„უბედურ ვარსკვლავზე დაბადებული“ ცნობილი ადამიანები: საინტერესო ფაქტები

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშივარსკვლავებიანი ცა
ვარსკვლავებიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2021
გამოწერა
ძველად ეგონათ, რომ, როცა ადამიანი იბადება, ცაზე მისი ბედის ვარსკვლავი ჩნდება, სიკვდილის დროს კი ის ცას სწყდება და ქრება.

ამ რწმენის მიხედვით, არსებობენ კარგ და ცუდ ვარსკვლავზე დაბადებულები, ანუ კარგი და ცუდი ბედის ადამიანები. ალბათ საინტერესო იქნება, მოგითხროთ „უბედურ ვარსკვლავზე გაჩენილ“ სახელოვან ადამიანთა ისტორიები, რომლებსაც იღბალმა სწორედ იმ დროს აქცია ზურგი, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.

***

ძველი რომაელი მემატიანე პლინიუსი (უფროსი) იმდენად გაიტაცა ვულკან ვუზევიდან ამოფრქვეული ლავის ცქერამ, რომ ცნობისწადილით შეპყრობილი ჯიუტად მიიწევდა ვულკანის ცენტრისკენ, რათა უფრო კარგად შეეცნო მისი ბუნება. საბოლოოდ კი, კატასტროფის კვლევის აზარტში შესული, ლავამ შთანთქა.

ძველი წიგნი - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2021
ამბავი როსკიპებისთვის დადგმული ძეგლებისა: ხაზინის ქურდები - წარსულიდან აწმყომდე

***

ათენის ლეგენდარული მეფე თესევსი კუნძულ სკიროსზე დაიღუპა.

მეფე ნასადილევს ჩვეულებრისამებრ გავიდა სასეირნოდ იქაური მამულების სანახავად, მაგრამ კლდეზე წაბორძიკდა და ხრამში გადაიჩეხა.

***

ეპირის გენიალური მეფე პიროსი დაპყრობილი პელოპონესის ქალაქ არგოსში ვიღაც დედაბრის მიერ სახურავიდან გადმოგდებულმა კრამიტმა იმსხვერპლა.

ასე სულელურად მოკვდა კაცი, რომელსაც თავისი არცთუ ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში ორასამდე ბრძოლა ჰქონდა მოგებული.

***

როდესაც რომაელებმა სირაკუზი აიღეს, არქიმედე იმ დროს ღია ცის ქვეშ იჯდა და ქვიშაზე ჯოხით ფორმულები გამოჰყავდა. როდესაც მას თავს წაადგნენ, მუშაობა არ შეუწყვეტია, ისე მიმართა მტრის ჯარისკაცს: „ნოლი ტანგერე ცირკუს მეოს“ („არ შემოხვიდე ჩემს წრეში“) და მუშაობა განაგრძო.

Книги на полке - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2021
რატომ დამკვიდრდა ქალის წინ გატარება, ჭიქების მიჭახუნება და სხვა ჩვევები

რომაელმა ჯარისკაცმა ხმლის ერთი მოქნევით გამოასალმა დიდი ბერძენი მეცნიერი სიცოცხლეს.

***

ძველი ბერძენი დრამატურგი ესქილე კუმ შეიწირა. ერთ დღეს ის ქვიშაში ჩაწოლილი მზეს ეფიცხებოდა და ყურადღება არ მიაქცია ცაში მონავარდე მტაცებელ ფრინველს. არწივმა დრამატურგის მელოტი თავი ქვად აღიქვა და მასზე დაჭერილი კუ დააგდო (ამ ტრიუკს არწივი აკეთებს იმისთვის, რომ კუს ჯავშანი გატეხოს და გემრიელად ისადილოს). ესქილე ადგილზევე გარდაიცვალა.

***

ბელა I უნგრეთის მეფე მას შემდეგ გახდა, რაც 1060 წელს აჯანყდა, ღვიძლი ძმა ბრძოლაში დაამარცხა და ეს ტიტული ჩამოართვა.

სამი წლის შემდეგ ბელას მოულოდნელად სამეფო ტახტი ჩაუტყდა, მიღებული დაზიანებები კი მისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა.

***

ჯეიმს II შოტლანდიის სამეფო ტახტზე 1437 წელს 7 წლისა ავიდა და ქვეყანას თითქმის 23 წლის განმავლობაში მართავდა.

კითხვის ნიშანი ლაბირინთში - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
შეცდომები, რომლებმაც დიდ აღმოჩენებს დაუდო სათავე: საინტერესო ამბები

ახალგაზრდა მონარქს ნადირობა, სპორტული შეჯიბრებები, ომები და ინოვაციური საბრძოლო იარაღები უყვარდა. 1460 წელს ის საკუთარ ჯართან ერთად ინგლისელების მიერ დაკავებული უკანასკნელი შოტლანდიური ციხე-სიმაგრის ასაღებად გაეშურა. ალყის დროს მეფემ ბანაკს მოახლოებული მისი მეუღლე დაინახა და დედოფლის მისასალმებლად ახლად შეძენილი ზარბაზნიდან გასროლა ბრძანა. მაგრამ ქვემეხი აფეთქდა და მასთან ახლოს მდგომი ჯეიმსი შუაზე გაგლიჯა.

***

რომის იმპერატორი ტიბერიუსი ცუდად გახდა და მალე გრძნობა სავსებით დაკარგა. ის უკვე მკვდრადაც გამოაცხადეს და კალიგულას იმპერატორობა მიულოცეს, როცა ტიბერიუსი მოულოდნელად გაცოცხლდა. მაგრამ გვარდიის პრეფექტი მაკრონი არ დაიბნა და ტიბერიუსი ბალიშით გაგუდა.

***

უილიამ ჰარისონის ინაუგურაცია 1841 წელს, იანვრის ძალიან ცივ, ყინვიან ამინდში ჩატარდა. ის გაცივდა და პნევმონია დაემართა. სამწუხაროდ, ექიმებმა ვერაფრით უშველეს და პრეზიდენტი ერთ თვეში გარდაიცვალა.

უილიამ ჰარისონის პრეზიდენტობა ყველაზე ხანმოკლეა ამერიკის ისტორიაში.

სპარტელი მეომარი - Sputnik საქართველო, 1920, 22.01.2021
უძლეველი სპარტა: მეომართა აღზრდის წესები, თავისუფლება სექსში და შიშველი ცეკვა

***

საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს ტრიბუნალის საზოგადოებრივი ბრამლდებელი ანტუან ფუკიე-ტენვილი იყო, რომელმაც ასობით ადამიანი აიყვანა გილიოტინაზე.

1795 წელს ის თავად დააპატიმრეს და თავის მოკვეთა მიუსაჯეს. ბედის ირონიით, ბლანკს, რომელზეც ანტუან ფუკიე-ტენვილის სიკვდილით დასჯის ბრძანება ეწერა, მისივე ხელმოწერა ამშვენებდა.

თურმე ნუ იტყვით, მას წინასწარ დიდი რაოდენობით გაემზადებინა ხელმოწერილი ბლანკები, რომლებიც მის შემცვლელს გადასაყრელად დანანებია და ისე გამოვიდა, რომ ფუკიე-ტენვილმა საკუთარი სიკვდილის ბრძანება თავადვე გასცა.

***

ფილოსოფოსსა და მწერალს ფრენსის ბეკონს სურდა გამოეკვლია, თუ როგორ მოქმედებდა სიცივე გვამზე. ამ მიზნით მან ქათამი დაკლა და თოვლში ჩამარხა. რამდენიმე დღის შემდეგ განიზრახა დაფლული ქათამი მოენახულებინა. დიდხანს ეძება თოვლში, მაგრამ ვერ იპოვა. სამაგიეროდ გაცივდა, ფილტვების ანთება დაემართა და გარდაიცვალა.

***

კარლოს II ნავარის სამეფო ტახტზე 1349 წელს ავიდა. მონარქი ცბიერებით, მისი რეჟიმი კი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა, ამიტომ მისი საზარელი სიკვდილი ხალხმა ღვთის მიერ მოვლენილ სასჯელად მიიჩნია.

