https://sputnik-georgia.com/20210709/olimpiadis-istoria-saintereso-da-naklebcnobili-faqtebi-252265943.html
როგორ გახდა ნერონი ოლიმპიური ჩემპიონი: საინტერესო ფაქტები ასპარეზობის ისტორიიდან
როგორ გახდა ნერონი ოლიმპიური ჩემპიონი: საინტერესო ფაქტები ასპარეზობის ისტორიიდან
Sputnik საქართველო
სულ უფრო ცოტა დრო გვაშორებს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დაწყებას, რომელიც გასულ წელს უნდა გამართულიყო და პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო. 09.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-09T19:33+0400
2021-07-09T19:33+0400
2021-07-09T22:22+0400
საქართველოს ისტორიიდან
ავტორები
ანალიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/09/252265815_0:353:1920:1433_1920x0_80_0_0_0c0ed97a14ee1652423631fee7de8fa4.jpg
ეს პირველად არ მოხდარა. ანტიკურ ხანას რომ თავი დავანებოთ, მეოცე საუკუნეში 1916, 1940 და 1944 წლებში — პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს ოლიმპიური თამაშები არათუ გადაიდო, საერთოდ ჩაიშალა. ოლიმპიური თამაშები სათავეს ანტიკურ ხანაში იღებს. ძველ საბერძნეთში პირველი ოლიმპიადა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 776 წელს გაიმართა — ეს ბერძნებისათვის იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა, რომ გაქრისტიანებამდე ბერძნები წელთაღრიცხვის ათვლას პირველი ოლიმპიადიდან იწყებდნენ.ამასთან დაკავშირებით ბერძნულ მითოლოგიაში არაერთი მითი თუ ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი მითის თანახმად, ოლიმპიადის დაარსება ელადელ მეფე იფიტს უკავშირდება. მისი მეფობის დროს თურმე ბერძნული ტომები ერთმანეთთან უსასრულო ომებში იყვნენ ჩაბმული. მეფე საშველად ღმერთებთან წასულა და სინათლისა და ხელოვნების ღმერთ აპოლონს მისთვის სპორტული თამაშების მოწყობა ურჩევია. იფიტი სპარტანელ კანონმდებელ ლიკურგესა და ათენელ რეფორმატორ კლისოფენს შეთანხმებია და მთელი საბერძნეთის მასშტაბით გამოუცხადებია სპორტული შეჯიბრები.ახალ ღონისძიებას ღმერთების მთის — ოლიმპოს პატივსაცემად ოლიმპიადა ეწოდა და ორგანიზატორებმა მას განსაკუთრებული რელიგიური მნიშვნელობა მიანიჭეს. მონაწილეობისათვის აუცილებელი პირობა — მშვიდობიანი კავშირი იყო. ასე დამყარდა ოლიმპიური მშვიდობა „ეკექერია“, რომლის დროსაც ყველა მოქიშპე წყვეტდა საომარ მოქმედებებს, ხოლო შეჯიბრების მონაწილეებსა და მაყურებლებს შეეძლოთ თავისუფლად წასულიყვნენ ოლიმპიაში — მტრულად განწყობილი სახელმწიფოების გავლითაც კი. თავად სპორტულ ღონისძიებებზე თუ ვინმე იარაღით მივიდოდა, დამნაშავედ ცხადდებოდა, საქვეყნო უპატივცემულობას იმსახურებდა და საგანგებოდაც ისჯებოდა. მშვიდობის დამრღვევებს დიდი ფულადი ჯარიმის გადახდაც ეკისრებოდათ.