https://sputnik-georgia.com/20210711/TbilisSi-premieris-gadadgomis-moTxovniT-aqcia-Catardeba-252278597.html
თბილისში პრემიერის გადადგომის მოთხოვნით აქცია ჩატარდება
თბილისში პრემიერის გადადგომის მოთხოვნით აქცია ჩატარდება
Sputnik საქართველო
რამდენიმე დღის წინ თბილისში მომხდარი არეულობის დროს სასტიკად ნაცემი ტელეოპერატორის გარდაცვალება საქართველოსთვის შოკისმომგვრელი გახდა და საპროტესტო განწყობები... 11.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-11T15:27+0400
2021-07-11T15:27+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/17/250970619_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_f341465a9cb395f9472c34a94a3f90ef.jpg
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციის გამართვა თბილისში პარლამენტის შენობის წინ დღეს 18:00 საათზე იგეგმება.დედაქალაქის ცენტრში საპროტესტო აქციის გამართვა მას შემდეგ დაანონსდა, რაც ცნობილი გახდა, რომ გარდაიცვალა „ტვ პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების გაშუქებისას ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა სასტიკად სცემეს. მას ძვლების მოტეხილობები აღენიშნებოდა. მას იმ დღესვე ოპერაცია ჩაუტარდა, სამი დღის შემდეგ კი ლექსო ლაშქარავა კლინიკიდან გაწერეს. ბოლო დღეები მან სახლში გაატარა, შაბათს კი ის „ტვ პირველის“ დღის ეთერის ერთ-ერთი სტუმარი იყო და 5 ივლისის მოვლენებს იხსენებდა.„სისტემა კლავს! გამოდი სიცოცხლისთვის!“ - ამ ლოზუნგით დააანონსეს სამოქალაქო აქტივისტებმა აქციის გამართვა. თბილისში აქციის ორგანიზატორია „მოძრაობა საქართველოსთვის“. იგივე მოთხოვნით და იგივე დროს აქცია გაიმართება ბათუმშიც, სადაც აქციის ორგანიზატორია საზოგადოებრივი ორგანიზაცია „მე მიყვარს ბათუმი“.აქციაზე სამი ძირითადი მოთხოვნა იქნება: ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერის პოსტიდან გადადგომა, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების სამართლიანი გამოძიება და ოპერატორზე თავდასხმის ყველა მონაწილის დაკავება და დასჯა.თავად ღარიბაშვილმა ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა.პრემიერმა აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება და საზოგადოებას მომხდართან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია უმოკლეს ვადებში მიეწოდება.ლექსო ლაშქარავას დედა, რომელმაც დილით შვილი გარდაცვლილი ნახა, ამტკიცებს, რომ 5 ივლისის აქციაზე ცემამდე მისი შვილი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო და მის გარდაცვალებას სწორედ ამ მოვლენებს უკავშირებს, მაგრამ კონკრეტული მიზეზის დასახელება უჭირს.სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული - ცხედარზე ძალადობრივი სიკვდილის აშკარა ნიშნების არარსებობის შემთხვევაში ეს სტანდარტული პროცედურაა. არ არის გამორიცხული, რომ მოგვიანებით საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს.შსს-მ დაღუპულის ოჯახს სასამართლო ექსპერტიზაში დამოუკიდებელი და საერთაშორისო ექსპერტის ჩართვა შესთავაზა. უკვე ცნობილია, რომ ექსპერტიზაში ჩაერთვება დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდე გეჯაძე. ოჯახის ინტერესებს ასევე იცავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
https://sputnik-georgia.com/20210711/komentari-gaakeTa-klinikis-direqtorma-sadac-leqso-laSqaravas-operacia-Cautarda-252278551.html
https://sputnik-georgia.com/20210711/premieri-leqso-laSqaravas-gardacvalebis-gamo-mwuxarebas-gamoTqvams-252278438.html
https://sputnik-georgia.com/20210711/leqso-laSqaravas-gardacvalrbis-saqmeze-eqspertizaSi-damoukidebeli-eqsperti-CaerTveba-252278339.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/17/250970619_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_cbb54c5b6a85028185dbd16e5d209e3f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
თბილისში პრემიერის გადადგომის მოთხოვნით აქცია ჩატარდება
15:27 11.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) რამდენიმე დღის წინ თბილისში მომხდარი არეულობის დროს სასტიკად ნაცემი ტელეოპერატორის გარდაცვალება საქართველოსთვის შოკისმომგვრელი გახდა და საპროტესტო განწყობები გამოიწვია.
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციის გამართვა თბილისში პარლამენტის შენობის წინ დღეს 18:00 საათზე იგეგმება.
დედაქალაქის ცენტრში საპროტესტო აქციის გამართვა მას შემდეგ დაანონსდა, რაც ცნობილი გახდა, რომ გარდაიცვალა „ტვ პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების გაშუქებისას ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა სასტიკად სცემეს. მას ძვლების მოტეხილობები აღენიშნებოდა. მას იმ დღესვე ოპერაცია ჩაუტარდა, სამი დღის შემდეგ კი ლექსო ლაშქარავა კლინიკიდან გაწერეს. ბოლო დღეები მან სახლში გაატარა, შაბათს კი ის „ტვ პირველის“ დღის ეთერის ერთ-ერთი სტუმარი იყო და 5 ივლისის მოვლენებს იხსენებდა.
„სისტემა კლავს! გამოდი სიცოცხლისთვის!“ - ამ ლოზუნგით დააანონსეს სამოქალაქო აქტივისტებმა
აქციის გამართვა. თბილისში აქციის ორგანიზატორია „მოძრაობა საქართველოსთვის“. იგივე მოთხოვნით და იგივე დროს აქცია გაიმართება ბათუმშიც, სადაც
აქციის ორგანიზატორია საზოგადოებრივი ორგანიზაცია „მე მიყვარს ბათუმი“.
„სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ საქართველოს ხელისუფლებას 5 და 6 ივლისის მოვლენებზე, რისი შედეგიცაა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება! გამოდი რომ შემდეგი არიყო შენ! სისტემა კლავს!“ - ნათქვამია ორგანიზატორების მიმართვაში.
აქციაზე სამი ძირითადი მოთხოვნა იქნება: ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერის პოსტიდან გადადგომა, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების სამართლიანი გამოძიება და ოპერატორზე თავდასხმის ყველა მონაწილის დაკავება და დასჯა.
თავად ღარიბაშვილმა ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება და საზოგადოებას მომხდართან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია უმოკლეს ვადებში მიეწოდება.
ლექსო ლაშქარავას დედა, რომელმაც დილით შვილი გარდაცვლილი ნახა, ამტკიცებს, რომ 5 ივლისის აქციაზე ცემამდე მისი შვილი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო და მის გარდაცვალებას სწორედ ამ მოვლენებს უკავშირებს, მაგრამ კონკრეტული მიზეზის დასახელება უჭირს.
სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული - ცხედარზე ძალადობრივი სიკვდილის აშკარა ნიშნების არარსებობის შემთხვევაში ეს სტანდარტული პროცედურაა. არ არის გამორიცხული, რომ მოგვიანებით საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს.
შსს-მ დაღუპულის ოჯახს სასამართლო ექსპერტიზაში დამოუკიდებელი და საერთაშორისო ექსპერტის ჩართვა შესთავაზა. უკვე ცნობილია, რომ ექსპერტიზაში ჩაერთვება დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდე გეჯაძე. ოჯახის ინტერესებს ასევე იცავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.