https://sputnik-georgia.com/20210701/mixeil-Cxenkelma-abiturientebs-mimarTa-252179332.html
ჩხენკელი აბიტურიენტებს: განათლება საკუთარ მომავალში ჩადებული საუკეთესო ინვესტიციაა
ჩხენკელი აბიტურიენტებს: განათლება საკუთარ მომავალში ჩადებული საუკეთესო ინვესტიციაა
Sputnik საქართველო
აბიტურიენტებს, რომლებსაც საგამოცდო პერიოდში კორონავირუსი გამოუვლინდებათ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შესაბამის საგანში გამოცდას საგანგებოდ... 01.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-01T11:28+0400
2021-07-01T11:28+0400
2021-10-19T18:00+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
განათლება საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/05/249620878_0:175:1680:1120_1920x0_80_0_0_d300660bfcc4c9b94ceb98fe7ecb53bf.jpg
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აბიტურიენტებს გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სასურველ უნივერსიტეტში მოხვედრას უსურვებს.ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოქცევის წესები – რეკომენდაციები აბიტურიენტებისთვის>>დღეს საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 38.400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.როგორც მინისტრის მიმართვაშია აღნიშნული, განათლებული მომავალი თაობა ჩვენი ქვეყნის სიძლიერეა.მინისტრი აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს და იმედს გამოთქვამს, რომ ისინი მომავალ სასწავლო წელს აუდიტორიებში შეხვდებიან.„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უსაფრთხო გარემოში შეძლოთ სწავლის გაგრძელება. კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს", – ნათქვამია მიხეილ ჩხენკელის მიმართვაში.2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. 14 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ. წელს პირველად ტარდება გამოცდა სპეციალური მასწავლებლებისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლებისთვის.საქართველოს მასშტაბით გაიხსნა 25 საგამოცდო ცენტრი, მათგან 11 თბილისში იქნება, 3-3 ბათუმსა და ქუთაისში, თითო ცენტრი გაიხსნება ზუგდიდში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, ოზურგეთში, ფოთსა და ხულოში.გამოცდები 2021 წელსაც კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება. თუმცა, 2020 წლისგან განსხვავებით, წელს გამოცდების გადატანის შესაძლებლობა მიეცემათ იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც გამოცდის წინ კორონავირუსი დაუდასტურდებათ.იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება. "ზოგადი უნარების" საგანს, რომელიც 2020 წლიდან სავალდებულო საგნების სიიდან ამოიღეს, აბიტურიენტები იმ შემთხვევაში ჩააბარებენ, თუ აღნიშნულ საგანს კონკრეტული უნივერსიტეტი მოითხოვს.
https://sputnik-georgia.com/20210701/saqarTveloSi-erTiani-erovnuli-gamocdebi-daiwyo-252178912.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/05/249620878_223:138:1532:1120_1920x0_80_0_0_0bafc6edd9ada67916fdce2c44f8afd0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, განათლება საქართველოში , საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, განათლება საქართველოში , საქართველო
ჩხენკელი აბიტურიენტებს: განათლება საკუთარ მომავალში ჩადებული საუკეთესო ინვესტიციაა
11:28 01.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) აბიტურიენტებს, რომლებსაც საგამოცდო პერიოდში კორონავირუსი გამოუვლინდებათ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შესაბამის საგანში გამოცდას საგანგებოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით ჩაუტარებს.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აბიტურიენტებს გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სასურველ უნივერსიტეტში მოხვედრას უსურვებს.
დღეს საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 38.400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.
როგორც მინისტრის მიმართვაშია აღნიშნული, განათლებული მომავალი თაობა ჩვენი ქვეყნის სიძლიერეა.
„მერწმუნეთ, განათლება საკუთარ მომავალში ჩადებული საუკეთესო ინვესტიციაა, განათლებული მომავალი თაობა ჩვენი სიძლიერეა და მჯერა, თქვენი ცოდნით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ქვეყნის განვითარებაში", – ნათქვამია ჩხენკელის მიმართვაში, რომელსაც განათლების სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრი აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს და იმედს გამოთქვამს, რომ ისინი მომავალ სასწავლო წელს აუდიტორიებში შეხვდებიან.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უსაფრთხო გარემოში შეძლოთ სწავლის გაგრძელება. კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს", – ნათქვამია მიხეილ ჩხენკელის მიმართვაში.
2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. 14 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ. წელს პირველად ტარდება გამოცდა სპეციალური მასწავლებლებისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლებისთვის.
საქართველოს მასშტაბით გაიხსნა 25 საგამოცდო ცენტრი, მათგან 11 თბილისში იქნება, 3-3 ბათუმსა და ქუთაისში, თითო ცენტრი გაიხსნება ზუგდიდში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, ოზურგეთში, ფოთსა და ხულოში.
გამოცდები 2021 წელსაც კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება. თუმცა, 2020 წლისგან განსხვავებით, წელს გამოცდების გადატანის შესაძლებლობა მიეცემათ იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც გამოცდის წინ კორონავირუსი დაუდასტურდებათ.
იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება. "ზოგადი უნარების" საგანს, რომელიც 2020 წლიდან სავალდებულო საგნების სიიდან ამოიღეს, აბიტურიენტები იმ შემთხვევაში ჩააბარებენ, თუ აღნიშნულ საგანს კონკრეტული უნივერსიტეტი მოითხოვს.