https://sputnik-georgia.com/20210708/Tavdasxma-Jurnalistebze-sam-braldebuls-patimroba-Seefarda-252258020.html
თავდასხმა ჟურნალისტებზე: სამ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
თავდასხმა ჟურნალისტებზე: სამ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდნენ. თავად ბრალდებულები საკუთარ ბრალს არ აღიარებენ. 08.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-08T19:22+0400
2021-07-08T19:22+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
შემთხვევები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23008/56/230085678_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_3483dbaa1349f36e88251af96bfd81c2.jpg
თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულ ზაზა ჭაავას, ზაზა მჭედლიძეს და მურად დევლარიშვილს პატიმრობა შეუფარდა.საქართველოს დედაქალაქში ლგბტ–თემის წინააღმდეგ რადიკალური ძალების კონტრაქცია ორი დღე (5 და 6 ივლისს) გრძელდებოდა, რომელიც მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. „ტრადიციული ფასეულობების დამცველები“ სასტიკად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, რომლებიც მომხდარ ფაქტებს აშუქებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 25 პირი, მათ შორის 19 ჟურნალისტი და ოპერატორი. ძალადობრივ მოქმედებებში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირებისა და ორგანიზატორების დადგენის მიზნით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.ჭაავას, მჭედლიძესა და დევლარიშვილს ბრალი ედებათ „მთავარი არხის“, „ტაბულას“ და „ნიუპოსტის“ ჟურნალისტებზე თავდასხმაში.ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფთა გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვდნენ და ამტკიცებდნენ, რომ მათ არ უცემიათ ჟურნალისტები, არამედ პირიქით, თავად ჟურნალისტები აქციის დროს მათ შეურაცხყოფას აყენებდნენ. თავის მხრივ, ბრალდებულები თავიანთ ბრალს არ აღიარებენ.ამასთან, პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარება მოითხოვა, რადგან არსებობდა მოწმეებზე ზეწოლისა და მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლის რეალური საფრთხე.ჭაავას, მჭედლიძესა და დევლარიშვილს ბრალი ედებათ ორი მუხლით: „ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა“ (154-ე მუხლი) და „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა“ (225-ე მუხლი). ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.ამ დროისთვის, ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნის, ჯგუფური ძალადობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ სულ 15 პირია დაკავებული. გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23008/56/230085678_188:0:1313:844_1920x0_80_0_0_6b8e56f5e2fbbc35fee5486b7cae894c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
თავდასხმა ჟურნალისტებზე: სამ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
19:22 08.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდნენ. თავად ბრალდებულები საკუთარ ბრალს არ აღიარებენ.
თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულ ზაზა ჭაავას, ზაზა მჭედლიძეს და მურად დევლარიშვილს პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოს დედაქალაქში ლგბტ–თემის წინააღმდეგ რადიკალური ძალების კონტრაქცია ორი დღე (5 და 6 ივლისს) გრძელდებოდა, რომელიც მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. „ტრადიციული ფასეულობების დამცველები“ სასტიკად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, რომლებიც მომხდარ ფაქტებს აშუქებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 25 პირი, მათ შორის 19 ჟურნალისტი და ოპერატორი. ძალადობრივ მოქმედებებში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირებისა და ორგანიზატორების დადგენის მიზნით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
ჭაავას, მჭედლიძესა და დევლარიშვილს ბრალი ედებათ „მთავარი არხის“, „ტაბულას“ და „ნიუპოსტის“ ჟურნალისტებზე თავდასხმაში.
ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფთა გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვდნენ და ამტკიცებდნენ, რომ მათ არ უცემიათ ჟურნალისტები, არამედ პირიქით, თავად ჟურნალისტები აქციის დროს მათ შეურაცხყოფას აყენებდნენ. თავის მხრივ, ბრალდებულები თავიანთ ბრალს არ აღიარებენ.
ამასთან, პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარება მოითხოვა, რადგან არსებობდა მოწმეებზე ზეწოლისა და მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლის რეალური საფრთხე.
ჭაავას, მჭედლიძესა და დევლარიშვილს ბრალი ედებათ ორი მუხლით: „ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა“ (154-ე მუხლი) და „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა“ (225-ე მუხლი). ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ამ დროისთვის, ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნის, ჯგუფური ძალადობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ სულ 15 პირია დაკავებული. გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.