„ყველა პასუხისმგებელია" – გახარია თბილისში განვითარებულ მოვლენებზე

© photo : press-service of George Gakhariaგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
გამოწერა
მთავრობის ყოფილი მეთაურის თქმით, ნებისმიერი ინსტიტუციის მხრიდან ძალადობისკენ მოწოდება დასაგმობია. ის ყველა მხარეს ადანაშაულებს.
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერი, პარტიის „საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ თბილისში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ყველა მხარემ უნდა აიღოს.
არეულობა თბილისში 5 ივლისს დაიწყო, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის" მიერ კვირეულის დასკვნითი ღონისძიების „ღირსების მარშის" ჩატარება იგეგმებოდა. ამის წინააღმდეგ გამოსული ჯგუფები საბოლოოდ მასმედიის წარმომადგენლებს დაესხნენ თავს. შსს-ს ცნობით, თბილისში 20 „ცხელი წერტილი" იყო. ოფიციალური ინფორმაციით, იმ დღეს 55 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო. დაშავებულთა შორის იყო ტელეკომპანია „TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავაც, რომელიც მომხდარი ფაქტიდან მეექვსე დღეს გარდაიცვალა.
ჯანდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
„დარღვევები არ არის" – ჯანდაცვის სამინისტრო ლექსო ლაშქარავას საქმეზე
„შეუძლებელია, ერთი მხარე მეორეს ადანაშაულებდეს და მტერს, მოღალატეს ეძახდეს, ეს ასე არ ხდება. ყველამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ ინსტიტუტებსა და იმ აპარატზე, რომელსაც მართავს. ოპოზიციამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ ნაბიჯებზე, ქმედებებსა და მოწოდებებზე, რადგან ოპოზიციაც ხელისუფლების ნაწილია", – განაცხადა გახარიამ.
როგორც საქართველოს მთავრობის ყოფილმა მეთაურმა აღნიშნა, ძალადობისკენ ნებისმიერი მოწოდება მიუღებელია.
„ძალადობისკენ მოწოდება ნებისმიერი ინსტიტუტისგან, მათ შორის ეკლესიისგან კატეგორიულად მიუღებელია, ისევე, როგორც მიუღებელია ეკლესიაზე ძალადობისკენ მოწოდება, რომელიც ამ ქვეყანაში ვერასოდეს ვერ განხორციელდება სხვადასხვა კულტურული, რელიგიური იდენტობიდან გამომდინარე. ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ", – აღნიშნა გახარიამ.
ექს-პრემიერმა გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და განმარტა, რომ სახელმწიფომ ლაშქარავას დაცვა ვერ უზრუნველყო.
„ის, რაც 5 ივლისს მოხდა, როდესაც სახელმწიფომ ვერ შეასრულა მისი ძირითადი ფუნქცია და ვერ დაიცვა ვერც ლექსო ლაშქარავა, ვერც სხვა ჟურნალისტები, ქვეყნის სხვა მოქალაქეები, ეს ჩემთვის უკვე საკმარისზე მეტია. მე არ მჭირდება დიდი გამოძიებები, რომ დასკვნები გავაკეთო. აქ ძირითად მიზეზს ვხედავ როდესაც სახელმწიფო თავის საბაზისო ფუნქციას ვერ ასრულებს, ეს ჩამოშლილი ინსტიტუტებია", – აღნიშნა გახარიამ.
ლაშქარავას გარდაცვალება
ლექსო ლაშქარავა, რომელსაც თბილისში 5 ივლისს „სირცხვილიას" ოფისის დარბევისას ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ, 11 ივლისს, დილით გარდაცვლილი საკუთარმა დედამ ნახა. ცემის შემდეგ მას ტვინის შერყევა და სახის ძვლების მოტეხილობები დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერატორი კლინიკიდან გამოწერის შემდეგ მესამე დღეს გარდაიცვალა. ბოლო დღეები ის სახლში იმყოფებოდა. გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე ლექსო სტუმრად იმყოფებოდა „TV პირველის" ერთ-ერთ გადაცემაში, სადაც 5 ივლისის მოვლენები გაიხსენა.
აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
„დიპლომატიური კორპუსი იმედგაცრუებულია" – საფრანგეთის ელჩი მინისტრ გომელაურთან შეხვედრაზე
როგორც ტელეკომპანია „TV პირველის" ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია იხსენებს, რომელიც „სირცხვილიას" ოფისში ლაშქარავასთან ერთად მოძალადეთა მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა, ხუთი წუთის განმავლობაში ოპერატორს ფეხებით დაახლოებით 20 ადამიანი სცემდა.
ლექსო ლაშქარავას დედა აცხადებს, რომ მისი ვაჟი 5 ივლისს მომხდარი ცემის ფაქტამდე აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო. ის შვილის გარდაცვალებას სწორედ ამ მოვლენებს უკავშირებს, მაგრამ კონკრეტული მიზეზის დასახელება არ შეუძლია.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. ეს სტანდარტული მუხლია, როდესაც პოულობენ ცხედარს, რომელსაც ძალადობის აშკარა ნიშნები არა აქვს. არ არის გამორიცხული, რომ მოგვიანებით საქმეს სხვა კვალიფიკაცია მისცენ.
ოპერატორის გარდაცვალებამ თბილისისა და ქვეყნის დიდი ქალაქების ქუჩებში პრაქტიკულად ყველა ჟურნალისტი და ათი ათასობით ადამიანი გამოიყვანა. რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე შეკრებილებმა მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს – ისინი პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობის გადადგომას მოითხოვენ. აქციებზე არაერთხელ გაისმა მოწოდებები იმ სასულიერო პირების პასუხისმგებლობის შესახებაც, რომლებიც 5 ივლისის აქციაზე შეკრებილებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ და ამით ჟურნალისტების მიმართ აგრესიის პროვოცირებას შეუწყვეს ხელი.
შსს-მ უკვე გამოთქვა წინასწარი ვერსია, რომ ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკების ჭარბი დოზის მიღების გამო გარდაიცვალა. ექსპერტიზაში ჩართულმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა განაცხადა, რომ ოპერაციის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში ტკივილის მოსახსნელად ლაშქარავა ექიმის დანიშნულებით „მორფინს" იღებდა. შსს-ს ვარაუდით, მას შემდეგ, რაც ექიმის მიერ დანიშნული ნარკოტიკული საშუალების დოზა დაუმთავრდა, მან ნარკოტიკი დამოუკიდებლად შეიძინა. შსს აცხადებს, რომ გააჩნია შესაბამისი ვიდეოჩანაწერები.
ყველა ახალი ამბავი
0