„სუხიშვილები“ საზაფხულო კონცერტების სერიას გამართავენ

© courtesy of Sukhishvilebiსუხიშვილები
სუხიშვილები - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
გამოწერა
მსოფლიოში განთქმული ცეკვის ანსამბლის თაყვანისმცემლები იხილავენ რამდენიმე კონცერტს, რომლებიც ნაფეტვრებში ღია ცის ქვეშ გაიმართება.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები" ამზადებს საზაფხულო კონცერტების სერიას – საცეკვაო წარმოდგენები გაიმართება 4-7 და 24-27 ივლისს ღია სცენა „თაკარაზე", რომელიც ნაფეტვრებში მდებარეობს, ნათქვამია ანსამბლის განცხადებაში.
ცნობილი ანსამბლი საზაფხულო სეზონს განსაკუთრებული პროგრამით და სიახლეებით გახსნის, აღნიშნულია ანსამბლის ანონსში. ყველა კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება.
ანსამბლის შემქმნელები, პროფესიონალი მოცეკვავეები ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი ქართული ხალხური ცეკვის აღორძინებას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეუდგნენ.
სუხიშვილისა და რამიშვილის ქართული ნაციონალური ბალეტი 1945 წელს დაარსდა. ეს იყო საქართველოს პირველი პროფესიონალური ანსამბლი, რომლის მაგალითსაც მოგვიანებით სხვებმაც მიბაძეს. უკვე 1948 წელს ანსამბლი გასტროლებით გაემგზავრა ევროპაში. ამას მოჰყვა მიწვევები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
© courtesy of SukhishvilebiНациональный балет Грузии "Сухишвили"
Национальный балет Грузии Сухишвили - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
Национальный балет Грузии "Сухишвили"
„სუხიშვილები“
დღეს მსოფლიოში განთქმულ ანსამბლს სუხიშვილი-რამიშვილის დინასტიის მესამე თაობა ხელმძღვანელობს. 2007 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია ილიკო სუხიშვილი-უმცროსი, დირექტორი - ნინო სუხიშვილი.
ანსამბლმა ილიკო და ნინო სუხიშვილების ხელმძღვანელობით ინოვაციური რეფორმა გაატარა, რომელიც მიახლოებულია ე.წ. მოდერნისტული ბალეტის პრინციპებთან. მაგრამ, მიუხედავად ამისა, თავისი არსით ესაა ქართული ეროვნული ქორეოგრაფია – ადგილობრივ ფოლკლორზე აღმოცენებული ცეკვები.
ყველა ახალი ამბავი
0