ოლიმპიური თამაშებისთვის არჩეული იყო ოლიმპიის წმინდა ადგილად აღიარებული მიდამო ალტისი. თამაშების მოწყობა ევალებოდათ ელადის მოქალაქეებს, რომლებიც ირჩევდნენ მსაჯებს — ელანოდიკებს. ელანოდიკები დიდი უფლებებით სარგებლობდნენ. მათ შეეძლოთ დისკვალიფიკაცია მიეცათ ათლეტისათვის და მისთვის ფიზიკური სასჯელიც კი განესაზღვრათ.ოლიმპიური დღესასწაულის დაწყების დღეს, მზის ამოსვლისას ალტისის მთავარ საკურთხეველზე მსხვერპლს სწირავდნენ ზევსს. შემდეგ საყვირების თანხლებით სტადიონზე ადგილებს იკავებდნენ წითელს სამოსში გამოწყობილი ელანოდიკები. არენაზე გამოდიოდა მაცნე, რომელიც მაყურებელს წარუდგენდა და გააცნობდა ასპარეზობის მონაწილე ათლეტებს. შეჯიბრის ყველა მონაწილე დებდა ფიცს, რომ პატიოსნად დაიცავდა შეჯიბრების წესებს, შემდეგ ეწყობოდა კენჭისყრა და იწყებოდა ასპარეზობა. თავდაპირველად ოლიმპიური თამაშების პროგრამა მხოლოდ ერთ სტადიუმზე (ე.ი. 192,27 მეტრზე) რბენით შემოიფარგლებოდა. დროთა განმავლობაში შეჯიბრების პროგრამაში შევიდა: სირბილი დიდ მანძილზე, ხუთჭიდი, მუშტი-კრივი, საომარი ეტლებით რბოლა, რბენა იარაღით და სხვ. ამგვარად, ოლიმპიური შეჯიბრებები საომარი ძალების თავისებურ დათვალიერებადაც გადაიქცა.ჭიდაობა პირველად მე-18 ოლიმპიადაზე (ძვ.წ. 708 წელს) გამოჩნდა. დამარცხებულად ცხადდებოდა ის, ვინც პირველი დაეცემოდა, ან თუნდაც მუხლს შეახებდა მიწას.23-ე ოლიმპიადაზე უკვე კრივიც გაჩნდა. ამ სახეობაში წესების მოგონებას ჰერაკლეს მიაწერენ, თუმცა წესები პირველმა ჩემპიონმა ონიმასტმა ჩაწერა. თანამედროვესთან შედარებით, ანტიკური კრივი დაუნდობელი იყო: მებრძოლები ხელებზე ზონრებს იხვევდნენ და ბრძოლა გრძელდებოდა მანამ, სანამ ერთ-ერთი მათგანი ქვიშაზე ძალაგამოცლილი არ დაეცემოდა. ვინ დაარტყამდა პირველი, ეს წილისყრით ირკვეოდა. მეტოქეს უფლება არ ჰქონდა ხელი სახეზე აეფარებინა. თუ პირველი დარტყმა არ გაჭრიდა, მაშინ თავად დამრტყმელი მიუშვერდა სახეს. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ რომელიმე მათგანი ქვიშაზე არ დაენარცხებოდა. თუ შეტაკება დიდხანს გაგრძელდებოდა და გამარჯვებული არ ვლინდებოდა, მებრძოლებს წელს ქვემოთ დარტყმის უფლება ეძლეოდათ.ოლიმპიადის დაარსებიდან ასი წლის შემდეგ პროგრამაში ეტლებით რბოლა შეიტანეს. ეტლებით მრბოლელნი სხვა მონაწილეებისგან ერთი ნიუანსით გამოირჩეოდნენ — ოლიმპიადებზე მხოლოდ მათ ჰქონდათ ტანისამოსის ტარების უფლება.სპორტის ეს სახეობა მეტად სახიფათო იყო, რადგან რბოლის დროს ბევრი ეტლი ილეწებოდა. ერთხელ ორმოცი ეტლიდან ასპარეზობის დასრულება მხოლოდ ერთმა შეძლო. გამარჯვებულს დიდი ოვაციებით ხვდებოდნენ, თუმცა ოლიმპიური ჩემპიონის წოდება ენიჭებოდა არა მეეტლეს, არამედ ეტლისა და ცხენების მფლობელს.