https://sputnik-georgia.com/20210714/kulturis-saministrom-xelovnebis-sferos-ganviTarebisTvis-kidev-9-konkursi-gamoacxada-252320694.html
კულტურის სამინისტრომ ხელოვნების სფეროს განვითარებისთვის კიდევ 9 კონკურსი გამოაცხადა
კულტურის სამინისტრომ ხელოვნების სფეროს განვითარებისთვის კიდევ 9 კონკურსი გამოაცხადა
Sputnik საქართველო
კონკურსებში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ფიზიკურ პირებს და ინდივიდუალურ მეწარმეებს. 14.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-14T19:48+0400
2021-07-14T19:48+0400
2023-08-17T19:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22949/83/229498337_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_43796121f2b7bf7be38becd8043a3ef3.jpg
თბილისი, 14 ივლისი - Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ხელოვნების სფეროს სხვადასხვა პროექტების დაფინანსების მიზნით 9 კონკურსი გამოაცხადა.გავრცელებული ინფორმაციით, კონკურსები ხელს შეუწყობს ვოკალური მუსიკის პოპულარიზაციას, ახალგაზრდა მუსიკოსთა საშემსრულებლო დონის ამაღლებას, ახალგაზრდა თაობაში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაციას და სხვა.კონკურსები მიზნად ისახავს საგამომცემლო სექტორის, ახალგაზრდა მუსიკოსების, სამუსიკო სასწავლებლების, საერთაშორისო კინოფესტივალების და სხვა პროექტების ხელშეწყობას.მაგალითად, „საგამომცემლო სექტორის ხელშეწყობის“ მიზნით გამოყოფილია 50 ათასი ლარი. ამ კონკურსის მიზანია ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, ლიტერატურული პროცესების განვითარება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა თანამედროვე ქართული მხატვრული ლიტერატურის ახალი გამოცემების ხელშეწყობის გზით.„ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსებისა და მასტერკლასების ხელშეწყობისთვის“ გამოყოფილია 100.000 ლარი. პროექტის მიზანია ვოკალური მუსიკის პოპულარიზაცია; ქართული ვოკალური სკოლის ტრადიციების აღორძინება; ახალგაზრდა მომღერალთა საშემსრულებლო დონის ამაღლება.„მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსის ჩატარების ხელშეწყობა“ - კონკურსისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 25 ათას ლარს და მისი მიზანია პროფესიული მუსიკის პოპულარიზაცია; სხვადასხვა პროფილის ახალგაზრდა მუსიკოსთა საშემსრულებლო დონის ამაღლება; ახალი სახელების წარმოჩენა; პროფესიული მუსიკალური განათლების პოპულარიზაცია; პედაგოგების სტიმულირება.„საერთაშორისო კინოფესტივალების ხელშეწყობა“ - ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 253 ათას ლარს და მისი მიზანია კინოხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით საქართველოში საერთაშორისო საფესტივალო ღონისძიებების ხელშეწყობა;„სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება“ - კონკურსისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 700 ათას ლარს. პროექტის მიზანია უმაღლესი და სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესება; უმაღლესი და სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული განვითარება.„ახალგაზრდა პიანისტთა ეროვნული კონკურსის ხელშეწყობა“ - კონკურსისთვის გამოყოფილი საერთო ბიუჯეტი შეადგენს 20 ათას ლარს და მისი მიზანია ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებლების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა და ახალი სახელების წარმოჩენა.„ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა განათლების ხელშეწყობა“ - კონკურსისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 100 ათას ლარს და მისი მიზანია ახალგაზრდა ხელოვანთა განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.„ფესტივალებისა და საერთაშორისო მასტერკლასების ხელშეწყობა“ - კონკურსისთვის გამოყოფილი საერთო ბიუჯეტი შეადგენს 300 ათას ლარს. კონკურსის მიზანია მნიშვნელოვანი საფესტივალო ღონისძიებების ხელშეწყობა.„არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად“ - კონკურსისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 10 ათას ლარს და მისი მიზანია ახალგაზრდა თაობაში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაცია.სამინისტროს ინფორმაციით, საკონკურსო განაცხადების მიღება 14 ივლისიდან დაიწყება და 23 ივლისის 12:00 საათამდე გასტანს.
