რატომ დამკვიდრდა ქალის წინ გატარება, ჭიქების მიჭახუნება და სხვა ჩვევები

© Pixabay / PublicDomainPicturesწიგნები
წიგნები - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2021
გამოწერა
ჩვენს სინამდვილეში არის დამკვიდრებული ისეთი ჩვევები, რომელთაც გაუცნობიერებლად, როგორც რიტუალს, ისე ვასრულებთ

არადა, ხშირად წარმოდგენაც არ გვაქვს, რატომ ვიცქევით ასე. უბრალოდ ასეა მიღებული საზოგადოებაში და ჩვენც ვიცავთ იმ ნორმებს, რომლიც მყარად არის დამკვიდრებული.

მანდილოსნის წინ გატარება

მანდილოსნის წინ გატარების ტრადიცია ქვის ხანიდან მოდის. მაშინ ადამიანები გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ. ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ადამიანის საცხოვრისთან ჩასაფრებული მტაცებელი ცხოველები თავს ესხმოდნენ გამოქვაბულიდან გამომსვლელებს. ამიტომაც მონადირეები წინ ქალს უშვებდნენ და როდესაც დარწმუნდებოდნენ, რომ საფრთხე არ იყო, ამის შემდეგღა გამოდიოდნენ გარეთ.

კითხვის ნიშანი ლაბირინთში - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
შეცდომები, რომლებმაც დიდ აღმოჩენებს დაუდო სათავე: საინტერესო ამბები

ქუდის მოხდით მისალმება

 მისალმება ქუდის მოხდით შუა საუკუნეების პერიოდიდან მოდის. დაუწერელი კანონის თანახმად, როდესაც რაინდი მშვიდობიანი მოსახლის ზღურბლს გადააბიჯებდა, ვალდებული იყო, მუზარადი  მოეხადა. დაუცველი თავით ის  მასპინძლისადმი ნდობას გამოხატავდა. შემდგომში უკვე თავის მოშიშვლება ნაცნობებთან და მეგობრებთან ჩვეულებად იქცა და მას ზრდილობის ეტიკეტის ფორმა მიეცა.

ხომ არ დაგველია?

ნიკაპქვეშ თითის მირტყმა ალკოჰოლის დასალევად მიპატიჟების ნიშანია და პეტრე დიდის ეპოქიდან მოდის. არსებული ცნობებით, პიტრეს ერთი მასხარა ჰყოლია, მეჯინიბე ბალაკირევი, რომლისაგანაც იმპერატორი დიდად ყოფილა დავალებული. მადლიერმა პეტრემ ბალაკირევს უფლება მისცა, შესულიყო ნებისმიერ ტრაქტირში და უფასოდ გადაეკრა ალკოჰოლი. მეჯინიბეს ამისთვის სპეციალური ნებართვა უნდა წარედგინა, მაგრამ ფურცლების ტარება დაეზარა და მეფეს სთხოვა, სამეფო ბეჭედი ნიკაპის ქვეშ ამოეშანთა. ამის შემდეგ ნებისმიერ ტრაქტირში შესული ბალაკირევი თითის მირტყმით აჩვენებდა მეტრაქტირეს სახელმწიფო ბეჭედს და უფასო სასმელს მოითხოვდა.

სამხედრო მისალმება

მსოფლიოში გავრცელებული სამხედრო მისალმება — ქუდთან მარჯვენა ხელის მიტანა — სათავეს 1588 წლიდან იღებს, როდესაც ინგლისის ფლოტმა ესპანელები დაამარცხა.

სპარტელი მეომარი - Sputnik საქართველო, 1920, 22.01.2021
უძლეველი სპარტა: მეომართა აღზრდის წესები, თავისუფლება სექსში და შიშველი ცეკვა

როგორც ირკვევა, ინგლისის დედოფალმა ელისაბედმა გადაწყვიტა, პირადად მიელოცა მეზღვაურებისათვის ეს გამარჯვება. მაშინ ინგლისის ადმირალმა ფრენსის დრეიკმა გასცა განკარგულება: თითოეულმა მეზღვაურმა დედოფლის თვალისმომჭრელი სილამაზისაგან დასაცავად მარჯვენა ხელისგულით დაიფარეთ თვალებიო.

სხვა ვერსიით, სამხედრო პირთა შორის ხელის შუბლთან მიტანით მძიმედ შეჭურვილ რაინდთა დროიდან დამკვიდრდა. რაინდები ხელით მაღლა წევდნენ მუზარადის წინა ნაწილს — ზარადს, და სახეს უჩვენებდნენ ერთურთს მტერ-მოყვარის გასარჩევად.

