უძლეველი სპარტა: მეომართა აღზრდის წესები, თავისუფლება სექსში და შიშველი ცეკვა

CC0 / Pixabay / სპარტელი მეომარი
სპარტელი მეომარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თითქმის 3 ათასი წლის წინ, იმ დროს, როდესაც სოციალიზმის ხსენებაც არ იყო, არსებობდა სახელმწიფო, რომლის წეს-წყობილებაც თავისი არსით სოციალისტური იყო.

ეს იყო იდეალური მოდელი, რომელმაც სხვა პოლისებისაგან არაფრით გამორჩეული ლაკონია, სამხედრო თვალსაზრისით, ანტიკური სამყაროს ზესახელმწიფოდ აქცია და სამუდამოდ დაუმკვიდრა გამორჩეული ადგილი მსოფლიო ისტორიაში.

არქაულ და ანტიკურ ეპოქაში საბერძნეთი ქალაქ-სახელმწიფოებად, ანუ პოლისებად იყო დაყოფილი, რომელთა შორის იყო სპარტაც, იგივე ლაკედემონი (ლაკონია).

გიზის პირამიდები - Sputnik საქართველო
ფარაონის როსკიპი ქალიშვილის ფულით აგებული პირამიდა – 46 საუკუნის მიღმა

ძვ.წ. IX საუკუნის სპარტაში ანარქია მძვინვარებდა. ვინაიდან მაშინდელი ლაკონიის საზოგადოება მკვეთრად პოლარიზებული იყო — არსებობდნენ ძალიან მდიდრები და ძალიან ღარიბები.  ანტაგონისტურად განწყობილ ფენებს შორის დიდი დაპირისპირება იყო, ქუჩის შეტაკებები ლაკონიისათვის ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ. სისხლისმღვრელი შიდააშლილობა გაგრძელდა მანამ, სანამ ამ ყველაფერს წერტილი არ დაუსვა სპარტის ლეგენდარულმა კანონმდებელმა ლიკურგემ. მისმა გატარებულმა რეფორმებმა სიმშვიდეც მოუტანა ქვეყანას და გააძლიერა კიდეც.

ლიკურგემ შექმნა სახალხო კრება, ხელისუფლების უმაღლესი ორგანო — გერუსია, ანუ უხუცესთა საბჭო. იგი წარმოადგენდა ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს. შედგებოდა 30 წევრისაგან: 28 უხუცესისა (რომელთა ასაკიც 60 წელს აღემატებოდა და ირჩევდნენ მთელი სიცოცხლის განმავლობაში) და ორი მეფისაგან.

ლიკურგემ ასევე გაატარა სოციალური რეფორმები რომელთაც უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობაჰქონდა, ვინაიდან მან მთლიანად შეცვალა სპარტელთა ცხოვრების წესი.

მიწის რეფორმა – სპარტის მიწები დაიყო 30 ათას ნაკვეთად, რომელიც გადავიდა პერიეკების მფლობელობაში, ხოლო ქალაქის 9 ათას ნაწილად დაყოფილი ნაკვეთები გადაეცა სპარტელებს. ამით აღმოფხვრა ქონებრივი უთანასწორობა და ნიადაგი გამოაცალა სოციალური მოტივით გამოწვეულ ანარქიას, რასაც, სხვათა შორის, ლიკურგეს მამაც შეეწირა.

ფულის რეფორმა – ოქროს და ვერცხლის მონეტების შეცვლა რკინის დიდი ზომის მძიმე მონეტით. შედარებისათვის: ათი მნას (ფულის ერთეული ძველ საბერძნეთში) გადასატანად ურემი იყო საჭირო, ხოლო სახლში შესანახად — დიდი საკუჭნაო. ამით ლიკურგემ მრავალი სახის ბოროტმოქმედება აღმოფხვრა ქვეყანაში. მართლაც, ვინ მოპარავდა ან ქრთამად აიღებდა იმას, რისი დამალვაც შეუძლებელი იყო? ერთი სიტყვით, ამით ფულის დაგროვებას აზრი დაუკარგა.

