https://sputnik-georgia.com/20210707/qvebis-setyva-parlamenttan-252235802.html
ქვების სეტყვა ჟურნალისტებისა და აქციის თავზე პარლამენტთან - ვიდეო
ქვების სეტყვა ჟურნალისტებისა და აქციის თავზე პარლამენტთან - ვიდეო
Sputnik საქართველო
აგრესიულად განწყობილმა ტრადიციული ფასეულობების დამცველებმა პარლამენტის შენობასთან პოლიციის კორდონებსა და ადგილზე მომუშავე ჟურნალისტებს ქვები დაუშინეს. რა... 07.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-07T01:51+0400
2021-07-07T01:51+0400
2021-10-19T18:00+0400
ვიდეო
მულტიმედია
საზოგადოება
შემთხვევები
თბილისი დღეს
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/07/252235688_6:-1:1280:720_1920x0_80_0_0_5368e17f984d8a70ddb771b48b176280.jpg
ამ დროისათვის პარლამენტის წინ ტერიტორია უკვე დაიკავეს ლგბტ თემის მოწინააღმდეგეებმა, რომლებიც თავს ტრადიციული ფასეულობების დამცველებს უწოდებენ - მათ ფლაგშტოკიდან ჩამოგლიჯეს ევროკავშირის დროშა და დაწვეს.ამ მომენტისათვის შსს-მ მდუმარე აქციის მონაწილეების ევაკუაცია მოასწრო და ღია შეტაკება აღკვეთა.პარლამენტის შენობასთან ახლა 2 ათასამდე ადამიანი იმყოფება. მათ ევროკავშირის დროშის ნაცვლად საქართველოს დროშა და ჯვარი აღმართეს.პოლიციამ ჟურნალისტებს მიმართა თხოვნით, დაეტოვებინათ სპეცოპერაციის ტერიტორია. რუსთაველზე დარჩნენ მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები და კონტრ-აქციის მონაწილეები, რომლებიც დაშლაზე უარს ამბობენ.წინასწარი მონაცემებით, პოლიციელებს შორის არიან დაშავებულები - მათ მოხვდათ ქვები და მეტალის ნატეხები.ძალადობის მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან უსაფრთხო ადგილზე მიკროავტობუსებით გადაიყვანეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/07/252235688_92:-1:1238:720_1920x0_80_0_0_6d4d138b7f1e97c06ca2163946cd2a6a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვიდეო, მულტიმედია, საზოგადოება, შემთხვევები, თბილისი დღეს, საქართველო
ვიდეო, მულტიმედია, საზოგადოება, შემთხვევები, თბილისი დღეს, საქართველო
ქვების სეტყვა ჟურნალისტებისა და აქციის თავზე პარლამენტთან - ვიდეო
01:51 07.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) აგრესიულად განწყობილმა ტრადიციული ფასეულობების დამცველებმა პარლამენტის შენობასთან პოლიციის კორდონებსა და ადგილზე მომუშავე ჟურნალისტებს ქვები დაუშინეს. რა ხდებოდა რუსთაველის გამზირზე - Sputnik-საქართველოს ვიდეოში იხილავთ
ამ დროისათვის პარლამენტის წინ ტერიტორია უკვე დაიკავეს ლგბტ თემის მოწინააღმდეგეებმა, რომლებიც თავს ტრადიციული ფასეულობების დამცველებს უწოდებენ - მათ ფლაგშტოკიდან ჩამოგლიჯეს ევროკავშირის დროშა და დაწვეს.
ამ მომენტისათვის შსს-მ მდუმარე აქციის მონაწილეების ევაკუაცია მოასწრო და ღია შეტაკება აღკვეთა.
პარლამენტის შენობასთან ახლა 2 ათასამდე ადამიანი იმყოფება. მათ ევროკავშირის დროშის ნაცვლად საქართველოს დროშა და ჯვარი აღმართეს.
პოლიციამ ჟურნალისტებს მიმართა თხოვნით, დაეტოვებინათ სპეცოპერაციის ტერიტორია. რუსთაველზე დარჩნენ მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები და კონტრ-აქციის მონაწილეები, რომლებიც დაშლაზე უარს ამბობენ.
წინასწარი მონაცემებით, პოლიციელებს შორის არიან დაშავებულები - მათ მოხვდათ ქვები და მეტალის ნატეხები.
ძალადობის მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან უსაფრთხო ადგილზე მიკროავტობუსებით გადაიყვანეს.