ლეგენდის მიხედვით, ხუთჭიდს საფუძველი იაზონმა ჩაუყარა. ხუთჭიდი ოლიმპიადებზე ძველი წელთაღრიცხვის 708 წელს გაჩნდა. იგი მოიცავდა სირბილს, სიგრძეზე ხტომას, შუბის ტყორცნას, ბადროს ტყორცნასა და ჭიდაობას. გამარჯვებულად ცხადდებოდა ის, ვინც სამ დისციპლინაში გაიმარჯვებდა. სპორტული შეჯიბრებების დასრულების შემდეგ იმართებოდა საზეიმო მსვლელობა: პროცესიას წინ მიუძღოდნენ ქალაქის მესვეურები, ქურუმები და საპატიო სტუმრები. ხალხი ოლიმპიურ ჩემპიონებს აღფრთოვანებით ხვდებოდა. გამარჯვებულებს სამშობლოშიც დიდი პატივი ელოდათ. მათ ძეგლებს უდგამდნენ, უნიშნავდნენ სამუდამო პენსიას, ათავისუფლებდნენ გადასახადებისგან და მოწიწებით ეპყრობოდნენ. ძველ ათენში კი ოლიმპიურ ჩემპიონს 500 დრაჰმას აძლევდნენ ჯილდოდ, რაც საკმაოდ სოლიდურ თანხას წარმოადგენდა, ვინაიდან ეს თანხა ჯარისკაცის ორი წლის ჯამაგირს უტოლდებოდა.თუმცა არსებობდა თავისებური გამონაკლისიც. როდესაც სპარტელ ოლიმპიურ ჩემპიონს ჰკითხეს, რით დააჯილდოვებდნენ სამშობლოში, სპარტელმა ამაყად მიუგო, ბრძოლაში მეფის გვერდით დამაყენებენო.ცნობილი ფაქტია, რომ ერთ-ერთი ოლიმპიური თამაშების დროს მუშტი-კრივში დიდმა მათემატიკოსმა პითაგორამ გაიმარჯვა. არადა, თავდაპირველად მსაჯებს თურმე მონაწილეთა სიაში მისი შეყვანა არ უნდოდათ იმის გამო, რომ მეცნიერი ტანმორჩილი იყო.თამაშების ისტორიაში ერთ-ერთ თვალსაჩინო ათლეტად აღიარებული იყო როდოსელი დიაგორასი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის 464 წელს ჩემპიონი გახდა კრივში. შემდეგ კი მისი სამი ვაჟიშვილი და ორი შვილიშვილი რვაჯერ გახდნენ ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები. ერთ-ერთი ასპარეზობისას დიაგორასის ორმა ვაჟმა ერთნაირ შედეგს მიაღწია და მსაჯებმა ვერ გამოავლინეს, თუ რომელი იყო უფრო ძლიერი. მაშინ ძმებმა გამარჯვებულის გვირგვინით თავიანთი მამა შეამკეს, მხრებზე აიტაცეს იგი და მასთან ერთად გაიარეს საპატიო წრე სტადიონზე.ოლიმპიადაზე გამოსვლა თვით ლეგენდარულ ალექსანდრე მაკენდონელსაც შეთავაზეს. ის თავიდან დათანხმდა ეტლებით რბოლაში მონაწილეობას, ოღონდ ერთი პირობით: მისი მეტოქეები მხოლოდ მეფეები უნდა ყოფილიყვნენ. ოლიმპიადის ორგანიზატორებმა, ბუნებრივია, პირობა ვერ შეუსრულეს და მაკედონელმაც ხელი აიღო ამ განაზრახზე.თუმცა ოლიმპიური თამაშების იტორიას შემორჩა კურიოზული შემთხვევაც: ერთ-ერთ ოლიმპიადაზე საომარი ეტლების რბოლაში რომის იმპერატორი ნერონი მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ მან ბოლომდე ვერ იასპარეზა, რადგან ეტლიდან გადმოვარდა, მსაჯებმა მაინც ის აღიარეს გამარჯვებულად.უნდა ითქვას, რომ ოლიმპიურ ასპარეზობებზე დასწრება უფასო იყო, თუმცა საბერძნეთის ყველა მცხოვრებს როდი ჰქონდა თამაშებზე დასწრებისა და მონაწილეობის უფლება — მაგალითად, მონებსა და ბარბაროსებს (ბარბაროსებს ბერძნები უწოდებდნენ ყველას, ვინც ელინი არ იყო).