რუსეთმა აშშ-ს არაჯანსაღი ურთიერთობების „განულება“ შესთავაზა

© photo : press-service of the Ministry of Foreign Affairs of Russia / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2021
გამოწერა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის მოქალაქეებთან პირდაპირი ხაზის დროს აშშ-თან ურთიერთობის მოგვარების იმედი გამოთქვა.

თბილისი, 30 ივნისი - Sputnik. მოსკოვი მზადაა, მოძებნოს ვაშინგტონთან ურთიერთობებში ბალანსი და გააბათილოს „არაჯანსაღი“ სიტუაცია რუსეთი-ამერიკის ურთიერთობებში,  განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. ამის შესახებ წერს РИА Новости.

როგორც უწყების მეთაურმა თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ამჟამინდელი კრიზისი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის პროვოცირებულია.

ლავროვის სიტყვებით, მოსკოვი მზადაა, ისაუბროს ამ თემაზე, მაგრამ „მხოლოდ და მხოლოდ ურთიერთპატივისცემის საფუძველზე და ერთმანეთის ინტერესების ბალანსის საფუძველზე“.

ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
ბაიდენი: აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობა სტაბილური და პროგნოზირებადი უნდა იყოს

„ჩვენ ასეთი ბალანსის მოსაძებნად მზად ვართ. იმედია, ამერიკელებიც მომწიფდებიან და ბალანსის ძიებას დაიწყებენ არა მხოლოდ სტრატეგიული სტაბილურობის სფეროში, არამედ ყველა სხვა დანარჩენ სფეროში, რომელშიც პრობლემები გვაქვს, ასეთი კი ბლომადაა“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

16 ივნისს ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინი და ჯო ბაიდენი შეთანხმდნენ კონსულტაციების დაწყებაზე სტრატეგიული სტაბილურობის საკითხზე, რამაც საფუძველი უნდა ჩაუყაროს მომავალ კონტროლს შეიარაღებაზე. როგორც ორი ქვეყნის ლიდერების განცხადებაშია აღნიშნული, მოსკოვი და ვაშინგტონი ისწრაფვიან, საფუძველი ჩაუყარონ მომავალ კონტროლს შეიარაღებაზე და ზომებს რისკების შესამცირებლად.

ვლადიმერ პუტინმა, თავის მხრივ, მოსახლეობასთან გამართული პირდაპირი ხაზის დროს იმედი გამოთქვა, რომ აშშ-თან ურთიერთობა მოგვარდება.

ყველა ახალი ამბავი
0