მუზარადები - Sputnik საქართველო
მრისხანე გურჯი მეომრები: „ქართველნი ჯარნი კაცის მჭამელნი“

სესტია – ერთობლივი ტრაპეზის შემოღება. სპარტელები ვალდებულნი იყვნენ, ერთად ესადილათ. სპარტელები ჭამდნენ მხოლოდ იმდენს, რომ შიმშილით არ მომკვდარიყვნენ. სპარტელთა ძირითადი საკვები იყო შავი ბულიონი. ეს გახლდათ სისხლში, ძმარსა და მარილში მოხარშული ხორცი, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან უგემური იყო და ბოლომდე ერთ ულუფასაც ვერავინ მიირთმევდა. ამ უგემური საკვების დამსახურება გახლდათ ის, რომ სპარტელთა ნავარჯიშევ სხეულს სიმსუქნე არ ეკარებოდა.

შავ ბულიონთან დაკავშირებით არსებობს მემატიანეთა ცნობა: ერთხელ სპარსეთის მეფე ქსერქსემ ინება თურმე მისი გასინჯვა და ნირწამხდარს აღმოხდენია: აი, რატომ არის, რომ სპარტელებს ბრძოლაში სიკვდილი ურჩევნიათ შინ ცოცხლად დაბრუნებასა და ამ საშინელების ჭამასო.

სპარტა საუკუნეების განმავლობაში დაუმარცხებლად იყო აღიარებული. გადმოცემის თანახმად, პოლისს საერთოდ არ ერტყა კედლები. ეს ადგილობრივ მეომრებს აიძულებდა, ნებისმიერ შემოტევას გამკლავდებოდნენ — და ეს ასეც იყო. სპარტალებისა ძალიან ეშინოდათ, ამიტომ ანტიკურ ხანაში ვერავინ ბედავდა მათზე თავდასხმის გაფიქრებასაც კი. თვით ლეგენდარული ალექსანდრე მაკედონელის მამამ, ფილიპე მაკედონელმაც ვერ გაბედა ეს. თუმცა დამუქრებით კი დაემუქრა: თუ ლაკონიაში მოვედი, ძირფესვიანად მოგთხრითო. სპარტელებმა კი პასუხად ერთადერთი სიტყვა შეუთვალეს: „თუ“.

მიუხედავად ასეთი სიძლიერისა, ლიკურგე სპარტელებს  უკრძალავდა ერთი და იგივე სახელმწიფოზე რამდენჯერმე თავდასხმას, რათა სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი მტერი სამხედრო საქმეში არ გაწაფულიყო.

მაიმუნი წიგნით - Sputnik საქართველო
ქმრისთვის რქების დადგმა და ათენელი პარაზიტები: შემეცნებითი ლექსიკონი

მოგვიანებით, ძვ.წ. IV საუკუნეში მოღვაწე ლაკედემონის მეფე აგესილაესს თავად სპარტელები მეტისმეტად კიცხავდნენ ბეოტიაში ხშირი ლაშქრობებს გამო. ერთ–ერთ ბრძოლაში დაჭრილ მეფეს უთხრეს კიდეც: კარგი ჯილდო კი მიიღე თებელებისაგან, რომელთაც მაშინ ასწავლე ბრძოლა, როცა ეს არც უნდოდათ და არც იცოდნენო.

სპარტაში ყველა მამაკაცი იყო მეომარი და მათ სხვა საქმიანობა აკრძალული ჰქონდა. რა თქმა, უნდა ლაკონიაში იყვნენ სხვა პროფესიის წარმომადგენლებიც: ექიმები, მწყემსები, ვაჭრები, ხელოსნები, მიწათმოქმედები, მაგრამ ეს მონებისა და უცხოელთა „პრივილეგია“ იყო.