ძველ საბერძნეთში არც ქალებს ჰქონდათ უფლება, მონაწილეობა მიეღოთ ან დასწრებოდნენ ოლიმპიურ თამაშებს. ამ წესის დამრღვევთათვის დაწესებული იყო სიკვდილით დასჯა უფსკრულში გადაგდებით. მიუხედავად ასეთი მკაცრი აკრძალვისა, მამაკაცის ტანსაცმელში გამოწყობილი როდოსელი ფერონიკა მაინც დაესწრო ოლიმპიურ თამაშებს, როგორც თავისი ვაჟიშვილის მწვრთნელი. როდესაც მისმა შვილმა გაიმარჯვა, ფერონიკა გადაეხვია და გადაკოცნა იგი. ყველამ შენიშნა, რომ ის გადაცმული ქალი იყო, მაგრამ მაინც არ დასაჯეს, რადგან ის ოლიმპიური ჩემპიონის, დიაგორასის ქალიშვილი აღმოჩნდა. ამ შემთხვევის შემდეგ შემოიღეს ახალი წესი: ოლიმპიურ თამაშებზე ყველა მონაწილე და მაყურებელი წელს ზემოთ შიშველი უნდა მისულიყო.საინტერესოა, რომ ოლიმპიადების ისტორიაში პირველ ჩემპიონად ითვლება ელადელი მზარეული სახელად კორები.ძველ საბერძნეთში ოლიმპიური თამამაშები 1170 წლის განმავლობაში იმართებოდა და მხოლოდ ახალი წელთაღრიცხვის 394 წელს შეწყდა. ეს „წარმართული ზეიმი“ რომელმა იმპერატორმა თეოდოსი პირველმა აკრძალა, ხოლო რამდენიმე ხნის შემდეგ ელადის მშვენიერი ქალაქი ოლიმპია ცეცხლს მისცეს...ათენში ოლიმპიური თამაშების განახლება ფრანგი პიერ დე კუბერტენის ინიციატივით მოხერხდა 1896 წელს. ოლიმპიადის განახლებასთან ერთად აღდგა უძველესი ფიციც, რომელიც დღეს ასე ჟღერს: „ვფიცავ, რომ ოლიმპიურ თამაშებში პირნათლად და წესების შესაბამისად ვიასპარეზებ, ხოლო ჩემი მონაწილეობით სამშობლოსა და სპორტს სახელს გავუთქვამ“.განახლებულ ოლიმპიურ თამაშებზე, რომელშიც 13 ქვეყნის 285 სპორტსმენი მონაწილეობდა, პირველი ჩემპიონი ბერძენი სპირიდონ ლუისი გახდა. მან მარათონულ რბენაში გაიმარჯვა. ამბობენ, რომ ლუისის გამარჯვებას დიდად შეუწყო ხელი ლოცვამ და ერთი ჭიქა ღვინის შესმამ (ესეც პირველი დოპინგი!).ქალებმა მხოლოდ 1900 წელს მიიღეს ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება. 1924 წლიდან ოლიმპიადა სპორტის ზამთრის სახეობებშიც იმართება. თუ XX საუკუნის დასაწყისში ოლიმპიადაში მსოფლიოს 13 ქვეყანა მონაწილეობდა, დღეს ეს რიცხვი 180-მდე გაიზარდა.ოლიმპიადის დევიზია litius, altius, fortius („უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერად“) და არა „მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება“. ხალხში საყოველთაოდ ცნობილი და ძალზე პოპულარული ეს დევიზი თუ ლოზუნგი 1908 წლის ლონდონის ოლიმპიადას უკავშირდება. მარათონის მორბენალი, იტალიელი პიეტრო დორანდო პირველი მივიდა ფინიშთან, მაგრამ წაიქცა და მაყურებლებმა წამოაყენეს. ამიტომ ოქროს მედალი ამერიკელს ერგო, იტალიელი კი თასით დააჯილდოვეს. სწორედ მაშინ, მის დასამშვიდებლად პენსილვანიის ეპისკოპოსმა თავის ქადაგებაში წარმოთქვა ის სიტყვები, რომლებიც შემდეგ ფრთიან ფრაზად იქცა: „მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება“.ამგვარად, აპოლონის რჩევამ გაამართლა — ბერძენი ათლეტებისათვის ენერგიის დასახარჯად გამოგონილმა ოლიმპიურმა თამაშებმა ათასობით წელი გაძლო და ის დღემდე ყველაზე დიდ და ხალხმრავალ სპორტულ ფორუმად ითვლება, ხოლო იქ გამარჯვება ყველა სპორტსმენისათვის საამაყოა.
