https://sputnik-georgia.com/20210714/saqarTvelom-SesaZloa-evrokavSirisgan-milionobiT-evro-aRar-miiRos--252321354.html
საქართველომ შესაძლოა ევროკავშირისგან მილიონობით ევროს დახმარება აღარ მიიღოს
საქართველომ შესაძლოა ევროკავშირისგან მილიონობით ევროს დახმარება აღარ მიიღოს
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობამ უკვე გაითვალისწინა ბიუჯეტში ევროკავშირის ფინანსური დახმარება და თუ ქვეყანა ვერ მიიღებს 75 მილიონ ევროს, ეს სერიოზული დარტყმა იქნება... 14.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-14T20:12+0400
2021-07-14T20:12+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1e/249862180_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_4252a41e452eaf43d1e1a942ee3cb683.jpg
თბილისი, 14 ივლისი - Sputnik. საქართველოს ბიუჯეტი შეიძლება არ შეივსოს 75 მლნ ევროთი, თუ ევროკავშირი ქვეყანას მოსამართლეთა დანიშვნის გამო დახმარებაზე უარს ეტყვის, განუცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებს.ოთხშაბათს ევროკომისიის პრესსპიკერმა პიტერ სტანკომ აღნიშნა, რომ ევროკავშირის წარმომადგენელთა მოწოდებების მიუხედავად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას.„სესხის და გრანტის ჩათვლით არის 75 მილიონი ევრო, თუმცა ძირითადი ნაწილი სესხია. ეს თანხა წლიურ ბიუჯეტში დევს, ჩარიცხვის ზუსტი თარიღები განსაზღვრული არ არის. ევროკავშირის გრანტები ძირითადად წლის მეორე ნახევარში ჩამოდის ხოლმე, სავარაუდოდ, მეოთხე კვარტალში“, - აღნიშნა კაკაურიძემ.მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ საქართველომ საბოლოოდ დაკარგა ეს თანხა, ჯერ ნაადრევია, თუმცა ქვეყნის ბიუჯეტისთვის ასეთი დანაკარგი არასასურველია.„ჯერ ევროკავშირის ექსპერტებმა უნდა შეაფასონ ის კონკრეტული ღონისძიებები, რაც სასამართლოს სისტემაში განხორციელდა და ამის შემდეგ იქნება ზუსტი შეფასება... არ იქნება სასურველი, რომ თანხა არ ჩამოვიდეს, ვინაიდან წლევანდელ ბიუჯეტში ეს თანხა გაწერილია შემოსავლების ნაწილში“, - აღნიშნა კაკაურიძემ.საქართველოს ვალი ევროკავშირის წინაშე 133 მილიონი ევროა.საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს ცხრიდან ექვს მოსამართლეობის კანდიდატს. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ცხრა კანდიდატის სია ივნისის ბოლოს წარუდგინა. კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობდა ოპოზიციის პროტესტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდების ფონზე, შეეჩერებინათ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი სასამართლო რეფორმის გატარებამდე.აშშ აკვირდება საქართველოში მიმდინარე სიტუაციას – სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი >>ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) შუალედურ ანგარიშში შეშფოთება გამოხატა კანდიდატების შერჩევის პროცესის სამართლიანობასა და თანასწორობასთან დაკავშირებით და ხელისუფლებას რეფორმის გატარებისკენ მოუწოდა.
https://sputnik-georgia.com/20210714/evrokomisia-mosamarTleebis-daniSvniT-ukmayofiloa-252316669.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1e/249862180_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_fd45bb16733b4ec7d6ee034a824fb938.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
საქართველომ შესაძლოა ევროკავშირისგან მილიონობით ევროს დახმარება აღარ მიიღოს
20:12 14.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) საქართველოს მთავრობამ უკვე გაითვალისწინა ბიუჯეტში ევროკავშირის ფინანსური დახმარება და თუ ქვეყანა ვერ მიიღებს 75 მილიონ ევროს, ეს სერიოზული დარტყმა იქნება, აღნიშნავენ ფინანსთა სამინისტროში.
თბილისი, 14 ივლისი - Sputnik. საქართველოს ბიუჯეტი შეიძლება არ შეივსოს 75 მლნ ევროთი, თუ ევროკავშირი ქვეყანას მოსამართლეთა დანიშვნის გამო დახმარებაზე უარს ეტყვის, განუცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებს.
ოთხშაბათს ევროკომისიის პრესსპიკერმა პიტერ სტანკომ აღნიშნა, რომ ევროკავშირის წარმომადგენელთა მოწოდებების მიუხედავად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას.
„სესხის და გრანტის ჩათვლით არის 75 მილიონი ევრო, თუმცა ძირითადი ნაწილი სესხია. ეს თანხა წლიურ ბიუჯეტში დევს, ჩარიცხვის ზუსტი თარიღები განსაზღვრული არ არის. ევროკავშირის გრანტები ძირითადად წლის მეორე ნახევარში ჩამოდის ხოლმე, სავარაუდოდ, მეოთხე კვარტალში“, - აღნიშნა კაკაურიძემ.
მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ საქართველომ საბოლოოდ დაკარგა ეს თანხა, ჯერ ნაადრევია, თუმცა ქვეყნის ბიუჯეტისთვის ასეთი დანაკარგი არასასურველია.
„ჯერ ევროკავშირის ექსპერტებმა უნდა შეაფასონ ის კონკრეტული ღონისძიებები, რაც სასამართლოს სისტემაში განხორციელდა და ამის შემდეგ იქნება ზუსტი შეფასება... არ იქნება სასურველი, რომ თანხა არ ჩამოვიდეს, ვინაიდან წლევანდელ ბიუჯეტში ეს თანხა გაწერილია შემოსავლების ნაწილში“, - აღნიშნა კაკაურიძემ.
საქართველოს ვალი ევროკავშირის წინაშე 133 მილიონი ევროა.
საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს ცხრიდან ექვს მოსამართლეობის კანდიდატს. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ცხრა კანდიდატის სია ივნისის ბოლოს წარუდგინა. კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობდა ოპოზიციის პროტესტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდების ფონზე, შეეჩერებინათ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი სასამართლო რეფორმის გატარებამდე.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) შუალედურ ანგარიშში შეშფოთება გამოხატა კანდიდატების შერჩევის პროცესის სამართლიანობასა და თანასწორობასთან დაკავშირებით და ხელისუფლებას რეფორმის გატარებისკენ მოუწოდა.