პოლიციამ 5 ივლისს ჟურნალიტებზე ძალადობისთვის კონტრაქციის კიდევ ოთხი მონაწილე დააკავა

© photo: Sputnikსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
გამოწერა
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამჟამად სისხლის სამართლის მუხლებით სამართალდამცველების მიერ სულ შვიდი პირია დაკავებული. გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები.
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივლისს „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის კიდევ ოთხი მონაწილე დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პოლიციამ ოთხივე პირი ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე დააკავა.
ჟურნალისტები აქციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
„უსაფრთხო მედიაგარემოსთვის!“ – მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს ორმა მათგანმა ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში ტელეკომპანია „TV პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ხოლო კიდევ ორმა დაკავებულმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორს სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2, 156-ის მე-2 ნაწილის „ა" და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
პოლიციას პეტარდები და კვამლის ყუმბარები დაუშინეს - ვიდეო>>
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამჟამად სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით სამართალდამცველების მიერ სულ 7 პირია დაკავებული. გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები.
5 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ და მათი მხარდამჭერი აქტივისტების მიერ ლგბტ თემის უფლებების დასაცავად დაგეგმილი იყო აქცია „ღირსების მარში". მაგრამ უკვე დილის 11 საათზე, დაგეგმილ მარშამდე დიდი ხნით ადრე, რუსთაველის გამზირზე „ზნეობის მცველების" აგრესიული კონტრაქცია დაიწყო.
დაპირისპირება აქციაზე პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
პოლიციამ 6 ივლისს რუსთაველზე  კონტრაქციის 100 მონაწილე დააკავა
გამზირზე ლგბტ თემის წარმომადგენლები და მათი მომხრეები არ გამოჩენილან, ხოლო „ტრადიციული ღირებულებების დამცველების” აგრესიის სამიზნე ჟურნალისტები გახდნენ. მათ სცემდნენ ყველაფრით, რაც ხელში მოხვდებოდათ, უმტვრევდნენ აპარატურას, შეურაცხყოფას აყენებდნენ, განურჩევლად იმისა ვინ რომელ მედიას წარმოადგენდა. თავს დაესხნენ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისებს, რიგით გამვლელებს, რომელთა გარეგნობამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია. ქალაქში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით გადაწყდა, რომ „ღირსების მარში" არ ჩატარდებოდა.
არეულობების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძალადობის 55 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 53 მასმედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ იყო მიმართული. 5 ივლისს ადმინისტრაციული წესით დააკავეს 8 ადამიანი, ხოლო სისხლის სამართლის მუხლებით შსს-მ 6 ივლისს სამი პირი დააკავა, 7 ივლისს – ოთხი.
ყველა ახალი ამბავი
0