https://sputnik-georgia.com/20210528/istoriuli-faqtebi-cnobil-adamianebze-251865937.html
https://sputnik-georgia.com/20200916/saintereso-faqtebi-249463173.html
https://sputnik-georgia.com/20200615/qaris-saerTaSoriso-dRe-248728910.html
https://sputnik-georgia.com/20200608/faqtebi-saqarTvelosa-da-qarTvelebis-istoriidan-248679137.html
https://sputnik-georgia.com/20180422/erekle-meore-vulviCis-samxedro-akademiaSi-240162607.html
https://sputnik-georgia.com/20191104/giorgi-brwyinvale-safrangeTis-mefe-avantiura-246925600.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/09/252265815_0:0:1920:1440_1920x0_80_0_0_b8535841e823977f83b16bd0e3d4dd1b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
საქართველოს ისტორიიდან , ავტორები, ანალიტიკა
საქართველოს ისტორიიდან , ავტორები, ანალიტიკა
როგორ გახდა ნერონი ოლიმპიური ჩემპიონი: საინტერესო ფაქტები ასპარეზობის ისტორიიდან
19:33 09.07.2021 (განახლებულია: 22:22 09.07.2021) სულ უფრო ცოტა დრო გვაშორებს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დაწყებას, რომელიც გასულ წელს უნდა გამართულიყო და პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო.
ეს პირველად არ მოხდარა. ანტიკურ ხანას რომ თავი დავანებოთ, მეოცე საუკუნეში 1916, 1940 და 1944 წლებში — პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს ოლიმპიური თამაშები არათუ გადაიდო, საერთოდ ჩაიშალა.
ოლიმპიური თამაშები სათავეს ანტიკურ ხანაში იღებს. ძველ საბერძნეთში პირველი ოლიმპიადა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 776 წელს გაიმართა — ეს ბერძნებისათვის იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა, რომ გაქრისტიანებამდე ბერძნები წელთაღრიცხვის ათვლას პირველი ოლიმპიადიდან იწყებდნენ.
ამასთან დაკავშირებით ბერძნულ მითოლოგიაში არაერთი მითი თუ ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი მითის თანახმად, ოლიმპიადის დაარსება ელადელ მეფე იფიტს უკავშირდება. მისი მეფობის დროს თურმე ბერძნული ტომები ერთმანეთთან უსასრულო ომებში იყვნენ ჩაბმული. მეფე საშველად ღმერთებთან წასულა და სინათლისა და ხელოვნების ღმერთ აპოლონს მისთვის სპორტული თამაშების მოწყობა ურჩევია. იფიტი სპარტანელ კანონმდებელ ლიკურგესა და ათენელ რეფორმატორ კლისოფენს შეთანხმებია და მთელი საბერძნეთის მასშტაბით გამოუცხადებია სპორტული შეჯიბრები.
ახალ ღონისძიებას ღმერთების მთის — ოლიმპოს პატივსაცემად ოლიმპიადა ეწოდა და ორგანიზატორებმა მას განსაკუთრებული რელიგიური მნიშვნელობა მიანიჭეს. მონაწილეობისათვის აუცილებელი პირობა — მშვიდობიანი კავშირი იყო. ასე დამყარდა ოლიმპიური მშვიდობა „ეკექერია“, რომლის დროსაც ყველა მოქიშპე წყვეტდა საომარ მოქმედებებს, ხოლო შეჯიბრების მონაწილეებსა და მაყურებლებს შეეძლოთ თავისუფლად წასულიყვნენ ოლიმპიაში — მტრულად განწყობილი სახელმწიფოების გავლითაც კი. თავად სპორტულ ღონისძიებებზე თუ ვინმე იარაღით მივიდოდა, დამნაშავედ ცხადდებოდა, საქვეყნო უპატივცემულობას იმსახურებდა და საგანგებოდაც ისჯებოდა. მშვიდობის დამრღვევებს დიდი ფულადი ჯარიმის გადახდაც ეკისრებოდათ.
ოლიმპიური თამაშებისთვის არჩეული იყო ოლიმპიის წმინდა ადგილად აღიარებული მიდამო ალტისი. თამაშების მოწყობა ევალებოდათ ელადის მოქალაქეებს, რომლებიც ირჩევდნენ მსაჯებს — ელანოდიკებს. ელანოდიკები დიდი უფლებებით სარგებლობდნენ. მათ შეეძლოთ დისკვალიფიკაცია მიეცათ ათლეტისათვის და მისთვის ფიზიკური სასჯელიც კი განესაზღვრათ.
