https://sputnik-georgia.com/20210713/jandacvis-saministro-laSqaravas-gardacvalebaze-252307677.html
„დარღვევები არ არის" – ჯანდაცვის სამინისტრო ლექსო ლაშქარავას საქმეზე
„დარღვევები არ არის" – ჯანდაცვის სამინისტრო ლექსო ლაშქარავას საქმეზე
Sputnik საქართველო
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ტელეკომპანია „TV პირველის" ოპერატორისთვის აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების ეტაპები შეისწავლა და ვერანაირი დარღვევა... 13.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-13T16:31+0400
2021-07-13T16:31+0400
2021-10-19T18:01+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/1c/250736389_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_da37f400c090262b30f91db5dbeb727b.jpg
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. სამედიცინო რეგულირების სააგენტომ 5 ივლისს არეულობის დროს თბილისში ტელეკომპანია „TV პირველის" დაშავებული ოპერატორის ლექსო ლაშქარავასთვის გაწეული სამედიცინო დახმარება შეისწავლა და ვერანაირი გადაცდომა ვერ აღმოაჩინა, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე.ჟურნალისტებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან დემარში მოაწყვეს>>„მოკვლევა სრულად ჩატარდა იმ სამედიცინო დახმარების და ეტაპების, რაც გაკეთდა ჰოსპიტალურ დონეზე. ამ დრომდე რაიმე სახის გადაცდომა ჩვენთვის ცნობილი არ არის, თუმცა საბოლოო დასკვნა იქნება და გავეცნობით. ვფიქრობ, 2-3 დღე დასჭირდება, რომ სრული სახით წარმოადგინონ დასკვნა", – განაცხადა გაბუნიამ.„TV პირველის"ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც თბილისში 5 ივლისს „სირცხვილიას" ოფისის დარბევისას ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ, 11 ივლისს, დილით გარდაცვლილი საკუთარმა დედამ ნახა. ცემის შემდეგ მას ტვინის შერყევა და სახის ძვლების მოტეხილობები დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერატორი კლინიკიდან გამოწერის შემდეგ მესამე დღეს გარდაიცვალა.როგორც ტელეკომპანია „TV პირველის" ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია იხსენებს, რომელიც „სირცხვილიას" ოფისში ლაშქარავასთან ერთად მოძალადეთა მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა, ოპერატორს ფეხებით დაახლოებით 20 ადამიანი სცემდა.შსს-მ უკვე გამოთქვა წინასწარი ვერსია, რომ ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკების ჭარბი დოზის მიღების გამო გარდაიცვალა. ექსპერტიზაში ჩართულმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა განაცხადა, რომ ოპერაციის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში ლაშქარავა ექიმის დანიშნულებით მორფინს იღებდა ტკივილის მოსახსნელად. შსს-ს ვარაუდით, რაც ექიმების მიერ დანიშნული ნარკოტიკული საშუალების დოზა დაუმთავრდა, მან ნარკოტიკი დამოუკიდებლად შეიძინა. შსს აცხადებს, რომ გააჩნია შესაბამისი ვიდეოჩანაწერები.
https://sputnik-georgia.com/20210713/kaxa-kaladze-yvela-unda-dapiqrdes-252304947.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/1c/250736389_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_984992ee68bb823a4afb24cde205e06b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები 2020, საქართველო
„დარღვევები არ არის" – ჯანდაცვის სამინისტრო ლექსო ლაშქარავას საქმეზე
16:31 13.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ტელეკომპანია „TV პირველის" ოპერატორისთვის აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების ეტაპები შეისწავლა და ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოაჩინა.
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. სამედიცინო რეგულირების სააგენტომ 5 ივლისს არეულობის დროს თბილისში ტელეკომპანია „TV პირველის" დაშავებული ოპერატორის ლექსო ლაშქარავასთვის გაწეული სამედიცინო დახმარება შეისწავლა და ვერანაირი გადაცდომა ვერ აღმოაჩინა, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე.
„მოკვლევა სრულად ჩატარდა იმ სამედიცინო დახმარების და ეტაპების, რაც გაკეთდა ჰოსპიტალურ დონეზე. ამ დრომდე რაიმე სახის გადაცდომა ჩვენთვის ცნობილი არ არის, თუმცა საბოლოო დასკვნა იქნება და გავეცნობით. ვფიქრობ, 2-3 დღე დასჭირდება, რომ სრული სახით წარმოადგინონ დასკვნა", – განაცხადა გაბუნიამ.
„TV პირველის"ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც თბილისში 5 ივლისს „სირცხვილიას" ოფისის დარბევისას ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ, 11 ივლისს, დილით გარდაცვლილი საკუთარმა დედამ ნახა. ცემის შემდეგ მას ტვინის შერყევა და სახის ძვლების მოტეხილობები დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერატორი კლინიკიდან გამოწერის შემდეგ მესამე დღეს გარდაიცვალა.
როგორც ტელეკომპანია „TV პირველის" ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია იხსენებს, რომელიც „სირცხვილიას" ოფისში ლაშქარავასთან ერთად მოძალადეთა მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა, ოპერატორს ფეხებით დაახლოებით 20 ადამიანი სცემდა.
შსს-მ უკვე გამოთქვა წინასწარი ვერსია, რომ ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკების ჭარბი დოზის მიღების გამო გარდაიცვალა. ექსპერტიზაში ჩართულმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა განაცხადა, რომ ოპერაციის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში ლაშქარავა ექიმის დანიშნულებით მორფინს იღებდა ტკივილის მოსახსნელად. შსს-ს ვარაუდით, რაც ექიმების მიერ დანიშნული ნარკოტიკული საშუალების დოზა დაუმთავრდა, მან ნარკოტიკი დამოუკიდებლად შეიძინა. შსს აცხადებს, რომ გააჩნია შესაბამისი ვიდეოჩანაწერები.