ძალადობა ჟურნალისტებზე: პროკურატურამ ბრალდება კიდევ რვა პირს წარუდგინა

აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
გამოწერა
რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ძალადობის საქმეზე ამჟამად ბრალი 16 პირს აქვს წარდგენილი. ძალადობაში მონაწილე სხვა პირთა იდენტიფიცირება გრძელდება.
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ 5–6 ივლისს გამართულ აქციებზე ჟურნალისტებზე განხორციელებული დევნისა და ძალადობის ფაქტებზე კიდევ ხუთ პირს, ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის კი სამ პირს ბრალდება წარუდგინა.
პოლიციამ მათი იდენტიფიცირება და დაკავება 7 და 8 ივლისს განახორციელა.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამართულ აქციებზე ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე აღნიშნული ხუთი პირი სხვადასხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებსა და ოპერატორებს თავს დაესხნენ და მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს. 
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2021
თავდასხმა ჟურნალისტებზე: სამ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
 
ბრალდებულებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „პირველი არხის“ ოპერატორს, TV Pirveli-ს ჟურნალისტებს და InterPressNews-ის ფოტოგრაფს. მათ მასმედიის წარმომადგენლები აიძულეს იმ აგრესიული მოქმედებების გადაღება შეეწყვიტათ, რასაც ადგილი ჰქონდა აქციებზე.
ამ ხუთ პირს ბრალდება წარედგინათ სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა).
რაც შეეხება „თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევას, გამოძიების ცნობით, ისინი  ჯგუფურად, შეუწყნარებლობის მოტივით უკანონოდ შეიჭრნენ ოფისში და დემონსტრაციულად დააზიანეს და გაანადგურეს „თბილისი პრაიდის“ კუთვნილი ინვენტარი.
ამ პირებს ბრალდება წარედგინათ სსკ-ის 160-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, ჯგუფურად), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობის მუქარით) და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა). 
აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
„სოლიდარობა ჟურნალისტებს“: საქართველოს მასშტაბით მდუმარე აქციები გაიმართა
დაკავებულებს ოთხიდან ექვს წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ. პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულთა მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.
„თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ დროისათვის ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით სულ 16 პირს აქვს წარდგენილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 35 პირი, მათ შორის 29 ჟურნალისტი და ოპერატორი. ძალადობრივ მოქმედებებში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირებისა და ორგანიზატორების დადგენის მიზნით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
საქართველოს დედაქალაქში ლგბტ–თემის წინააღმდეგ რადიკალური ძალების კონტრაქცია ორი დღე გრძელდებოდა, რომელიც მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. „ტრადიციული ფასეულობების დამცველები“ სასტიკად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, რომლებიც მომხდარ ფაქტებს აშუქებდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0