პოლიციას პეტარდები და კვამლის ყუმბარები დაუშინეს - ვიდეო

გამოწერა
აგრესიულად განწყობილმა ტრადიციული ფასეულობების მცველებმა რუსთაველზე მეორე აქციის მონაწილეებს დაუშინეს ქვები, საკვამლე ყუმბარები და პეტარდები. ნასროლი ნივთები პოლიციელებსაც მოხვდათ. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო მოვლენათა ეპიცენტრიდან
აგრესიულად განწყობილი ტრადიციების დამცველები პერიოდულად ცდილობენ პარლამენტამდე მიღწევას, სადაც გუშინდელი არეულობების დროს დაშავებულთა სოლიდარობის ნიშნად მდუმარე აქცია მიმდინარეობს.
პარლამენტთან მდუმარე აქცია 5 ივლისის მოვლენების შემდეგ დაიგეგმა, რომელსაც შეურთდა ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი“.
გუშინ „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს და აქციაზე მისულ ახალგაზრდებს, შეიჭრნენ „თბილისი პრაიდის“ ოფისში და ახალგაზრდულ ორგანიზაციაში „სირცხვილია“. თავდასხმის შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის 53 ჟურნალისტია.
ამ მომენტისათვის პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა 8 ადამიანი, ხოლო 3 - ჟურნალისტებზე თავდასხმისათვის, რომელთაგან ორი წარსულში ნასამართლევია.
რუსთაველზე სიტაუცია კვლავ დაძაბულია - ორივე მხარეს ათასობით ადამიანია შეკრებილი.
ყველა ახალი ამბავი
0