ჟურნალისტებზე თავდამსხმელი კიდევ ოთხი პირი განაჩენს პატიმრობაში დაელოდება

© Sputnik / Alexander Imedashvili„ღირსების მარშის" მოწინააღმდეგეთა აქცია
„ღირსების მარშის მოწინააღმდეგეთა აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
ამ დროისათვის ჟურნალისტებზე თავდასხმის გამო დაკავებულიდან უკვე შვიდს შეეფარდა აღკვეთის ზომად პატიმრობა გამოძიების პერიოდში.
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ზომად პატიმრობა კიდევ ოთხ პირს შეუფარდა, რომლებსაც ბრალად ჟურნალისტებზე თავდასხმა ედებათ.
აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
ძალადობა ჟურნალისტებზე: პროკურატურამ ბრალდება კიდევ რვა პირს წარუდგინა
ჟურნალისტებზე მასობრივი თავდასხმა 5 ივლისს ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მოხდა. აგრესიულად განწყობილი დემონსტრანტები სცემდნენ ჟურნალისტებს და მათ ლგბტ–საზოგადოების პროპაგანდაში ადანაშაულებდნენ. შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს ძალადობის მსხვერპლი გახდა მასმედიის 53 წარმომადგენელი.
საქმის მასალების მიხედვით, ამ ოთხი პირიდან ბრალდებულები თორნიკე დავლაშერიძე და აკაკი ნაკაშიძე თავს დაესხნენ TV Pirveli-ს ჟურნალისტსა და ოპერატორს, ხოლო თემურ ხარაული და ილია ქებაძე – „მთავარი არხის“ ოპერატორსა და „ტაბულის“ ჟურნალისტს.
ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფების გირაოთი გათავისუფლება მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
„თქვენი ქმედებები არის უაღრესად საფრთხის შემცველი, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, მაღალი საფრთხე და რისკია ახალი დანაშაულის ჩადენის. სრულად ვეთანხმები ბრალდების მხარეს და პროკურატურის შუამდგომლობას ვაკმაყოფილებ“, – განაცხადა მოსამართლე რომან ხორავამ.
ვახტანგ გომელაური - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
ვახტანგ გომელაური: ჟურნალისტებზე ორგანიზებულად ძალადობა იყო განსაკუთრებით მძიმე
ბრალდებულთა ნაწილმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა, თუმცა მომხდარში თავად ჟურნალისტები და აქციაზე ემოციური ვითარება დაადანაშაულა.
გუშინ ანალოგიურ დანაშაულზე პატიმრობა შეეფარდა სამ ბრალდებულს – ჭაავას, მჭედლიძეს და დევლარიშვილს ერთდროულად ორი მუხლით ედებათ ბრალი – ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
შესაბამისად, ამჟამად ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულთაგან შვიდს სასამართლოს სხდომის ჩატარებამდე პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური