https://sputnik-georgia.com/20210714/aSS-akvirdeba-saqarTveloSi-mimdinare-situacias-saxelmwifo-departamentis-warmomadgeneli-252312397.html
აშშ აკვირდება საქართველოში მიმდინარე სიტუაციას – სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი
აშშ აკვირდება საქართველოში მიმდინარე სიტუაციას – სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი
Sputnik საქართველო
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, დაიცვას ქვეყნის მოქალაქეები და ჟურნალისტები – სიტყვის თავისუფლების ინტერესებიდან... 14.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-14T10:20+0400
2021-07-14T10:20+0400
2021-07-14T17:18+0400
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0d/252301245_0:242:2400:1600_1920x0_80_0_0_225d3926bb67dbaf5a88ae8c2c9df226.jpg
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. ჩვენ ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე სიტუაციას, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ძალადობის ორგანიზატორებმა პასუხი აგონ, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა (Ned Price), იუწყება РИА Новости.კონსერვატიული ჯგუფები 5 ივლისს ლგბტ თემის უფლებების დასაცავად გამართულ აქციაზე მთელი დღის განმავლობაში თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს. შსს-ს ინფორმაციით, დაშავდა მასმედიის 53 წარმომადგენელი. სასტიკად ნაცემ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. კვირას, კლინიკიდან გაწერიდან სამი დღის შემდეგ ის საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლაშქარავას გარდაცვალებამ ქვეყანაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ამავე დღეს პარლამენტის შენობასთან გაიმართა მასობრივი მიტინგი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. კიდევ ერთი აქცია ორშაბათს გაიმართა.როგორც პრაისმა სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას ქვეყნის მოქალაქეები და ჟურნალისტები – სიტყვის თავისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე. „ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენებთ მათ ამის შესახებ“, – თქვა პრაისმა.კითხვაზე პრემიერ-მინისტრის მომავლის შესახებ, არსებული სიტუაციის ფონზე, პრაისმა განაცხადა, რომ ეს ხალხის გადასაწყვეტია. მან ასევე არ გასცა პასუხი კითხვას სანქციების შესახებ იმ პირთა მიმართ, ვინც მომხდარზე პასუხისმგებელია.„ჩვენ გაგვაჩნია ბევრი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ მივაღწიოთ იმ პირთა პასუხისმგებლობას, ვინც უკავშირდება ადამიანთა უფლებების დარღვევას, ძალადობას მსოფლიოში. სანქციები – ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტია, მაგრამ ჩვენ არ ვაანონსებთ სანქციებს მათ შემოღებამდე“, – განაცხადა მან.საპროტესტო აქციების მონაწილეები ამტკიცებენ, რომ სწორედ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 5 ივლისს გაკეთებულმა განცხადებამ იმის შესახებ, რომ ლგბტ-თემის მონაწილეობით „ღირსების მარშის“ ჩატარება მიზანშეუწონელია, სექს-უმცირესობების მისამართით აგრესიის პროვოცირება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მომიტინგეები მიიჩნევენ, რომ როგორიც არ უნდა იყოს ექსპერტიზის შედეგი, ლაშქარავა გარდაიცვალა იმის გამო, რომ სახელმწიფომ ის ვერ დაიცვა.შსს-მ 12 ივლისს განაცხადა, რომ ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკების ზედოზირება შეიძლება გამხდარიყო. ოპოზიცია აცხადებს, რომ ის „სისტემის მსხვერპლია“.
https://sputnik-georgia.com/20210713/laSqarava-saburTalos-sasaflaoze-dakrZales-252311233.html
https://sputnik-georgia.com/20210713/mTavrobis-impiCmentis-sakiTxi-kiTxvis-niSnis-qveSaa-SeZlebs-Tu-ara-opozicia-gaerTianebas-252312041.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0d/252301245_0:92:2400:1600_1920x0_80_0_0_62996cc6c930ea8cbc3d1278ad55dced.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
აშშ აკვირდება საქართველოში მიმდინარე სიტუაციას – სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი
10:20 14.07.2021 (განახლებულია: 17:18 14.07.2021) სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, დაიცვას ქვეყნის მოქალაქეები და ჟურნალისტები – სიტყვის თავისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე.
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. ჩვენ ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე სიტუაციას, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ძალადობის ორგანიზატორებმა პასუხი აგონ, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა (Ned Price), იუწყება РИА Новости.
კონსერვატიული ჯგუფები 5 ივლისს ლგბტ თემის უფლებების დასაცავად გამართულ აქციაზე მთელი დღის განმავლობაში თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს. შსს-ს ინფორმაციით, დაშავდა მასმედიის 53 წარმომადგენელი. სასტიკად ნაცემ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. კვირას, კლინიკიდან გაწერიდან სამი დღის შემდეგ ის საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლაშქარავას გარდაცვალებამ ქვეყანაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ამავე დღეს პარლამენტის შენობასთან გაიმართა მასობრივი მიტინგი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. კიდევ ერთი აქცია ორშაბათს გაიმართა.
როგორც პრაისმა სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას ქვეყნის მოქალაქეები და ჟურნალისტები – სიტყვის თავისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე. „ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენებთ მათ ამის შესახებ“, – თქვა პრაისმა.
კითხვაზე პრემიერ-მინისტრის მომავლის შესახებ, არსებული სიტუაციის ფონზე, პრაისმა განაცხადა, რომ ეს ხალხის გადასაწყვეტია. მან ასევე არ გასცა პასუხი კითხვას სანქციების შესახებ იმ პირთა მიმართ, ვინც მომხდარზე პასუხისმგებელია.
„ჩვენ გაგვაჩნია ბევრი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ მივაღწიოთ იმ პირთა პასუხისმგებლობას, ვინც უკავშირდება ადამიანთა უფლებების დარღვევას, ძალადობას მსოფლიოში. სანქციები – ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტია, მაგრამ ჩვენ არ ვაანონსებთ სანქციებს მათ შემოღებამდე“, – განაცხადა მან.
საპროტესტო აქციების მონაწილეები ამტკიცებენ, რომ სწორედ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 5 ივლისს გაკეთებულმა განცხადებამ იმის შესახებ, რომ ლგბტ-თემის მონაწილეობით „ღირსების მარშის“ ჩატარება მიზანშეუწონელია, სექს-უმცირესობების მისამართით აგრესიის პროვოცირება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მომიტინგეები მიიჩნევენ, რომ როგორიც არ უნდა იყოს ექსპერტიზის შედეგი, ლაშქარავა გარდაიცვალა იმის გამო, რომ სახელმწიფომ ის ვერ დაიცვა.
შსს-მ 12 ივლისს განაცხადა, რომ ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკების ზედოზირება შეიძლება გამხდარიყო. ოპოზიცია აცხადებს, რომ ის „სისტემის მსხვერპლია“.