https://sputnik-georgia.com/20210701/qarTvelologia-vikipediaSi-ganaTlebis-saministro-konkurss-acxadebs-252188037.html
„ქართველოლოგია ვიკიპედიაში“ - განათლების სამინისტრო კონკურსს აცხადებს
„ქართველოლოგია ვიკიპედიაში“ - განათლების სამინისტრო კონკურსს აცხადებს
Sputnik საქართველო
კონკურსს რამდენიმე გამარჯვებული ეყოლება, რომელიც 24 სექტემბერს გამოვლინდება. გამარჯვებული კონკურსანტები ფულად ჯილდოებს მიიღებენ. 01.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-01T20:28+0400
2021-07-01T20:28+0400
2023-08-17T19:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24217/99/242179993_0:13:2000:1143_1920x0_80_0_0_ceb61d3410d2da8027e3ee8d1aa5bbf3.jpg
თბილისი, 1 ივლისი - Sputnik. საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო 1 ივლისიდან პროექტის „მეცნიერების კალენდარი - 2021“ ფარგლებში აცხადებს კონკურსს „ქართველოლოგია ვიკიპედიაში“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.სამინისტროს ცნობით, კონკურსი ქართველოლოგიისა და ქართული მეცნიერების ინტერნეტ სივრცეში ცნობადობის გაზრდას ემსახურება. მასში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის მოსწავლეებსაც შეუძლიათ.ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კონკურსი რამდენიმე ნომინაციისგან შედგება, სადაც ქართველოლოგ მეცნიერთა და ქართულ ხელნაწერთა შესახებ საუკეთესო სტატიები გამოვლინდება.სტატიების მიღება 1 ივლისიდან 15 აგვისტომდე გაგრძელდება. 16 აგვისტოდან 16 სექტემბრამდე მათი შეფასება მოხდება, ხოლო 24 სექტემბერს გამარჯვებული გამოვლინდება. აღსანიშნავია, რომ თითოეულ ნომინაციას ეყოლება სამი გამარჯვებული, რომლებიც ფულად ჯილდოს მიიღებენ. პირველ ადგილზე გასული 1000 ლარით დაჯილდოვდება, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასული კონკურსანტები 800 და 500 ლარს მიიღებენ.კონკურსს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი განათლების სამინისტროს მხარდაჭერით განახორციელებს, სადაც უნიკალური ქართველოლოგიური მასალაა თავმოყრილი.უწყების ცნობით, პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ ფარგლებში არაერთი აქტივობა, მათ შორის სამეცნიერო თემატიკის კონკურსები, მასტერკლასები, გამოფენები, ლექციები და სხვადასხვა სახის შემეცნებითი და სახალისო ღონისძიებები გაიმართება.
https://sputnik-georgia.com/20210701/mixeil-Cxenkelma-abiturientebs-mimarTa-252179332.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24217/99/242179993_0:0:2000:1258_1920x0_80_0_0_0e56411d742c3b0c2bb5524144b2f278.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
„ქართველოლოგია ვიკიპედიაში“ - განათლების სამინისტრო კონკურსს აცხადებს
20:28 01.07.2021 (განახლებულია: 19:45 17.08.2023) კონკურსს რამდენიმე გამარჯვებული ეყოლება, რომელიც 24 სექტემბერს გამოვლინდება. გამარჯვებული კონკურსანტები ფულად ჯილდოებს მიიღებენ.
თბილისი, 1 ივლისი - Sputnik. საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო 1 ივლისიდან პროექტის „მეცნიერების კალენდარი - 2021“ ფარგლებში აცხადებს კონკურსს „ქართველოლოგია ვიკიპედიაში“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.
სამინისტროს ცნობით, კონკურსი ქართველოლოგიისა და ქართული მეცნიერების ინტერნეტ სივრცეში ცნობადობის გაზრდას ემსახურება. მასში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის მოსწავლეებსაც შეუძლიათ.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კონკურსი რამდენიმე ნომინაციისგან შედგება, სადაც ქართველოლოგ მეცნიერთა და ქართულ ხელნაწერთა შესახებ საუკეთესო სტატიები გამოვლინდება.
სტატიების მიღება 1 ივლისიდან 15 აგვისტომდე გაგრძელდება. 16 აგვისტოდან 16 სექტემბრამდე მათი შეფასება მოხდება, ხოლო 24 სექტემბერს გამარჯვებული გამოვლინდება. აღსანიშნავია, რომ თითოეულ ნომინაციას ეყოლება სამი გამარჯვებული, რომლებიც ფულად ჯილდოს მიიღებენ. პირველ ადგილზე გასული 1000 ლარით დაჯილდოვდება, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასული კონკურსანტები 800 და 500 ლარს მიიღებენ.
სამინისტროში აცხადებენ, რომ კონკურსის შედეგად საერთაშორისო ონლაინ პლატფორმა - ვიკიპედია ქართველოლოგიის, ქართველოლოგ მეცნიერთა, ქართულ ხელნაწერთა, საქართველოს მეცნიერების, მისი დარგებისა და თვალსაჩინო წარმომადგენლების შესახებ სანდო წყაროზე დაფუძნებული მასალებით შეივსება და ფართო საზოგადოებისთვის როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე იქნება ხელმისაწვდომი.
კონკურსს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი განათლების სამინისტროს მხარდაჭერით განახორციელებს, სადაც უნიკალური ქართველოლოგიური მასალაა თავმოყრილი.
უწყების ცნობით, პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ ფარგლებში არაერთი აქტივობა, მათ შორის სამეცნიერო თემატიკის კონკურსები, მასტერკლასები, გამოფენები, ლექციები და სხვადასხვა სახის შემეცნებითი და სახალისო ღონისძიებები გაიმართება.