16 სექტემბერი 2020, 19:10
ოლიმპიური დღესასწაულის დაწყების დღეს, მზის ამოსვლისას ალტისის მთავარ საკურთხეველზე მსხვერპლს სწირავდნენ ზევსს. შემდეგ საყვირების თანხლებით სტადიონზე ადგილებს იკავებდნენ წითელს სამოსში გამოწყობილი ელანოდიკები. არენაზე გამოდიოდა მაცნე, რომელიც მაყურებელს წარუდგენდა და გააცნობდა ასპარეზობის მონაწილე ათლეტებს. შეჯიბრის ყველა მონაწილე დებდა ფიცს, რომ პატიოსნად დაიცავდა შეჯიბრების წესებს, შემდეგ ეწყობოდა კენჭისყრა და იწყებოდა ასპარეზობა.
თავდაპირველად ოლიმპიური თამაშების პროგრამა მხოლოდ ერთ სტადიუმზე (ე.ი. 192,27 მეტრზე) რბენით შემოიფარგლებოდა. დროთა განმავლობაში შეჯიბრების პროგრამაში შევიდა: სირბილი დიდ მანძილზე, ხუთჭიდი, მუშტი-კრივი, საომარი ეტლებით რბოლა, რბენა იარაღით და სხვ. ამგვარად, ოლიმპიური შეჯიბრებები საომარი ძალების თავისებურ დათვალიერებადაც გადაიქცა.
ჭიდაობა პირველად მე-18 ოლიმპიადაზე (ძვ.წ. 708 წელს) გამოჩნდა. დამარცხებულად ცხადდებოდა ის, ვინც პირველი დაეცემოდა, ან თუნდაც მუხლს შეახებდა მიწას.
23-ე ოლიმპიადაზე უკვე კრივიც გაჩნდა. ამ სახეობაში წესების მოგონებას ჰერაკლეს მიაწერენ, თუმცა წესები პირველმა ჩემპიონმა ონიმასტმა ჩაწერა. თანამედროვესთან შედარებით, ანტიკური კრივი დაუნდობელი იყო: მებრძოლები ხელებზე ზონრებს იხვევდნენ და ბრძოლა გრძელდებოდა მანამ, სანამ ერთ-ერთი მათგანი ქვიშაზე ძალაგამოცლილი არ დაეცემოდა. ვინ დაარტყამდა პირველი, ეს წილისყრით ირკვეოდა. მეტოქეს უფლება არ ჰქონდა ხელი სახეზე აეფარებინა. თუ პირველი დარტყმა არ გაჭრიდა, მაშინ თავად დამრტყმელი მიუშვერდა სახეს. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ რომელიმე მათგანი ქვიშაზე არ დაენარცხებოდა. თუ შეტაკება დიდხანს გაგრძელდებოდა და გამარჯვებული არ ვლინდებოდა, მებრძოლებს წელს ქვემოთ დარტყმის უფლება ეძლეოდათ.
ოლიმპიადის დაარსებიდან ასი წლის შემდეგ პროგრამაში ეტლებით რბოლა შეიტანეს. ეტლებით მრბოლელნი სხვა მონაწილეებისგან ერთი ნიუანსით გამოირჩეოდნენ — ოლიმპიადებზე მხოლოდ მათ ჰქონდათ ტანისამოსის ტარების უფლება.
სპორტის ეს სახეობა მეტად სახიფათო იყო, რადგან რბოლის დროს ბევრი ეტლი ილეწებოდა. ერთხელ ორმოცი ეტლიდან ასპარეზობის დასრულება მხოლოდ ერთმა შეძლო. გამარჯვებულს დიდი ოვაციებით ხვდებოდნენ, თუმცა ოლიმპიური ჩემპიონის წოდება ენიჭებოდა არა მეეტლეს, არამედ ეტლისა და ცხენების მფლობელს.
ლეგენდის მიხედვით, ხუთჭიდს საფუძველი იაზონმა ჩაუყარა. ხუთჭიდი ოლიმპიადებზე ძველი წელთაღრიცხვის 708 წელს გაჩნდა. იგი მოიცავდა სირბილს, სიგრძეზე ხტომას, შუბის ტყორცნას, ბადროს ტყორცნასა და ჭიდაობას. გამარჯვებულად ცხადდებოდა ის, ვინც სამ დისციპლინაში გაიმარჯვებდა.
სპორტული შეჯიბრებების დასრულების შემდეგ იმართებოდა საზეიმო მსვლელობა: პროცესიას წინ მიუძღოდნენ ქალაქის მესვეურები, ქურუმები და საპატიო სტუმრები. ხალხი ოლიმპიურ ჩემპიონებს აღფრთოვანებით ხვდებოდა. გამარჯვებულებს სამშობლოშიც დიდი პატივი ელოდათ. მათ ძეგლებს უდგამდნენ, უნიშნავდნენ სამუდამო პენსიას, ათავისუფლებდნენ გადასახადებისგან და მოწიწებით ეპყრობოდნენ. ძველ ათენში კი ოლიმპიურ ჩემპიონს 500 დრაჰმას აძლევდნენ ჯილდოდ, რაც საკმაოდ სოლიდურ თანხას წარმოადგენდა, ვინაიდან ეს თანხა ჯარისკაცის ორი წლის ჯამაგირს უტოლდებოდა.
თუმცა არსებობდა თავისებური გამონაკლისიც. როდესაც სპარტელ ოლიმპიურ ჩემპიონს ჰკითხეს, რით დააჯილდოვებდნენ სამშობლოში, სპარტელმა ამაყად მიუგო, ბრძოლაში მეფის გვერდით დამაყენებენო.
ცნობილი ფაქტია, რომ ერთ-ერთი ოლიმპიური თამაშების დროს მუშტი-კრივში დიდმა მათემატიკოსმა პითაგორამ გაიმარჯვა. არადა, თავდაპირველად მსაჯებს თურმე მონაწილეთა სიაში მისი შეყვანა არ უნდოდათ იმის გამო, რომ მეცნიერი ტანმორჩილი იყო.
თამაშების ისტორიაში ერთ-ერთ თვალსაჩინო ათლეტად აღიარებული იყო როდოსელი დიაგორასი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის 464 წელს ჩემპიონი გახდა კრივში. შემდეგ კი მისი სამი ვაჟიშვილი და ორი შვილიშვილი რვაჯერ გახდნენ ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები. ერთ-ერთი ასპარეზობისას დიაგორასის ორმა ვაჟმა ერთნაირ შედეგს მიაღწია და მსაჯებმა ვერ გამოავლინეს, თუ რომელი იყო უფრო ძლიერი. მაშინ ძმებმა გამარჯვებულის გვირგვინით თავიანთი მამა შეამკეს, მხრებზე აიტაცეს იგი და მასთან ერთად გაიარეს საპატიო წრე სტადიონზე.
ოლიმპიადაზე გამოსვლა თვით ლეგენდარულ ალექსანდრე მაკენდონელსაც შეთავაზეს. ის თავიდან დათანხმდა ეტლებით რბოლაში მონაწილეობას, ოღონდ ერთი პირობით: მისი მეტოქეები მხოლოდ მეფეები უნდა ყოფილიყვნენ. ოლიმპიადის ორგანიზატორებმა, ბუნებრივია, პირობა ვერ შეუსრულეს და მაკედონელმაც ხელი აიღო ამ განაზრახზე.
თუმცა ოლიმპიური თამაშების იტორიას შემორჩა კურიოზული შემთხვევაც: ერთ-ერთ ოლიმპიადაზე საომარი ეტლების რბოლაში რომის იმპერატორი ნერონი მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ მან ბოლომდე ვერ იასპარეზა, რადგან ეტლიდან გადმოვარდა, მსაჯებმა მაინც ის აღიარეს გამარჯვებულად.
უნდა ითქვას, რომ ოლიმპიურ ასპარეზობებზე დასწრება უფასო იყო, თუმცა საბერძნეთის ყველა მცხოვრებს როდი ჰქონდა თამაშებზე დასწრებისა და მონაწილეობის უფლება — მაგალითად, მონებსა და ბარბაროსებს (ბარბაროსებს ბერძნები უწოდებდნენ ყველას, ვინც ელინი არ იყო).
