https://sputnik-georgia.com/20210706/namaxvanhesis-mowinaaRmdegeebSi-ganxeTqilebaa-mwvane-alternativa-252222476.html
ლგბტ–თემის წინააღმდეგ აქციებმა ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებში განხეთქილება გამოიწვია
ლგბტ–თემის წინააღმდეგ აქციებმა ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებში განხეთქილება გამოიწვია
Sputnik საქართველო
მოძრაობა „რიონის ხეობის მცველების“ აქტივისტები და ლიდერები გუშინ თბილისში ჩამოვიდნენ, რათა მონაწილეობა მიეღოთ ლგბტ–საზოგადოების საწინააღმდეგო აქციებში. 06.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-06T10:13+0400
2021-07-06T10:13+0400
2021-10-19T18:00+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/19/251832390_0:130:1281:854_1920x0_80_0_0_ebe11a2702e2029792054989dd12e127.jpg
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“, რომელიც „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდის, წყვეტს „რიონის ხეობის მცველთა“ მხარდაჭერას.ასეთი რეაქცია გამოიწვია ლგბტ–თემის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობის მიზნით „რიონის ხეობის მცველთა“ ლიდერებისა და აქტივისტების თბილისში ჩამოსვლამ.„მწვანე ალტერნატივა“ „ნამახვანჰესის“ აშენების წინააღმდეგი იყო ამ საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბებამდეც და გააგრძელებს ამ წინააღმდეგობას. ჩვენდა სამწუხაროდ, „რიონის ხეობის მცველებმა“, რომელთაც ამ წინააღმდეგობაში მოკავშირეებად განვიხილავდით, სრულიად მიუღებელი პოზიცია დააფიქსირეს პრაიდთან დაკავშირებით“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „მწვანე ალტერნატივა“ წყვეტს „რიონის ხეობის მცველების“ მოძრაობასთან კომუნიკაციას.მოძრაობა „რიონის ხეობის მცველების“ აქტივისტები და ლიდერები გუშინ ლგბტ–თემის წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილეობის მიზნით თბილისში ჩამოვიდნენ.მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის მარიტა მუსელიანის განცხადებით, აქტივისტები დედაქალაქში ჩამოვიდნენ არა იმისთვის, რომ შეუერთდნენ მოქალაქეებს, რომლებიც ძალადობის პროპაგანდას ეწევიან, არამედ იმისთვის, რომ მხარი დაუჭირონ პატრიარქს.კაშხლის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი უკვე თითქმის ცხრა თვეა გრძელდება. მთავრობასა და „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შორის დიალოგში ამჟამად ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის წარმომადგენლები არიან ჩართული.
https://sputnik-georgia.com/20210625/RaribaSvili-kontraqti-namaxvanhesze-gadaixedeba-252129943.html
https://sputnik-georgia.com/20210611/Turnava-namaxvanhesze-vfiqrob-mivaRwevT-SeTanxmebas-251998514.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/19/251832390_0:50:1281:854_1920x0_80_0_0_fabe9fde556777d6ce32b714b002a32a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით, საქართველო
ლგბტ–თემის წინააღმდეგ აქციებმა ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებში განხეთქილება გამოიწვია
10:13 06.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) მოძრაობა „რიონის ხეობის მცველების“ აქტივისტები და ლიდერები გუშინ თბილისში ჩამოვიდნენ, რათა მონაწილეობა მიეღოთ ლგბტ–საზოგადოების საწინააღმდეგო აქციებში.
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“, რომელიც „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდის, წყვეტს „რიონის ხეობის მცველთა“ მხარდაჭერას.
ასეთი რეაქცია გამოიწვია ლგბტ–თემის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობის მიზნით „რიონის ხეობის მცველთა“ ლიდერებისა და აქტივისტების თბილისში ჩამოსვლამ.
„მწვანე ალტერნატივა“ „ნამახვანჰესის“ აშენების წინააღმდეგი იყო ამ საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბებამდეც და გააგრძელებს ამ წინააღმდეგობას. ჩვენდა სამწუხაროდ, „რიონის ხეობის მცველებმა“, რომელთაც ამ წინააღმდეგობაში მოკავშირეებად განვიხილავდით, სრულიად მიუღებელი პოზიცია დააფიქსირეს პრაიდთან დაკავშირებით“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „მწვანე ალტერნატივა“ წყვეტს „რიონის ხეობის მცველების“ მოძრაობასთან კომუნიკაციას.
მოძრაობა „რიონის ხეობის მცველების“ აქტივისტები და ლიდერები გუშინ ლგბტ–თემის წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილეობის მიზნით თბილისში ჩამოვიდნენ.
მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის მარიტა მუსელიანის განცხადებით, აქტივისტები დედაქალაქში ჩამოვიდნენ არა იმისთვის, რომ შეუერთდნენ მოქალაქეებს, რომლებიც ძალადობის პროპაგანდას ეწევიან, არამედ იმისთვის, რომ მხარი დაუჭირონ პატრიარქს.
კაშხლის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი უკვე თითქმის ცხრა თვეა გრძელდება. მთავრობასა და „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შორის დიალოგში ამჟამად ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის წარმომადგენლები არიან ჩართული.