ქართველი ექსპერტები: ეროვნული ეკონომიკის განვითარება - საქართველოს ხსნის გზაა

© Sputnik / Alex Shlamovპრესკონფერენცია თემაზე: „ადგილობრივი წარმოების განვითარება და იმპორტჩანაცვლება საქართველოში“
პრესკონფერენცია თემაზე: „ადგილობრივი წარმოების განვითარება და იმპორტჩანაცვლება საქართველოში“ - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
გამოწერა
ექსპერტები შეცდომად მიიჩნევენ ტურიზმზე დიდი იმედების დამყარებას, რომელიც, მათი თქმით, ვერ დააკმაყოფილებს ქვეყნის რეალურ მოთხოვნილებებს.
საქართველოს ეკონომიკის ბოლო თვეების რეკორდული ზრდის სტატისტიკა დადებითად არ აისახება უბრალო მოსახლეობის ცხოვრების ხარისხზე, რომელიც ფინანსურ კრიზისს ებრძვის, განაცხადა საქართველოს საინჟინრო აკადემიისა და ბიზნესის აკადემიის წევრმა პაატა გიორგაძემ Sputnik-საქართველოს მულტიმედიურ პრესცენტრში გამართულ მრგვალ მაგიდაზე.
საქართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
საქართველომ შესაძლოა ევროკავშირისგან მილიონობით ევროს დახმარება აღარ მიიღოს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, აპრილიდან ეკონომიკაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც აისახება პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვების, საწარმოთა ბრუნვის ზრდა. აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 45% შეადგინა. წლის პირველ ხუთ თვეში ზრდამ 11,5% შეადგინა. გამომდინარე აქედან, ფინანსთა სამინისტრომ გადახედა 2021 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზს და დაასკვნა, რომ მაისისა და ივნისის მაჩვენებლების გათვალისწინებით, ზრდა 6,5%-დან 7,7%-მდე იქნება.

„მოჩვენებითი“ ეკონომიკა

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რის საფუძველზე ვითარდება ეკონომიკა. ეკონომიკა ყოველთვის იზრდება, თუ მოქალაქეთა შრომის ნაყოფი მათ ჯიბეზე აისახება. ანუ მაცივრის გაღებისას მოქალაქემ უნდა დაინახოს პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ადამიანის დღიური რაციონისთვის აუცილებელ კილოკალორიებს. თუ ეს არ ხდება, მაშინ საქმე ცუდადაა და ეს ეკონომიკა „მოჩვენებითია“. ეკონომიკის განვითარება პირდაპირ აისახება მოსახლეობის ჯიბეზე“, - განაცხადა გიორგაძემ.
ექსპერტი ეკონომიკის შემდგომი ზრდის პერსპექტივას ვერ ხედავს იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა „თავად არაფერს აწარმოებს და დამოკიდებულია იმპორტზე“. დიდი იმედების დამყარება ტურიზმზე, რომლის აღორძინებაც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა პანდემიის გამო, გიორგაძეს არამიზანშეწონილად მიაჩნია.
„სამი-ოთხი წლის წინ ტურიზმი ყვაოდა და კარგი შემოსავალი მოჰქონდა, მაგრამ ვერ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ რომელიმე ქვეყანამ ეკონომიკის აყვავებას ტურიზმის წყალობით მიაღწია. ტურიზმის წილი ეკონომიკაში - ხსნის გზა არ არის. უცნობია, რამდენხანს გაგრძელდება პანდემია. ეს მაჩვენებლები მიღწეულია, ძირითადად, ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციის ხარჯზე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან მიღებული ფულით. ეკონომიკა დამოკიდებული უნდა იყოს პირდაპირ მაჩვენებლებზე“, - ფიქრობს გიორგაძე.
ექსპერტის აზრით, ქვეყნის კეთილდღეობის ბარომეტრი შიდა წარმოების მოცულობაა, რომელიც საქართველოს მწირი აქვს.
ატამი - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2021
ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი 18-ჯერ გაიზარდა
ოლიმპიური ჩემპიონი რომან რურუა ასევე დარწმუნებულია, რომ იმპორტის ჩანაცვლების გარეშე ქვეყანა შორს ვერ წავა.
„უძველესი დროიდან უდიდესი მეცნიერები ეძებენ პასუხს კითხვაზე, რატომ არის ზოგი ქვეყანა ღარიბი და ზოგი მდიდარი. ამ კითხვას პასუხი მხოლოდ ერთმა ადამიანმა გასცა XIX საუკუნეში - ადამ სმიტმა. როგორც მან თქვა, იმისთვის, რომ ქვეყანა მდიდარი იყოს, საჭიროა იმ პროდუქციის წარმოება, რომელსაც ქვეყნიდან გაიტან, და შესაბამისად იმპორტს შეამცირებ. უკეთესი ფორმულა ჯერ არავის მოუგონია“, - აღნიშნა რურუამ.
ის დიდ შეცდომად მიიჩნევს ტურიზმზე იმედების დამყარებას და ფიქრობს, რომ ტურიზმს არ შეუძლია ქვეყნის რეალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. მისი აზრით, არსებობს კრიზისიდან გამოსვლის ორი გზა - ერის ინტელექტის ამაღლება ან ბუნებრივი რესურსების გამოყენება.

