https://sputnik-georgia.com/20210707/mediagaremos-usafrTxoebisTvis-aqcia-gaimarTeba-252237936.html
„უსაფრთხო მედიაგარემოსთვის!“ – მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება
„უსაფრთხო მედიაგარემოსთვის!“ – მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება
Sputnik საქართველო
5 ივლისს გამართულ აქციაზე არეულობების შედეგად ჟურნალისტების მიმართ ძალადობის 53 ფაქტი გამოვლინდა. ჟურნალისტური ქარტია მათ დროულად გამოძიებასა და მათზე... 07.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-07T11:11+0400
2021-07-07T11:11+0400
2021-10-19T18:00+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
ადამიანის უფლებები საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/05/252214992_0:504:2730:2048_1920x0_80_0_0_19ab43a92b1e91c2c9a7a1baee6388d9.jpg
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ დღეს, 12:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავს აქციას – „უსაფრთხო მედიაგარემოსთვის!“, ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.პოლიციამ 6 ივლისს რუსთაველზე კონტრაქციის 100 მონაწილე დააკავა>>5 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ და მათი მხარდამჭერი აქტივისტების მიერ ლგბტ თემის უფლებების დასაცავად დაგეგმილი იყო აქცია „ღირსების მარში". მაგრამ უკვე დილის 11 საათზე, დაგეგმილ მარშამდე დიდი ხნით ადრე, რუსთაველის გამზირზე „ზნეობის მცველების" აგრესიული კონტრაქცია დაიწყო.დღეს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორების მიზანია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა მასმედიის წამომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს და უწყებამ გამოიძიოს 5 ივლისს დაშავებული პირების საქმეები. მასმედიის წარმომადგენლების განცხადებით, სამართალდამცველები აქციაზე არ იცავდნენ მათ უსაფრთხოებას და „შორიდან ადევნებდნენ თვალს მათზე განხორციელებულ ძალადობას".ქარტია ასევე მიმართავს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს – გამოიყენონ ყველა ბერკეტი და მყისიერი რეაგირება მოახდინონ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე.5 ივლისს ლგბტ–თემის წარმომადგენლების უფლებების დასაცავად დაანონსებული „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეებმა ჯერ მარში ჩაშალეს, შემდეგ თავს დაესხნენ ჟურნალისტებს და, მათი აზრით, „არასწორად“ ჩაცმულ ახალგაზრდებს. მათ ასევე დაარბიეს „თბილისი პრაიდისა“ და მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისები. თავდასხმების შედეგად შსს-მ ძალადობის 55 ფაქტი დააფიქსირა, აქედან 53 ჟურნალისტების მიმართ იყო ჩადენილი.
https://sputnik-georgia.com/20210707/qvebis-setyva-parlamenttan-252235802.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/05/252214992_0:332:2730:2048_1920x0_80_0_0_ad97b77a2e396b10363b49c71e2e4b07.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, ადამიანის უფლებები საქართველოში, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, ადამიანის უფლებები საქართველოში, საქართველო
„უსაფრთხო მედიაგარემოსთვის!“ – მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება
11:11 07.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) 5 ივლისს გამართულ აქციაზე არეულობების შედეგად ჟურნალისტების მიმართ ძალადობის 53 ფაქტი გამოვლინდა. ჟურნალისტური ქარტია მათ დროულად გამოძიებასა და მათზე რეაგირებას მოითხოვს.
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ დღეს, 12:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავს აქციას – „უსაფრთხო მედიაგარემოსთვის!“, ნათქვამია ქარტიის
განცხადებაში.
5 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ და მათი მხარდამჭერი აქტივისტების მიერ ლგბტ თემის უფლებების დასაცავად დაგეგმილი იყო აქცია „ღირსების მარში". მაგრამ უკვე დილის 11 საათზე, დაგეგმილ მარშამდე დიდი ხნით ადრე, რუსთაველის გამზირზე „ზნეობის მცველების" აგრესიული კონტრაქცია დაიწყო.
„5 ივლისს „ღირსების მარშის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს მიზანმიმართულად თავს დაესხნენ, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუმსხვრიეს ტექნიკა და ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში", – აღნიშნულია ქარტიის განცხადებაში.
დღეს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორების მიზანია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა მასმედიის წამომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს და უწყებამ გამოიძიოს 5 ივლისს დაშავებული პირების საქმეები. მასმედიის წარმომადგენლების განცხადებით, სამართალდამცველები აქციაზე არ იცავდნენ მათ უსაფრთხოებას და „შორიდან ადევნებდნენ თვალს მათზე განხორციელებულ ძალადობას".
ქარტია ასევე მიმართავს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს – გამოიყენონ ყველა ბერკეტი და მყისიერი რეაგირება მოახდინონ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე.
5 ივლისს ლგბტ–თემის წარმომადგენლების უფლებების დასაცავად დაანონსებული „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეებმა ჯერ მარში ჩაშალეს, შემდეგ თავს დაესხნენ ჟურნალისტებს და, მათი აზრით, „არასწორად“ ჩაცმულ ახალგაზრდებს. მათ ასევე დაარბიეს „თბილისი პრაიდისა“ და მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისები. თავდასხმების შედეგად შსს-მ ძალადობის 55 ფაქტი დააფიქსირა, აქედან 53 ჟურნალისტების მიმართ იყო ჩადენილი.