ვახტანგ გომელაური: ჟურნალისტებზე ორგანიზებულად ძალადობა იყო განსაკუთრებით მძიმე

© Government of Georgiaვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
გამოწერა
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური 5 ივლისს დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და მიმდინარე გამოძიებაზე საუბრობს.
ვახტანგ გომელაური: ჟურნალისტებზე ორგანიზებულად ძალადობა იყო განსაკუთრებით მძიმე
„მომხდარზე გამოძიება დაწყებულია და ვიმსჯელებთ, დასაკავებლები არიან თუ არა ეს ადამიანები. ყველა ადამიანის უსაფრთხოება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაკითხვაზე დავიბარეთ უკვე ადამიანები და თუ დანაშაული გამოიკვეთება, აუცილებლად მოხდება დაკავება. 5 ივლისის თემა იყო ძალიან მძიმე, განსაკუთრებით, ჟურნალისტებზე ძალადობა, რომელიც ორგანიზებულად ხდებოდა სხვადასხვა ადგილებში. აღნიშნულ საქმეზე უკვე დაკავებულია არა ერთი და ორი, არამედ 15-16 ადამიანი“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 5 ივლისის საქმესთან დაკავშირებით უწყებაში არსებობს დიდი რაოდენობით ვიდეომასალა, რომელზეც გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0