https://sputnik-georgia.com/20210706/Jurnalistebze-Zaladobis-braldebiT-Sss-m-kidev-sami-piri-daakava-252225780.html
აქციაზე ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ძალადობის ბრალდებით კიდევ სამი პირი დააკავეს
აქციაზე ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ძალადობის ბრალდებით კიდევ სამი პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეებმა, რომლებიც „ღირსების მარშს“ აპროტესტებდნენ, მასმედია „გარყვნილების მხარდაჭერაში“ დაადანაშაულეს. 06.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-06T12:21+0400
2021-07-06T12:21+0400
2021-10-19T18:00+0400
შემთხვევები
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/19/234431955_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_ef9f6841e9863eb29463c8b0f7671c5d.jpg
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე სამი პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის ორი წარსულში ნასამართლევია.გამოძიების მიხედვით, დაკავებულებმა ტელეკომპანიების „რუსთავის 2“-ის და „მთავარი არხის“, გამოცემა „ტაბულასა“ და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლებს „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს სხვადასხვა ტერიტორიაზე ძალადობით და ძალადობის მუქარით ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში და მიაყენეს ფიზიკური დაზიანება.გამოძიება საქართველოს სსკ-ის 154-ე და 126-ე მუხლებით გრძელდება.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ დროის მონაცემებით უკვე გამოიკითხა სხვადასხვა მედიასაშუალების 25 წარმომადგენელი, მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა, ასევე დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა დაკავების მიზნით. გრძელდება აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები.გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით რვა პირი გუშინ დააკავეს.არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდმა“ სექს-უმცირესობების სოლიდარობის კვირეული მოაწყო, რომელიც გუშინ, 5 ივლისს დედაქალაქის ცენტრში „ღირსების მარშით“ უნდა დასრულებულიყო. მაგრამ დილის 11 საათიდან რუსთაველის გამზირზე კონტრაქცია დაიწყო.რუსთაველის გამზირზე ლგბტ–თემის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები არ გამოჩენილან, ხოლო კონტრაქციის მონაწილეთა აგრესია მთლიანად გადამღებ ჯგუფებს დაატყდა თავს.აგრესიულად განწყობილი ადამიანები მასმედიის წარმომადგენლებს დაესხნენ თავს, სცემეს, შეურაცხყოფა მიაყენეს, აპარატურა დაუზიანეს, მათ ასევე დაარბიეს „თბილისი პრაიდისა“ და მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისები. შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე ღონისძიების ორგანიზატორებმა „ღირსების მარშის“ მსვლელობის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს.
https://sputnik-georgia.com/20210706/Jurnalistebi-policiashi-dakitxes-252224642.html
https://sputnik-georgia.com/20210706/opozicia-5-ivlisis-movlenebTan-dakavSirebiT-erTobliv-gancxadebas-avrcelebs-252221301.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/19/234431955_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_58921ab8b511e2e83aa771403bd11423.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები, ახალი ამბები, საქართველო
შემთხვევები, ახალი ამბები, საქართველო
აქციაზე ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ძალადობის ბრალდებით კიდევ სამი პირი დააკავეს
12:21 06.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეებმა, რომლებიც „ღირსების მარშს“ აპროტესტებდნენ, მასმედია „გარყვნილების მხარდაჭერაში“ დაადანაშაულეს.
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე სამი პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის ორი წარსულში ნასამართლევია.
გამოძიების მიხედვით, დაკავებულებმა ტელეკომპანიების „რუსთავის 2“-ის და „მთავარი არხის“, გამოცემა „ტაბულასა“ და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლებს „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს სხვადასხვა ტერიტორიაზე ძალადობით და ძალადობის მუქარით ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში და მიაყენეს ფიზიკური დაზიანება.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 154-ე და 126-ე მუხლებით გრძელდება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ დროის მონაცემებით უკვე გამოიკითხა სხვადასხვა მედიასაშუალების 25 წარმომადგენელი, მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა, ასევე დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა დაკავების მიზნით. გრძელდება აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები.
გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით რვა პირი გუშინ დააკავეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდმა“ სექს-უმცირესობების სოლიდარობის კვირეული მოაწყო, რომელიც გუშინ, 5 ივლისს დედაქალაქის ცენტრში „ღირსების მარშით“ უნდა დასრულებულიყო. მაგრამ დილის 11 საათიდან რუსთაველის გამზირზე კონტრაქცია დაიწყო.
რუსთაველის გამზირზე ლგბტ–თემის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები არ გამოჩენილან, ხოლო კონტრაქციის მონაწილეთა აგრესია მთლიანად გადამღებ ჯგუფებს დაატყდა თავს.
აგრესიულად განწყობილი ადამიანები მასმედიის წარმომადგენლებს დაესხნენ თავს, სცემეს, შეურაცხყოფა მიაყენეს, აპარატურა დაუზიანეს, მათ ასევე დაარბიეს „თბილისი პრაიდისა“ და მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისები.
შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე ღონისძიების ორგანიზატორებმა „ღირსების მარშის“ მსვლელობის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს.