https://sputnik-georgia.com/20210701/saqarTveloSi-xelovnebis-nimuSebis-saeqsperto-kvlevis-pirveli-laboratoria-gaCndeba-252188068.html
საქართველოში ხელოვნების ნიმუშების საექსპერტო კვლევის პირველი ლაბორატორია გაჩნდება
საქართველოში ხელოვნების ნიმუშების საექსპერტო კვლევის პირველი ლაბორატორია გაჩნდება
Sputnik საქართველო
ახალ ცენტრში, რომლის ანალოგი არც საქართველოში, არც ამიერკავკასიაში არ არსებობს, ხელოვნების ნიმუშების ექსპერტული კვლევები ჩატარდება. 01.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-01T20:51+0400
2021-07-01T20:51+0400
2023-08-17T19:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/25/70/257063_0:151:3087:1896_1920x0_80_0_0_b915fe3ecd1b543e396f9706cfea3440.jpg
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს კულტურის სამინისტრო ხელოვნების ნიმუშების საექსპერტო კვლევის პირველ სახელმწიფო ლაბორატორიას ქმნის.მისი დაარსება შესაძლებელი გახდება ირაკლი ფარჯიანის ფონდთან თანამშრომლობის შედეგად. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ფონდის თავმჯდომარემ მიხეილ ჯიქიამ.მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოში ხელოვნების ნიმუშების საექსპერტო კვლევის ლაბორატორიის შექმნის კუთხით - მასში ჩატარდება ხელოვნების ნიმუშების კომპლექსური ექსპერტული კვლევები და შესაბამისი კვლევითი პროცესები.თეა წულუკიანის თქმით, მსგავსი კვლევითი ცენტრი აქამდე არც საქართველოში, არც ამიერკავკასიაში არ არსებობდა.„ფონდის დახმარების შედეგად, კონსულტაციისა და სხვა ტიპის ხელშეწყობის შედეგად, საქართველოში პირველად შევქმნით სახელმწიფო ლაბორატორიას, რომელიც იმუშავებს ხელოვნების ნიმუშების კვლევაზე, ექსპერტიზაზე და განახორციელებს კომპლექსურ კვლევით სამუშაოს მათ შორის ავთენტურობის დადგენის ნაწილში“, - განაცხადა კულტურის მინისტრმა.ХХ საუკუნის გამოჩენილი მხატვრის, ირაკლი ფარჯიანის ფონდი 2020 წელს მხატვრის ქალიშვილმა სოფო ფარჯიანმა დააარსა. ფონდის მიზანს, მხატვრის ნამუშევრების საქართველოსა და უცხოეთში პოპულარიზაციის გარდა, მხატვრის საავტორო უფლებების მართვა და დაცვა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ხელოვნების ნიმუშების კვლევითი ცენტრის შექმნა.
https://sputnik-georgia.com/20210701/suxiSvilebi-sazafxulo-koncertebis-serias-gamarTaven-252187508.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/25/70/257063_0:53:3087:1994_1920x0_80_0_0_87127b32e609c7c5dae5bc891a0c5de5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
საქართველოში ხელოვნების ნიმუშების საექსპერტო კვლევის პირველი ლაბორატორია გაჩნდება
20:51 01.07.2021 (განახლებულია: 19:45 17.08.2023) ახალ ცენტრში, რომლის ანალოგი არც საქართველოში, არც ამიერკავკასიაში არ არსებობს, ხელოვნების ნიმუშების ექსპერტული კვლევები ჩატარდება.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს კულტურის სამინისტრო ხელოვნების ნიმუშების საექსპერტო კვლევის პირველ სახელმწიფო ლაბორატორიას ქმნის.
მისი დაარსება შესაძლებელი გახდება ირაკლი ფარჯიანის ფონდთან თანამშრომლობის შედეგად. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ფონდის თავმჯდომარემ მიხეილ ჯიქიამ.
მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოში ხელოვნების ნიმუშების საექსპერტო კვლევის ლაბორატორიის შექმნის კუთხით - მასში ჩატარდება ხელოვნების ნიმუშების კომპლექსური ექსპერტული კვლევები და შესაბამისი კვლევითი პროცესები.
თეა წულუკიანის თქმით, მსგავსი კვლევითი ცენტრი აქამდე არც საქართველოში, არც ამიერკავკასიაში არ არსებობდა.
„ფონდის დახმარების შედეგად, კონსულტაციისა და სხვა ტიპის ხელშეწყობის შედეგად, საქართველოში პირველად შევქმნით სახელმწიფო ლაბორატორიას, რომელიც იმუშავებს ხელოვნების ნიმუშების კვლევაზე, ექსპერტიზაზე და განახორციელებს კომპლექსურ კვლევით სამუშაოს მათ შორის ავთენტურობის დადგენის ნაწილში“, - განაცხადა კულტურის მინისტრმა.
ХХ საუკუნის გამოჩენილი მხატვრის, ირაკლი ფარჯიანის ფონდი 2020 წელს მხატვრის ქალიშვილმა სოფო ფარჯიანმა დააარსა. ფონდის მიზანს, მხატვრის ნამუშევრების საქართველოსა და უცხოეთში პოპულარიზაციის გარდა, მხატვრის საავტორო უფლებების მართვა და დაცვა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ხელოვნების ნიმუშების კვლევითი ცენტრის შექმნა.