ანტონოვი: აშშ-რუსეთს შორის შეიარაღებულ კონფლიქტს ბირთვული ესკალაცია მოჰყვება

© photo: Sputnik / Mikhailn Turgiev / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის ელჩი აშშ-ში ანატოლი ანტონოვი
რუსეთის ელჩი აშშ-ში ანატოლი ანტონოვი - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
გამოწერა
შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩს მიაჩნია, რომ ორ ქვეყანას შორის შეიარაღებული კონფლიქტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს.
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. რუსეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ უნდა დაუშვან ქვეყნებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი, განაცხადა აშშ-ში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა.
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
„ძალის პოზიციიდან დიალოგი უშედეგოა“ – ლავროვი აშშ-ს აფრთხილებს
ანტონოვი სიტყვით გამოვიდა რუსულენოვანი სტუდენტების წინაშე მიდლბერის ინსტიტუტში. მისი გამოსვლის ტექსტს დიპლომატიური მისია საკუთარ Facebook-გვერდზე აქვეყნებს.
„აუცილებლად მიგვაჩნია, გაკეთდეს ყველაფერი, რათა არ დავუშვათ ჩვენს ქვეყნებს შორის არანაირი შეიარაღებული კონფლიქტი, რომელსაც გარდაუვლად მოჰყვება ესკალაცია — ბირთვულ დონემდეც კი“, — განაცხადა ანტონოვმა.
მისი თქმით, კიბერუსაფრთხოება ერთ-ერთი პრიორიტეტული თემაა ქვეყნების ერთობლივი მუშაობისთვის.
  • „ეს საერთო პრობლემაა, რომელიც უნდა გადაიჭრას. ჩვენ წარმოვადგინეთ კონკრეტული წინადადებები ინტერაქციის მექანიზმების აღდგენის შესახებ ინფორმაციულ სივრცეში ინციდენტების ეფექტური გამოძიებისთვის. ველოდებით პოზიტიურ რეაქციებს ადმინისტრაციის მხრიდან. კიბერსაფრთხეებთან ბრძოლაში ხელშესახები შედეგების მიღწევა შესაძლებელს გახდიდა ერთ-ერთი უდიდესი „გამღიზიანებლის“ მოხსნას რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში“, — აღნიშნა ანტონოვმა.
გარდა ამისა, ელჩი შეეხო სირიის პრობლემას და განაცხადა, რომ აშშ-ისა და რუსეთის ძალისხმევების კოორდინაცია სირიაში ვითარების გამოსასწორებლად „ბოლო დღეების მნიშვნელოვანი შედეგი იქნებოდა“.
ყველა ახალი ამბავი
0