რა არის გამოსავალი

ამჟამად საქართველო განვითარებადი ქვეყნების სიაშია. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ქვეყანა ამ სიაში იქნება მანამ, სანამ ახალი მიდგომების წყალობით არ გამოინახება ეკონომიკის სწრაფი აღდგენის გზა. ამისათვის კი საჭიროა კონკურენტუნარიანი უპირატესობის მატრიცის პოვნა.
მრგვალი მაგიდა: ბუნებრივი რესურსების ეფექტური გამოყენება ეკონომიკის განვითარებისთვის - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2020
წყალი როგორც ფინანსური ბერკეტი: საქართველოში ეკონომიკის სწრაფი განვითარების გეგმა დასახეს
„XXI საუკუნე - პურისა და წყლის საუკუნეა. წყლის გარეშე ადამიანი 11 დღეში იღუპება, პურის გარეშე კი - 40-42 დღეში. ხორბალზე ფსონის დადება ჩვენი პატარა ქვეყნისთვის არც ისე მომგებიანია. მაკროეკონომიკური კვლევებით აღმოვაჩინეთ, რომ საქართველო ხარისხიანი წყლის რესურსებით მდიდარი ქვეყანაა. აქედან გამომდინარე, საქართველო უნდა გახდეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა, რომელიც მსოფლიო ბაზარზე სასმელ წყალს გაიტანს“, - განაცხადა გიორგაძემ.
მისი ინფორმაციით, ქვეყანაში 26,6 ათასი მდინარეა, რომელთა სიგრძე 59 ათასი კილომეტრია. ისინი ხელს უწყობენ გრუნტის წყლების ბუნებრივ განახლებას. დღე-ღამეში ქვეყანას 26 მილიარდი ლიტრი წყლის ჩამოსხმა შეუძლია. გიორგაძის აზრით, წყლის რესურსები ქვეყანას არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის, არამედ სხვა ქვეყნების მოსამარაგებლადაც ეყოფა.
ამგვარად, საქართველოს კონკურენტუნარიანი უპირატესობა - სასმელი წყალია. საქართველომ უნდა ააგოს ჩამოსასხმელი ქარხნები, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ახალი ფინანსური ინსტრუმენტი გახდება, ფიქრობენ ექსპერტები.
თუმცა, მათი სიტყვებით, უახლოეს 10 წელიწადში წარმატების მისაღწევად საჭიროა პოლიტიკური ნებაც.
ყველა ახალი ამბავი
0