ძველი წიგნი - Sputnik საქართველო, 1920, 04.12.2020
ნამდვილი ისტორიები: სამი საარაკო ამბავი მკლავმაგარ და რკინისმკვნეტელ ქართველებზე

1387 წლის 1 იანვარს შეუძლოდ მყოფ კარლოსს სუნთქვა გაუჭირდა, ამიტომ, ექიმის გადაწყვეტილებით, ბრენდში დასველებულ ტილოებში გაახვიეს, რომლებიც ყველა მხრიდან ამოკემსეს. ამ პროცედურის დასრულებისას მომვლელმა ქალმა კვანძი შეკრა და ძაფი ანთებული სანთლით მოწვა, რის გამოც ნაჭერს ცეცხლი მოედო და მეფე ცოცხლად დაიწვა.

***

XIII საუკუნეში ევროპაში უკვე ცნობილი იყო თოფის წამლის შემადგენლობა, მაგრამ აფეთქების შედეგად გამოყოფილი ძალის გამოყენება პირველად აზრად მოუვიდა გერმანელ ბერს, ალქიმიკოს ბერტოლდ შვარცს. მან რამდენიმე მორტირა (ქვემეხის წინაპარი) დაუმზადა ვენეციელებს. მაგრამ იმის შიშით, რომ გამომგონებელს მტრისთვისაც არ შეექმნა ასეთივე ქვემეხები, 1388 წელს, გერმანიის იმპერატორ ვაცლავ IV-ის ბრძანებით, ბერტოლდ შვარცი თოფის წამლით სავსე კასრზე დასვეს და ააფეთქეს.

***

საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XVI ფულის მომჭრელი ოსტატებისგან მოითხოვდა, მონეტაზე რაც შეიძლება ზუსტად გამოესახათ მისი პროფილი. საბოლოოდ მიზანს მიაღწიეს, რამაც დაღუპა კიდეც მეფე.

საფრანგეთის რევოლუციის დროს მეფის ოჯახი დახურული კარეტით მალულად მიემგზავრებოდა პარიზიდან. საზღვარზე მეფემ კარეტის ფანჯრიდან თავი გამოყო და იქვე მდგომმა სასტუმროს მეპატრონემ მყის იცნო სპილენძის ფულზე გამოსახული მონარქი. მეფე ადგილზევე დააპატიმრეს, ხოლო მოგვიანებით თავი გააგდებინეს.

წიგნები და სასკოლო მერხი - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2020
გაიცანით საინტერესო ისტორიის სიტყვები: მცირე განმარტებითი ლექსიკონი

***

სპარსეთის დიდი მეფე ქსერქსე (ძვ.წ. 465 წელი) შეუკავებელმა სიცილმა მოკლა.

***

უცნაური და ახირებული იყო ცნობილი იტალიელი მათემათიკოსი ჯეროლამო კარდანო და თავის სისულელეს ემსხვერპლა კიდეც.

კარდანომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა იმის გამო, რომ მის მიერვე შედგენილი ჰოროსკოპი გაემართლებინა.

***

დოქტორმა ულის შეისმა სახელი იმით გაითქვა, რომ უამრავი წიგნი დაწერა სწორი და ჯანმრთელი კვების შესახებ. მას არ დაუშურებია სიტყვათა მარაგი და მელანი იმისთვის, რომ თავისი მკითხველები დაერწმუნებინა სწორი კვების სარგებლობაში. თუმცა, ბედის ირონიით, დოქტორი ულისი შიმშილისგან გარდაიცვალა.

***

გერმანიის იმპერატორი ფრიდრიხ ბარბაროსა (რომლისაც ყველაზე მეტად ეშინოდათ სულთან სალადინს და სარკინოზებს) ჯვაროსნული ლაშქრობის დროს აღესრულა. პატარა მდინარე სალეფის გადალახვისას ის მდინარეში ჩავარდა. მძიმე ჯავშნის გამო იმპერატორი წყლიდან დროულად ვერ ამოიყვანეს და დაიხრჩო...

ყველა ახალი ამბავი
0