ლიკურგეს კანონმდებლობით, ყველა სპარტელი სახელმწიფოს საკუთრება გახლდათ და მათ აღზრდაზე სწორედ სახელმწიფო ზრუნავდა. ანტიკურ სპარტაში ახალშობილის სიცოცხლე დამოკიდებული იყო უხუცესთა საბჭოზე, რომელსაც მათ ჩვილის მამა წარუდგენდა. თუ ბავშვი ჯანმრთელი იყო, მის კვებასა და გაზრდაზე სახელმწიფო ზრუნავდა, ხოლო სუსტ, ავადმყოფ ან განუვითარებელ ჩვილს, საბჭოს გადაწყვეტილებით, ტაიგეტის კლდის წვერიდან უფსკრულში აგდებდნენ — ავადმყოფი ბავშვი სახელმწიფოსათვის უსარგებლო იქნებაო.

ბავშვის სპარტანული აღზრდა დაბადებისთანავე იწყებოდა. მათ ადრიდანვე აჩვევდნენ სირთულეებს, ჩვილობაში საფენებსაც არ უცვლიდნენ, მზეში, ქარსა და წვიმაში ისე აძინებდნენ, რომ არაფერს აფარებდნენ. 

მამრობითი სქესის ნებისმიერი სპარტელი (მნიშვნელობა არ ჰქონდა, მეფის შვილი იყო თუ რიგითი სპარტელისა), 7 წლამდე იზრდებოდა ოჯახში. ამის შემდეგ მამას ის გასამხედროებულ ბანაკში — „აგელაში“ მიჰყავდა, სადაც პროფესიონალ მეომრად აწრთობდნენ.

ოქროს ძველებური მონეტები - Sputnik საქართველო
10 კასრი ოქრო ქართველი პრინცის ტყვეობიდან დასახსნელად: პეტრე I და ალექსანდრე ბატონიშვილი

აღზრდის მთავარი ამოცანა იყო ცხოვრებისეული სიძნელეების დამოუკიდებლად გადალახვა და ნამდვილი მეომრისათვის საჭირო ძირითადი ჩვევების — სიმამაცის, თვითკონტროლის, ამტანობისა და სიკვდილის შიშის დაძლევის ჩამოყალიბება.

ბიჭები ყაზარმებში იზრდებოდნენ ზედამხედველთა მეთვალყურეობით. „აგელას“ ზედამხედველები ხშირად თამაშისას განგებ ჩამოაგდებდნენ ხოლმე მათ შორის შუღლს, რათა თითოეული ბავშვის ხასიათი გაეგოთ.

სპარტელი აღმზრდელების აზრით, ზედმეტი ლაქლაქი და ფუჭი სიტყვები სრულიად უსარგებლო იყო. ამიტომაც ბავშვებს მოკლე ფრაზებით სხარტ და აზრიან საუბარს ასწავლიდნენ. სწორედ აქედან, ლაკონიიდან გაჩნდა ცნება „ლაკუნური გამოთქმა“. ასეთი მახვილგონივრული და მოკლე ფრაზებით სპარტელებს მწყობრიდან გამოჰყავდათ მოწინააღმდეგეები.

ერთხელ, საბერძნეთში შეჭრილმა სპარსეთის მეფე ქსერქსემ ლაკონიელებს მიბაძა და სპარტელებს მოკლე ბრძანება გაუგზავნა: „იარაღი ჩაგვაბარეთ!“ პასუხად კი მიიღეს: „მოდით და წაიღეთ!“.

თერმოპილესთან დაბანაკებული ქსერქსეს უზარმაზარი ურდო რომ იხილა, ერთ-ერთმა ბერძენმა თანამემამულეთ აღელვებულმა მიმართა: „თავს უშველეთ, ბარბაროსები იმდენნი არიან, ყველამ ერთად რომ ისროლოს ისარი, მზეს დააბნელებენ“.

ამაზე სპარტელმა დეინიკემ პანიკიორი ორი სიტყვით გააჩუმა: „ვიბრძოლებთ ბნელში“.

ვარდი როიალზე - Sputnik საქართველო
დედოფალთან გატარებულ ღამეს შეწირული ქართველი დონ ჟუანი და დიპლომატიური სკანდალი

სპარტელები ცხოვრობდნენ იმისათვის, რომ ბრძოლაში ლამაზად მომკვდარიყვნენ. როდესაც სპარტელი ომში მიდიოდა, დედა მას ისტუმრებდა სიტყვებით: „ფარით ან ფარზე“. ანუ, ან გამარჯვებით დაბრუნდი, ფარით ხელში, ან მოკვდი და შინ ფარზე დასვენებულს მოგიყვანენო.