ჭიქის მიჭახუნება

ადრეულ საუკუნეებში სასმელის მოწამვლის გზით არასასურველი ადამიანების თავიდან მოშორება ძალიან გავრცელებული იყო. ამიტომაც საფრთხის გამოსავლენად დალევის წინ თასების მძლავრად მიჭახუნების ტრადიცია დამკვიდრდა. თუ სასმელი მოწამლული იყო, მიჭახუნებისას შხეფები ერთი სასმისიდან მეორეში მოხვდებოდა და ვერც მკვლელობის მოსურნე გადაურჩებოდა სიკვდილს. სტუმრისთვის ჭიქის მიჭახუნებით მასპინძელი სტუმარს აგრძნობინებდა, რომ სასმელი სუფთა იყო და მისი თამამად შესმა შეიძლებოდა.

არსებობს მეორე ვერსიაც: რადგან ღვინის სასმისების ერთმანეთზე მიჭახუნების ხმა ზარების რეკვას ჩამოჰგავდა, ძველ ქრისტიანებს მიაჩნდათ, რომ ამით ბოროტ სულებს აფრთხობდნენ.

ხელის ჩამორთმევა

კავკასიის მთები - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2021
რანი ვიყავით, ანუ წუთისოფელს კაცებად შერჩენილი ქართველები

არსებობს მისალმების რამდენიმე ფორმა, რომელთა  შორის ყველაზე გავრცელებულია ხელის ჩამორთმევა.

XVII საუკუნის ბოლოს, ინგლისსა და ამერიკის შეერთებული შტატებში გავრცელებული ერთ-ერთი ქრისტიანული სექტის  — კვაკერების წევრებმა უარი თქვეს, მისალმებისას წელში მოხრილიყვნენ ან ქუდი მოეხადათ სხვა ადამიანის წინაშე. კვაკერების აზრით, ამგვარი მისალების პატივი მხოლოდ უფალს უნდა ხვდომოდა წილად. ამიტომაც შემოიღეს მისალმების სხვა ფორმა — ხელის ჩამორთმევა.

თუმცა არსებობს კიდევ უფრო ადრინდელი ვერსიაც, რომ ამგვარი მისალმებით ადამიანები ერთმანეთს უიარაღო ხელს აჩვენებდნენ და აგრძნობინებდნენ, რომ მშვიდობიანი მიზნები ჰქონდათ.

ხეზე  დაკაკუნება

ცუდის ასარიდებლად ხეზე დაკაკუნების ჩვევაც უძველესი დროიდან მოდის. ცრურწმენით, ავი სულები გამუდმებით აყურადებდნენ ადამიანებს და მათი ყველა ჩანაფიქრი იცოდნენ. ამიტომ, ერთმანეთისთვის განდობილი კარგი განზრახვები რომ არ ჩაშლოდათ, ძველები ხეზე აკაკუნებდნენ, რომ ავი სულები დაეფრთხოთ და განედევნათ.

ცერა თითის მაღლა აწევა

ქვიშის საათი - Sputnik საქართველო, 1920, 02.01.2021
გმირობა ქართველთ ხვედრია: რამდენიმე ამბავი სიმამაცეზე

ძველ რომში დამარცხებული გლადიატორისათვის სასიკვდილო განაჩენი რომის კონსულს (მოგვიანებით იმპერატორს) ან სენატორს გამოჰქონდა. ამ დროს ის ცერა თითს დაბლა სწევდა, რაც იმის ნიშანი იყო რომ გლადიატორი უნდა მომკვდარიყო. თუ კონსული (იმპერატორი) ცერა თითს მაღლა ასწევდა —  დამარცხებულს სიცოცხლეს უნარჩუნებდნენ.

მას შემდეგ, უამრავი დრო გავიდა, მაგრამ ცერა თითის მაღლა აწევა სამუდამოდ დამკვიდრა იმის ნიშნად, რომ საქმე კარგადაა, ხოლო ცერის დაბლა დაწევა კი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი  ცუდადაა.  

„მაღარიჩი“    

მაღარიჩი — რაიმე სასიამოვნო საქმის აღსანიშნავად გამართული მასპინძლობა, პურ-მარილი, ასეთია ამ ტერმინის განმარტება.

ადრე, მონღოლთა ბატონობის ხანაში, დაპყრობილი ხალხები ვალდებული იყვნენ, მონღოლთა ყაენისათვის ათასგვარი გადასახადი ეხადათ. როცა ყველა ვალს გაისტუმრებდნენ, დაპყრობილები (მნიშვნელობა არ ჰქონდა, მეფე იყო ეს, ერისთავი თუ გლეხი) ვალდებულნი იყვნენ, რომ ამის აღსანიშნავად  მონღოლთა ბასკაკისთვის (ხარკის ამკრეფი) მაღარიჩი ეკისრათ, ანუ სუფრა გაეშალათ.

მართალია, მონღოლთა ძლევამოსილი იმპერიაცა და გადასახადებიც კარგა ხანია, წარსულს ჩაბარდა, მაგრამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნად „მაღარიჩის კისრება“ დღემდე ტრადიციადაა შემორჩენილი.

ყველა ახალი ამბავი
0