https://sputnik-georgia.com/20210709/saqartveloshi-xalxuri-sagamoebis-pestivali-tardeba-252262432.html
https://sputnik-georgia.com/20210701/saqarTveloSi-xelovnebis-nimuSebis-saeqsperto-kvlevis-pirveli-laboratoria-gaCndeba-252188068.html
https://sputnik-georgia.com/20210701/qarTvelologia-vikipediaSi-ganaTlebis-saministro-konkurss-acxadebs-252188037.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22949/83/229498337_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_18d481476728f31eb9b84ac222c691c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
კულტურის სამინისტრომ ხელოვნების სფეროს განვითარებისთვის კიდევ 9 კონკურსი გამოაცხადა
19:48 14.07.2021 (განახლებულია: 19:45 17.08.2023) კონკურსებში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ფიზიკურ პირებს და ინდივიდუალურ მეწარმეებს.
თბილისი, 14 ივლისი - Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ხელოვნების სფეროს სხვადასხვა პროექტების დაფინანსების მიზნით 9 კონკურსი
გამოაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, კონკურსები ხელს შეუწყობს ვოკალური მუსიკის პოპულარიზაციას, ახალგაზრდა მუსიკოსთა საშემსრულებლო დონის ამაღლებას, ახალგაზრდა თაობაში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაციას და სხვა.
კონკურსები მიზნად ისახავს საგამომცემლო სექტორის, ახალგაზრდა მუსიკოსების, სამუსიკო სასწავლებლების, საერთაშორისო კინოფესტივალების და სხვა პროექტების ხელშეწყობას.
მაგალითად, „საგამომცემლო სექტორის ხელშეწყობის“ მიზნით გამოყოფილია 50 ათასი ლარი. ამ კონკურსის მიზანია ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, ლიტერატურული პროცესების განვითარება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა თანამედროვე ქართული მხატვრული ლიტერატურის ახალი გამოცემების ხელშეწყობის გზით.
„ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსებისა და მასტერკლასების ხელშეწყობისთვის“ გამოყოფილია 100.000 ლარი. პროექტის მიზანია ვოკალური მუსიკის პოპულარიზაცია; ქართული ვოკალური სკოლის ტრადიციების აღორძინება; ახალგაზრდა მომღერალთა საშემსრულებლო დონის ამაღლება.
„მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსის ჩატარების ხელშეწყობა“ - კონკურსისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 25 ათას ლარს და მისი მიზანია პროფესიული მუსიკის პოპულარიზაცია; სხვადასხვა პროფილის ახალგაზრდა მუსიკოსთა საშემსრულებლო დონის ამაღლება; ახალი სახელების წარმოჩენა; პროფესიული მუსიკალური განათლების პოპულარიზაცია; პედაგოგების სტიმულირება.
„საერთაშორისო კინოფესტივალების ხელშეწყობა“ - ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 253 ათას ლარს და მისი მიზანია კინოხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით საქართველოში საერთაშორისო საფესტივალო ღონისძიებების ხელშეწყობა;
„სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება“ - კონკურსისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 700 ათას ლარს. პროექტის მიზანია უმაღლესი და სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესება; უმაღლესი და სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული განვითარება.
„ახალგაზრდა პიანისტთა ეროვნული კონკურსის ხელშეწყობა“ - კონკურსისთვის გამოყოფილი საერთო ბიუჯეტი შეადგენს 20 ათას ლარს და მისი მიზანია ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებლების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა და ახალი სახელების წარმოჩენა.
„ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა განათლების ხელშეწყობა“ - კონკურსისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 100 ათას ლარს და მისი მიზანია ახალგაზრდა ხელოვანთა განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
„ფესტივალებისა და საერთაშორისო მასტერკლასების ხელშეწყობა“ - კონკურსისთვის გამოყოფილი საერთო ბიუჯეტი შეადგენს 300 ათას ლარს. კონკურსის მიზანია მნიშვნელოვანი საფესტივალო ღონისძიებების ხელშეწყობა.
„არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად“ - კონკურსისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 10 ათას ლარს და მისი მიზანია ახალგაზრდა თაობაში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაცია.
სამინისტროს ინფორმაციით, საკონკურსო განაცხადების მიღება 14 ივლისიდან დაიწყება და 23 ივლისის 12:00 საათამდე გასტანს.