https://sputnik-georgia.com/20210706/Jurnalistebi-policiashi-dakitxes-252224642.html
ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით მასმედიის წარმომადგენლები გამოიკითხნენ
ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით მასმედიის წარმომადგენლები გამოიკითხნენ
Sputnik საქართველო
ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეებმა, რომლებიც „ღირსების მარშს“ აპროტესტებდნენ, მასმედია „გარყვნილების მხარდაჭერაში“ დაადანაშაულეს. 06.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-06T10:59+0400
2021-07-06T10:59+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252222530_0:185:3000:1882_1920x0_80_0_0_c2f927ec8cc05c2279d05d0b047f0063.jpg
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. თბილისში ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მომხდარი არეულობის დროს დაშავებული ჟურნალისტების გამოკითხვა გვინ ღამემდე გაგრძელდა.პოლიციელებმა სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები და ოპერატორები გამოკითხეს, რომლებმაც სამართალდამცველებს მათზე განხორციელებული ძალადობის ფაქტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ამ დრომდე არ დაკითხულა „პირველი არხის“ ოპერატორი ილია თვალიაშვილი, რომელიც გუშინ კლინიკაში ერთ-ერთი პირველი მოხვდა.შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეები ორი მუხლით აღძრა – ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა და ძალადობა. ბოლო ინფორმაციით, დაკავებულია რვა პირი. გამოძიებამ გამოავლინა ძალადობის 55 ფაქტი, აქედან 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელთა მიმართ არის ჩადენილი.არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდმა“ სექს-უმცირესობების სოლიდარობის კვირეული მოაწყო, რომელიც გუშინ, 5 ივლისს დედაქალაქის ცენტრში „ღირსების მარშით“ უნდა დასრულებულიყო. მაგრამ დილის 11 საათიდან რუსთაველის გამზირზე კონტრაქცია დაიწყო.რუსთაველის გამზირზე ლგბტ–თემის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები არ იმყოფებოდნენ, ხოლო „ტრადიციული ფასეულობების მომხრეთა“ აგრესია გადამღებ ჯგუფებს დაატყდა თავს.აგრესიულად განწყობილი ადამიანები დედაქალაქის სხვადასხვა უბანში მასმედიის წარმომადგენლებს დაესხნენ თავს, სცემეს, შეურაცხყოფა მიაყენეს, აპარატურა დაუზიანეს, მათ ასევე დაარბიეს „თბილისი პრაიდისა“ და მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისები. შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე ღონისძიების ორგანიზატორებმა „ღირსების მარშის“ მსვლელობის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს.რადიკალურად განწყობილი დაჯგუფებების მხრიდან მასმედიაზე ძალადობრივ თავდასხმას თბილისის მერმა კახა კალაძემ ქართული საზოგადოების სირცხვილი უწოდა.მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების მიმართ ძალადობას აგრესია უწოდა და განაცხადა, რომ აქციის მონაწილეთა სიმრავლის გამო პოლიციამ ვერ შეძლო ოპერატიული რეაგირება მოეხდინა ძალადობის შემთხვევებზე.ოპოზიციურმა პარტიებმა, თავის მხრივ, განვითარებულ მოვლენებში ხელისუფლება დაადანაშაულეს და მომხდარზე პასუხისმგებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დააკისრეს.
https://sputnik-georgia.com/20210706/opozicia-5-ivlisis-movlenebTan-dakavSirebiT-erTobliv-gancxadebas-avrcelebs-252221301.html
https://sputnik-georgia.com/20210705/girsebis-marshi-agar-gaimarteba-252215453.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252222530_0:91:3000:1976_1920x0_80_0_0_7747609a1f671c1589125477f77f8467.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით მასმედიის წარმომადგენლები გამოიკითხნენ
10:59 06.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეებმა, რომლებიც „ღირსების მარშს“ აპროტესტებდნენ, მასმედია „გარყვნილების მხარდაჭერაში“ დაადანაშაულეს.
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. თბილისში ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მომხდარი არეულობის დროს დაშავებული ჟურნალისტების გამოკითხვა გვინ ღამემდე გაგრძელდა.
პოლიციელებმა სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები და ოპერატორები გამოკითხეს, რომლებმაც სამართალდამცველებს მათზე განხორციელებული ძალადობის ფაქტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
ამ დრომდე არ დაკითხულა „პირველი არხის“ ოპერატორი ილია თვალიაშვილი, რომელიც გუშინ კლინიკაში ერთ-ერთი პირველი მოხვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეები ორი მუხლით აღძრა – ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა და ძალადობა. ბოლო ინფორმაციით, დაკავებულია რვა პირი. გამოძიებამ გამოავლინა ძალადობის 55 ფაქტი, აქედან 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელთა მიმართ არის ჩადენილი.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდმა“ სექს-უმცირესობების სოლიდარობის კვირეული მოაწყო, რომელიც გუშინ, 5 ივლისს დედაქალაქის ცენტრში „ღირსების მარშით“ უნდა დასრულებულიყო. მაგრამ დილის 11 საათიდან რუსთაველის გამზირზე კონტრაქცია დაიწყო.
რუსთაველის გამზირზე ლგბტ–თემის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები არ იმყოფებოდნენ, ხოლო „ტრადიციული ფასეულობების მომხრეთა“ აგრესია გადამღებ ჯგუფებს დაატყდა თავს.
აგრესიულად განწყობილი ადამიანები დედაქალაქის სხვადასხვა უბანში მასმედიის წარმომადგენლებს დაესხნენ თავს, სცემეს, შეურაცხყოფა მიაყენეს, აპარატურა დაუზიანეს, მათ ასევე დაარბიეს „თბილისი პრაიდისა“ და მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისები.
შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე ღონისძიების ორგანიზატორებმა „ღირსების მარშის“ მსვლელობის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს.
რადიკალურად განწყობილი დაჯგუფებების მხრიდან მასმედიაზე ძალადობრივ თავდასხმას თბილისის მერმა კახა კალაძემ ქართული საზოგადოების სირცხვილი უწოდა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების მიმართ ძალადობას აგრესია უწოდა და განაცხადა, რომ აქციის მონაწილეთა სიმრავლის გამო პოლიციამ ვერ შეძლო ოპერატიული რეაგირება მოეხდინა ძალადობის შემთხვევებზე.
ოპოზიციურმა პარტიებმა, თავის მხრივ, განვითარებულ მოვლენებში ხელისუფლება დაადანაშაულეს და მომხდარზე პასუხისმგებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დააკისრეს.