ძველ საბერძნეთში არც ქალებს ჰქონდათ უფლება, მონაწილეობა მიეღოთ ან დასწრებოდნენ ოლიმპიურ თამაშებს. ამ წესის დამრღვევთათვის დაწესებული იყო სიკვდილით დასჯა უფსკრულში გადაგდებით. მიუხედავად ასეთი მკაცრი აკრძალვისა, მამაკაცის ტანსაცმელში გამოწყობილი როდოსელი ფერონიკა მაინც დაესწრო ოლიმპიურ თამაშებს, როგორც თავისი ვაჟიშვილის მწვრთნელი. როდესაც მისმა შვილმა გაიმარჯვა, ფერონიკა გადაეხვია და გადაკოცნა იგი. ყველამ შენიშნა, რომ ის გადაცმული ქალი იყო, მაგრამ მაინც არ დასაჯეს, რადგან ის ოლიმპიური ჩემპიონის, დიაგორასის ქალიშვილი აღმოჩნდა. ამ შემთხვევის შემდეგ შემოიღეს ახალი წესი: ოლიმპიურ თამაშებზე ყველა მონაწილე და მაყურებელი წელს ზემოთ შიშველი უნდა მისულიყო.
საინტერესოა, რომ ოლიმპიადების ისტორიაში პირველ ჩემპიონად ითვლება ელადელი მზარეული სახელად კორები.
ძველ საბერძნეთში ოლიმპიური თამამაშები 1170 წლის განმავლობაში იმართებოდა და მხოლოდ ახალი წელთაღრიცხვის 394 წელს შეწყდა. ეს „წარმართული ზეიმი“ რომელმა იმპერატორმა თეოდოსი პირველმა აკრძალა, ხოლო რამდენიმე ხნის შემდეგ ელადის მშვენიერი ქალაქი ოლიმპია ცეცხლს მისცეს...
ათენში ოლიმპიური თამაშების განახლება ფრანგი პიერ დე კუბერტენის ინიციატივით მოხერხდა 1896 წელს. ოლიმპიადის განახლებასთან ერთად აღდგა უძველესი ფიციც, რომელიც დღეს ასე ჟღერს: „ვფიცავ, რომ ოლიმპიურ თამაშებში პირნათლად და წესების შესაბამისად ვიასპარეზებ, ხოლო ჩემი მონაწილეობით სამშობლოსა და სპორტს სახელს გავუთქვამ“.
განახლებულ ოლიმპიურ თამაშებზე, რომელშიც 13 ქვეყნის 285 სპორტსმენი მონაწილეობდა, პირველი ჩემპიონი ბერძენი სპირიდონ ლუისი გახდა. მან მარათონულ რბენაში გაიმარჯვა. ამბობენ, რომ ლუისის გამარჯვებას დიდად შეუწყო ხელი ლოცვამ და ერთი ჭიქა ღვინის შესმამ (ესეც პირველი დოპინგი!).
ქალებმა მხოლოდ 1900 წელს მიიღეს ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება. 1924 წლიდან ოლიმპიადა სპორტის ზამთრის სახეობებშიც იმართება. თუ XX საუკუნის დასაწყისში ოლიმპიადაში მსოფლიოს 13 ქვეყანა მონაწილეობდა, დღეს ეს რიცხვი 180-მდე გაიზარდა.
ოლიმპიადის დევიზია litius, altius, fortius („უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერად“) და არა „მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება“. ხალხში საყოველთაოდ ცნობილი და ძალზე პოპულარული ეს დევიზი თუ ლოზუნგი 1908 წლის ლონდონის ოლიმპიადას უკავშირდება. მარათონის მორბენალი, იტალიელი პიეტრო დორანდო პირველი მივიდა ფინიშთან, მაგრამ წაიქცა და მაყურებლებმა წამოაყენეს. ამიტომ ოქროს მედალი ამერიკელს ერგო, იტალიელი კი თასით დააჯილდოვეს. სწორედ მაშინ, მის დასამშვიდებლად პენსილვანიის ეპისკოპოსმა თავის ქადაგებაში წარმოთქვა ის სიტყვები, რომლებიც შემდეგ ფრთიან ფრაზად იქცა: „მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება“.
ამგვარად, აპოლონის რჩევამ გაამართლა — ბერძენი ათლეტებისათვის ენერგიის დასახარჯად გამოგონილმა ოლიმპიურმა თამაშებმა ათასობით წელი გაძლო და ის დღემდე ყველაზე დიდ და ხალხმრავალ სპორტულ ფორუმად ითვლება, ხოლო იქ გამარჯვება ყველა სპორტსმენისათვის საამაყოა.