სპარტაში თრობა სამარცხვინოდ მიიჩნეოდა. ისინი მონებს უზომო რაოდენობის ღვინოს ასმევდნენ, ქალაქში გაჰყავდათ და უხამსად მოქცევას აიძულებდნენ, რათა ახალგაზრდებს დაენახათ, თუ რა საშინელებაა სიმთვრალე და როგორ აკარგვინებს ის ადამიანს სახეს.

ლიკურგემ დიდი ყურადღება დაუთმო სპარტელთა გამრავლებასაც. მან სასჯელი დააწესა უცოლო სპარტელებისთვის. გარდა იმისა, რომ ასეთებს ზაფხულში აპოლონის საპატივცემულო რიტუალზე დასწერება ეკრძალებოდათ, ზამთარში ტანზე უნდა გაეხადათ, ქალაქის მთავარი მოედნის გარშემო დედიშობილა ერბინათ და თან მათსავე დასაცინად შეთხზული სიმღერა ემღერათ.     

სპარტაში სექსში შეზღუდვა არ არსებობდა. მოხუც კაცს შეეძლო, ლამაზი ჭაბუკი  მიეშვა თავის ცოლთან და ნაყოფი თავისად მიეჩნია. თუ ახალგაზრდას მოეწონებოდა სხვისი ცოლი, უფლება ჰქონდა, ქმრისგან დროებით ეთხოვა ის. ასეთი რამ იმ მიზნით იყო დაშვებული, რომ ჯანმრთელი და ლამაზი ბავშვები დაბადებულიყვნენ.

ლიკურგემ ქალიშვილებს აუკრძალა შინ ჩაკეტვა. ზოგ დღესასაწაულზე დედიშობილა ქალიშვილები ჯეელი ბიჭების თვალწინ ცეკვავდნენ. სიშიშვლე სამარცხვინოდ არ მიიჩნეოდა. პირიქით, ეს ქალებს სხეულის მოვლისა და გამოწრთობის სურვილს უღვივებდა. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მუდამ ფორმაში ყოფილიყვნენ და სიმსუქნის გამო არავის დაეცინა.

ახალქალაქი - Sputnik საქართველო
სისხლით გაუმაძღარი სულთანი და მოოხრებული, მაგრამ ვერდამორჩილებული საქართველო

ლაკონიელთათვის სიბერით სიკვდილი დიდი სირცხვილი იყო. ასეთებს ქალების გვერდით, უსახელო სასაფლაოზე მარხავდნენ და არანაირ  აღნიშვნას არ უკეთებდნენ. სახელიანი საფლავის დასამსახურებლად ბრძოლაში სიკვდილი იყო საჭირო. რაც შეეხებათ ქალებს, სახელიან სასაფლაოზე მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში კრძალავდნენ, თუ მშობიარობის დროს დაიღუპებოდნენ.

მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული. ლეგენდარულმა ალექსანდრე მაკედონელმა მაინც მოდრიკა სპარტელები, თუმცა სპარტაში არც შეჭრილა — ლაკონიელებმა უბრძოლველად აღიარეს მისი უზენაესობა: „რადგან ალექსანდრეს ასე სურს, დაე იყოს ღმერთი!“

მართალია, მაკედონელი მალევე აღესრულა, მასთან ერთად მისი იმპერიაც დაინგრა და სპარტამაც დამოუკიდებლობა მოიპოვა, მაგრამ ძველი დიდებიდან აღარაფერი დარჩა. ალესანდრეს დაპყრობითმა ომებმა ბერძნულ პოლისებს, მათ შორის, სპარტასაც, დიდი სიმდიდრე მოუტანა. ფუფუნებამ და განცხრომით ცხოვრებამ ქონებრივი უთანასწორობა შეიტანა სპარტელთა ცხოვრებაში და „სპარტული სოციალიზმის“ უნიკალური და განუმეორებელი ფენომენი თანდათან ისტორიას ჩაბარდა...

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური