https://sputnik-georgia.com/20210706/garibashvili-vgmob-jurnalistebze-zaladobas-252226483.html
ვგმობ ჟურნალისტებზე ძალადობას – ღარიბაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა
ვგმობ ჟურნალისტებზე ძალადობას – ღარიბაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა
Sputnik საქართველო
ოპოზიციურმა პარტიებმა გუშინ განვითარებულ მოვლენებში ხელისუფლება დაადანაშაულეს და მომხდარზე პასუხისმგებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს... 06.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-06T12:30+0400
2021-07-06T12:30+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/10/251179435_0:42:1000:605_1920x0_80_0_0_c9aacdbe5c4ee3bdf15e224689479415.jpg
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ის ძალადობა, რაც გუშინ ვიხილეთ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განვითარებულ მოვლენებზე. მასმედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტები 5 ივლისს ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეთა მიერ თბილისის ცენტრში გამართულ აქციაზე მოხდა. გუშინ არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი“ სექს-უმცირესობების სოლიდარობის კვირეულის დასკვნითი ღონისძიების „ღირსების მარშის“ ჩატარებას გეგმავდა, რომელიც რუსთაველის გმზირზე 18:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. მაგრამ დილის 11 საათიდან რუსთაველის გამზირზე კონტრაქცია დაიწყო.რუსთაველზე ლგბტ–თემის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები არ გამოჩენილან, ხოლო „ტრადიციული ფასეულობების მომხრეთა“ აგრესია მთლიანად გადამღებ ჯგუფებს დაატყდა თავს. აგრესიულად განწყობილი ადამიანები ფიზიკურად გაუსწორდნენ თითქმის ყველა ტელეარხის გადამღებ ჯგუფებს. მათ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს მუშაობისა და აქციის გაშუქების საშუალება არ მისცეს, დაუზიანეს ტექნიკა. მასმედიის რამდენიმე წარმომადგენელი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. შსს-ს ცნობით, გამოვლენილია ძალადობის 55 ფაქტი, აქედან 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელთა მიმართ არის ჩადენილი.მთავრობის მეთაურის განცხადებით, ძალადობაში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდება და ყველა დაიჯება, ვინც ეს ჩაიდინა.„ღირსების მარშის“ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით 5 ივლისს, დილით ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მას მიზანშეუწონლად მიაჩნია „ღირსების მარშის“ ჩატარება, რადგან იგი სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის შემცველია, და რომ ღონისძიების ორგანიზატორების უკან რევანშისტული და რადიკალური ჯგუფები დგანან. პრემიერ-მინისტრის განცხადებას გუშინვე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოეხმაურა და მას უკიდურესად მიუღებელი უწოდა. შსს-მ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით აღძრა – ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა და ძალადობა. ბოლო ინფორმაციით, სულ დაკავებულია 11 პირი.
https://sputnik-georgia.com/20210706/Jurnalistebze-Zaladobis-braldebiT-Sss-m-kidev-sami-piri-daakava-252225780.html
https://sputnik-georgia.com/20210705/garibashvili-girsebis-marshis-chatareba-mizansheuwonlad-mimachnia-252211908.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/10/251179435_69:0:930:646_1920x0_80_0_0_728ab52143abfce1432f6204b9c8e024.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ვგმობ ჟურნალისტებზე ძალადობას – ღარიბაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა
12:30 06.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) ოპოზიციურმა პარტიებმა გუშინ განვითარებულ მოვლენებში ხელისუფლება დაადანაშაულეს და მომხდარზე პასუხისმგებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დააკისრეს.
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ის ძალადობა, რაც გუშინ ვიხილეთ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განვითარებულ მოვლენებზე.
მასმედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტები 5 ივლისს ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეთა მიერ თბილისის ცენტრში გამართულ აქციაზე მოხდა. გუშინ არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი“ სექს-უმცირესობების სოლიდარობის კვირეულის დასკვნითი ღონისძიების „ღირსების მარშის“ ჩატარებას გეგმავდა, რომელიც რუსთაველის გმზირზე 18:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. მაგრამ დილის 11 საათიდან რუსთაველის გამზირზე კონტრაქცია დაიწყო.
რუსთაველზე ლგბტ–თემის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები არ გამოჩენილან, ხოლო „ტრადიციული ფასეულობების მომხრეთა“ აგრესია მთლიანად გადამღებ ჯგუფებს დაატყდა თავს. აგრესიულად განწყობილი ადამიანები ფიზიკურად გაუსწორდნენ თითქმის ყველა ტელეარხის გადამღებ ჯგუფებს. მათ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს მუშაობისა და აქციის გაშუქების საშუალება არ მისცეს, დაუზიანეს ტექნიკა. მასმედიის რამდენიმე წარმომადგენელი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. შსს-ს ცნობით, გამოვლენილია ძალადობის 55 ფაქტი, აქედან 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელთა მიმართ არის ჩადენილი.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ძალადობაში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდება და ყველა დაიჯება, ვინც ეს ჩაიდინა.
„ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ის ძალადობა, რაც გუშინ ვიხილეთ და მინდა ეს ფაქტი საჯაროდ დავგმო. კატეგორიულად მიუღებელია ეს ყველაფერი, მით უმეტეს, ჟურნალისტებზე ძალადობა... პოლიცია ძალიან აქტიურად მუშაობს, ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდება და ყველა შესაბამისად დაისჯება", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ღირსების მარშის“ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით 5 ივლისს, დილით ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მას მიზანშეუწონლად მიაჩნია „ღირსების მარშის“ ჩატარება, რადგან იგი სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის შემცველია, და რომ ღონისძიების ორგანიზატორების უკან რევანშისტული და რადიკალური ჯგუფები დგანან.
პრემიერ-მინისტრის განცხადებას გუშინვე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოეხმაურა და მას უკიდურესად მიუღებელი უწოდა.
შსს-მ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით აღძრა – ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა და ძალადობა. ბოლო ინფორმაციით, სულ დაკავებულია 11 პირი.