„პოლიციამ მაქსიმუმი გააკეთა?“ – დეპუტატი პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევას მოითხოვს

© Sputnik / STRINGERგიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
გამოწერა
ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე გუშინ განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ვაშაძე თბილისში 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო სესიის მოწვევის ინიციატივით გამოვიდა, რომელზეც პრემიერსა და შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმენენ. 
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
ვგმობ ჟურნალისტებზე ძალადობას – ღარიბაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა
ვაშაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა და ვახტანგ გომელაურმა უნდა უპასუხონ დეპუტატების კითხვებს, თუ რატომ მოხდა დედაქალაქში ის, რაც მოხდა.
ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეთა კონტრაქციაზე, რომელიც მასმედიის წარმომადგენლებზე ნადირობაში გადაიზარდა, ჟურნალისტებზე თავდასხმის უამრავი ფაქტი დაფიქსირდა.
შსს-ს ცნობით, გამოვლინდა ძალადობის 55 ფაქტი, მათგან 53 – მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ არის ჩადენილი. სულ დაკავებულია 11 პირი.
„თქვენ თუ რეალურად ფიქრობთ, რომ გუშინ იყო უმძიმესი ძალადობრივი აქტი, მაშინ მე მაქვს შემოთავაზება და თხოვნა, მოვიდეს შინაგან საქმეთა მინისტრი და გაგვცეს კითხვებზე პასუხი – რატომ ვერ დაიცვეს ჩვენი მოქალაქეები... ამაზე პასუხი უნდა მოვითხოვოთ და როცა მთავრობის წარმომადგენლები აკეთებენ განცხადებას, მართლა მაინტერესებს, თქვენ ეთანხმებით, რომ მაქსიმუმი გაკეთდა გუშინ? თქვენ ფიქრობთ, რომ პოლიციამ მაქსიმუმი გააკეთა?“ – კითხვა დაუსვა ვაშაძემ კოლეგებს უმრავლესობიდან.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებები ძალადობის მაპროვოცირებელი იყო.
„მოვიწვიოთ საგანგებო სესია, მოვიდეს პრემიერ-მინისტრიც, რომელმაც ასევე ძალიან ცუდი განცხადება გააკეთა დილით, 11:00 საათზე, რასაც მოჰყვა მერე აღვირახსნილი ძალადობა ქუჩაში. მოვიდეს შინაგან საქმეთა მინისტრი. მოვიდნენ და პასუხი გაგვცენ, წინააღმდეგ შეთხვევაში ყველა მათი განცხადება იქნება ცარიელი სიტყვები“, – განაცხადა დეპუტატმა. 
ტელეოპერატორები - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
დღეს კანცელარიის შენობასთან მასმედიის წარმომადგენლების აქცია დაანონსდა
ვაშაძეს პასუხი პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ გასცა და აღნიშნა, რომ ყველა კითხვას აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი.
„პარლამენტი – ესაა ადგილი, სადაც ისმის კითხვები და ჩვენ ველოდებით მათზე პასუხს. როდესაც კითხვები ჩნდება, ნებისმიერ ჯგუფს აქვს უფლება მოიწვიოს ნებისმიერი მინისტრი“, – აღნიშნა კუჭავამ.
5 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი“ სექს-უმცირესობების სოლიდარობის კვირეულის დასკვნითი ღონისძიების „ღირსების მარშის“ ჩატარებას გეგმავდა, რომელიც რუსთაველის გმზირზე 18:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. მაგრამ დილის 11 საათიდან თბილისის ცენტრში კონტრაქცია დაიწყო.
რუსთაველზე ლგბტ–თემის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები არ გამოჩენილან, ხოლო „ტრადიციული ფასეულობების მომხრეთა“ მთელი აგრესია გადამღებ ჯგუფებს დაატყდა თავს – ისინი სცემეს, შეურაცხყოფა მიაყენეს, აპარატურა დაუზიანეს. გარდა ამისა, რადიკალური დაჯგუფების წევრებმა დაარბიეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისები, იყო თავდასხმები რიგით გამვლელებზე, რომელთა გარეგნობაც და ჩაცმის სტილი ეჭვს იწვევდა მათ სექსუალურ ორიენტაციაზე.
განვითარებული მოვლენების ფონზე „თბილისი პრაიდმა“ დაგეგმილი „ღირსების მარში“ გააუქმა.
ყველა ახალი ამბავი
0