ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გახდება

როსტომ ჩხეიძე, ამირან არაბული და ვახტანგ გურული
როსტომ ჩხეიძე, ამირან არაბული და ვახტანგ გურული - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
გამოწერა
ჩხეიძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში თანამედროვე ლიტერატურის კრიტიკის ჟანრის განვითარებაში, აღნიშნავენ მისი კოლეგები. იგი ასევე არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი და ძველი კულტურების, ბიბლიისა და არაბული ლიტერატურის მკვლევარი.
თბილისი, 13 ივლისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ოპოზიციური პარტიიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მწერალი და მეცნიერი როსტომ ჩხეიძე კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს დაიკავებს.
კომიტეტის წევრებმა სხდომაზე ერთხმად დაამტკიცეს მისი კანდიდატურა. თავის მხრივ, ჩხეიძემ მადლობა გადაუხადა კოლეგებს მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
„მადლობას მოგახსენებთ თანადგომისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა იქნება სრულფასოვანი, ისე, როგორც თანამშრომლობას შეეფერება. ძალიან მნიშვნელოვანი დროა. ძალიან დიდი ენერგია გვაქვს და ეს ენერგია ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ“, – აღნიშნა როსტომ ჩხეიძემ.
დეპუტატმა ქეთი დუმბაძემ ყურადღება გაამახვილა ჩხეიძის როლზე თანამედროვე ლიტერატურის კვლევასა და კრიტიკაში.
კულტურის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
კულტურის სამინისტრომ ხელოვნების სფეროს განვითარებისთვის კიდევ 10 კონკურსი გამოაცხადა
„ძალიან უხერხული იქნება ჩემგან, რომ ბატონ როსტომზე არ ვთქვა ორი სიტყვა. უხერხული იქნება ისიც, რომ ბევრი საქებარი სიტყვა ვთქვა, მაგრამ ის, რომ დღეს ლიტერატურული პროცესი არსებობს და არსებობს თანამედროვე ლიტერატურის კვლევა და კრიტიკა, ბატონი როსტომის ძალიან დიდი როლი და დამსახურებაა ამაში“, – განაცხადა ქეთი დუმბაძემ.
როსტომ ჩხეიძე მწერალი და მეცნიერია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი სემიტური ენების სპეციალობით. ის არის ძველი კულტურების, ბიბლიისა და არაბული ლიტერატურის მკვლევარი. ავტორია მრავალი მონოგრაფიის, ლიტერატურული კრიტიკული სტატიებისა და ესეების, ასევე პიესებისა და მხატვრულ-დოკუმენტური წიგნების, მრავალი ბიოგრაფიული რომანის ჩათვლით.
ყველა ახალი ამბავი
0