ჯგუფების წახალისებაში დაადანაშაულეს.
გუშინ მასმედიის წარმომადგენლებმა ანალოგიური პროტესტი გამოხატეს თბილისშიც – მათ მთავრობის ადმინისტრაციაში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს თამარ გაბუნიას ბრიფინგი რამდენიმე წუთით შეაწყვეტინეს და წამოაყენეს მოთხოვნები „დაისაჯონ დამნაშავეები", "გადადგეს პრემიერ-მინისტრი". გარდა ამისა, პროტესტის ნიშნად 14 ივლისს ერთი დღით მაუწყებლობა შეწყვიტა ოთხმა ქართულმა ტელეარხმა – „TV პირველმა", "მთავარმა არხმა", „ფორმულამ" და „კავკასიამ". მათი ეკრანების შავ ფონზე გადიოდა იმ 53 ჟურნალისტისა და ოპერატორის სია, რომლებიც 5 ივლისის არეულობის დროს თბილისში ძალადობის მსხვერპლი გახდნენ. ტელეკომპანიებმა მაუწყებლობა დღეს, დილით განაახლეს.
ქართულმა მედიასაშუალებებმა საპროტესტო აქციები განსაკუთრებით ტელეკომპანია „TV პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ გააძლიერეს. ლაშქარავა 5 ივლისს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა სასტიკად სცემეს და მომხდარი ფაქტიდან მეექვსე დღეს, 11 ივლისს სახლში გარდაიცვალა. კლინიკაში მიყვანისას მას ტვინის შერყევა და სახის ძვლების მოტეხილობები დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მან კლინიკაში რამდენიმე დღე დაჰყო. ოპერატორის გარდაცვალების შემდეგ შსს-მ უმოკლეს ვადაში გაავრცელა პირველადი დასკვნა, სადაც ლაშქარავას სისხლში ნარკოტიკული ნივთიერების კვალზე ისაუბრა. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ჟურნალისტი „სისტემის მსხვერპლია".
მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
ჟურნალისტებმა მთავრობის ადმინისტრაციაში დემარში მოაწყვეს
როგორც ტელეკომპანია „TV პირველის" ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია იხსენებს, რომელიც „სირცხვილიას" ოფისში ლაშქარავასთან ერთად მოძალადეთა მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა, ხუთი წუთის განმავლობაში ოპერატორს ფეხებით დაახლოებით 20 ადამიანი სცემდა.
ოპერატორის გარდაცვალებამ თბილისისა და ქვეყნის დიდი ქალაქების ქუჩებში ათი ათასობით ადამიანი გამოიყვანა. რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე შეკრებილებმა მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს – ისინი პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობის გადადგომას მოითხოვენ. აქციებზე არაერთხელ გაისმა მოწოდებები იმ სასულიერო პირების პასუხისმგებლობის შესახებაც, რომლებიც 5 ივლისის აქციაზე შეკრებილებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ და ამით ჟურნალისტების მიმართ აგრესიის პროვოცირებას შეუწყვეს ხელი.
მასმედიის წარმომადგენელთა პროტესტი გრძელდება – შაბათს, 17 ივლისს რუსთაველის გამზირზე მორიგი აქციაა დაგეგმილი.
ყველა ახალი ამბავი
0