https://sputnik-georgia.com/20210706/lavrovma-amerika-gaafrTxila-rom-Zalis-poziciidan-dialogi-uSedegoa-252228048.html
„ძალის პოზიციიდან დიალოგი უშედეგოა“ – ლავროვი აშშ-ს აფრთხილებს
„ძალის პოზიციიდან დიალოგი უშედეგოა“ – ლავროვი აშშ-ს აფრთხილებს
Sputnik საქართველო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინტერვიუ მისცა ინდონეზიურ გაზეთს, რა დროსაც ვაშინგტონისა და მოსკოვის ურთიერთობებსაც შეეხო. 06.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-06T14:43+0400
2021-07-06T14:43+0400
2021-08-28T13:18+0400
რუსეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1d/252163854_0:42:3147:1812_1920x0_80_0_0_42feaa8562f64fc58636335ac93adabd.jpg
თბილისი, 6 ივლისის − Sputnik. ვაშინგტონში უნდა გაიგონ, რომ მოსკოვთან დიალოგის მცდელობა ძალის პოზიციიდან ჩავარდნისთვისაა განწირული, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ინდონეზიურ გაზეთ Rakyat Merdeka-სთან ინტერვიუში.ამის თაობაზე წერს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.ლავროვის თქმით, ჟენევის სამიტზე ვლადიმირ პუტინმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ შედეგი ყველა მიმართულებით მხოლოდ და მხოლოდ ინტერესთა ურთიერთმისაღები ბალანსითაა შესაძლებელი, რომელიც მკაცრად პარიტეტულ საწყისებზე იქნება დაფუძნებული.ამასთან დიპლომატმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებზე ამ მოსაზრების წინააღმდეგ არ წასულან, მაგრამ ვაშინგტონში სამიტის დამთავრებისთანავე „გაორმაგებული ძალებით დაიწყეს ძველი „ნოტაციების“ კითხვა და ამასთან რუსეთს ისევ წაუყენეს მოთხოვნები“.აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის პირველი შეხვედრა შვეიცარიაში მიმდინარე წლის 16 ივნისს გაიმართა. ორივე მხარის შეფასებით, სამიტმა კონსტრუქციულად ჩაიარა: სახელმწიფოთა მეთაურების მოსაზრებები ზოგ საკითხში ერთმანეთს დაემთხვა და ამასთან ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ კონსულტაციებს დაიწყებენ.
https://sputnik-georgia.com/20210630/ruseTma-aSS-s-arajansaRi-urTierTobebis-ganuleba-SesTavaza-252177746.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1d/252163854_418:0:3147:2047_1920x0_80_0_0_5b81fc4fcff9d18cd52628b0059a5c78.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ახალი ამბები
„ძალის პოზიციიდან დიალოგი უშედეგოა“ – ლავროვი აშშ-ს აფრთხილებს
14:43 06.07.2021 (განახლებულია: 13:18 28.08.2021) რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინტერვიუ მისცა ინდონეზიურ გაზეთს, რა დროსაც ვაშინგტონისა და მოსკოვის ურთიერთობებსაც შეეხო.
თბილისი, 6 ივლისის − Sputnik. ვაშინგტონში უნდა გაიგონ, რომ მოსკოვთან დიალოგის მცდელობა ძალის პოზიციიდან ჩავარდნისთვისაა განწირული, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ინდონეზიურ გაზეთ Rakyat Merdeka-სთან ინტერვიუში.
ამის თაობაზე წერს საინფორმაციო სააგენტო
РИА Новости.
„არამეგობრულ ქმედებებს მკაცრად და გადამჭრელად ვუპასუხებთ“, − აღნიშნა რუსმა მინისტრმა.
ლავროვის თქმით, ჟენევის სამიტზე ვლადიმირ პუტინმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ შედეგი ყველა მიმართულებით მხოლოდ და მხოლოდ ინტერესთა ურთიერთმისაღები ბალანსითაა შესაძლებელი, რომელიც მკაცრად პარიტეტულ საწყისებზე იქნება დაფუძნებული.
ამასთან დიპლომატმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებზე ამ მოსაზრების წინააღმდეგ არ წასულან, მაგრამ ვაშინგტონში სამიტის დამთავრებისთანავე „გაორმაგებული ძალებით დაიწყეს ძველი „ნოტაციების“ კითხვა და ამასთან რუსეთს ისევ წაუყენეს მოთხოვნები“.
აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის პირველი შეხვედრა შვეიცარიაში მიმდინარე წლის 16 ივნისს გაიმართა. ორივე მხარის შეფასებით, სამიტმა კონსტრუქციულად ჩაიარა: სახელმწიფოთა მეთაურების მოსაზრებები ზოგ საკითხში ერთმანეთს დაემთხვა და ამასთან ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ კონსულტაციებს დაიწყებენ.