https://sputnik-georgia.com/20210705/girsebis-marshi-agar-gaimarteba-252215453.html
„თბილისი პრაიდი": „ღირსების მარში" აღარ გაიმართება
„თბილისი პრაიდი": „ღირსების მარში" აღარ გაიმართება
Sputnik საქართველო
გამოცხადებულია ომი სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიული ღირებულებებისა და ქვეყნის ევროპული კურსის წინააღმდეგ, აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში. 05.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-05T15:00+0400
2021-07-05T15:00+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/05/252213562_0:504:2730:2048_1920x0_80_0_0_e440dab2c90438f767cdd99f9d75fb75.jpg
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის" გადაწყვეტილებით დღეს დაგეგმილი „ღირსების მარში" არ გაიმართება, აღნიშნული გადაწყვეტილება ორგანიზაციამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.როგორც „თბილისი პრაიდის" განცხადებაშია აღნიშნული, ხელისუფლების დღევანდელმა ქმედებებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მათ არ სურთ საკუთარი პირდაპირი ვალდებულების აღსრულება. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელსაც „თბილისის პრაიდის“ მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფისთვის ყველა შესაძლებლობა ჰქონდა, ადამიანის ძირითადი უფლებების დასაცავად შესაბამისი ეფექტური ზომები არ გაატარა“, – ნათქვამია განცხადებაში.როგორც „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები აცხადებენ, ორგანიზაციის წევრები საფრთხის წინაშე იმყოფებიან, აგრესიის საშიშროების წინაშეა ასევე ლგბტ–თემის მხარდამჭერები, მედიის წარმომადგენლებზე კი გამოცხადებულია „ნადირობა“.ორგანიზაციის ლიდერების თქმით, „ღირსების მარში“ აუცილებლად გაიმართება, მაგრამ არა დღეს.„ეს შეუქცევადი პროცესია, რომელიც მიუხედავად სიძულვილის ჯგუფების, საპატრიარქოსა და ხელისუფლების გააფთრებული წინააღმდეგობისა, არ შეწყდება! ჩვენ აუცილებლად გამოვალთ ღირსებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.დღეს „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ რუსთაველზე კონსერვატიულ–რადიკალური ორგანიზაციები და დაჯგუფებები გამოვიდნენ, რომლებიც „ღირსების მარშის“ აკრძალვას მოითხოვენ.
https://sputnik-georgia.com/20210705/saxalxodamcveli-Sss-s-Zaladobis-aRkveTisken-mouwodebs-252214737.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/05/252213562_0:332:2730:2048_1920x0_80_0_0_ca4fb5f9491f75e9413497e005184253.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
„თბილისი პრაიდი": „ღირსების მარში" აღარ გაიმართება
15:00 05.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) გამოცხადებულია ომი სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიული ღირებულებებისა და ქვეყნის ევროპული კურსის წინააღმდეგ, აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის" გადაწყვეტილებით დღეს დაგეგმილი „ღირსების მარში" არ გაიმართება, აღნიშნული გადაწყვეტილება ორგანიზაციამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
როგორც „თბილისი პრაიდის" განცხადებაშია აღნიშნული, ხელისუფლების დღევანდელმა ქმედებებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მათ არ სურთ საკუთარი პირდაპირი ვალდებულების აღსრულება.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელსაც „თბილისის პრაიდის“ მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფისთვის ყველა შესაძლებლობა ჰქონდა, ადამიანის ძირითადი უფლებების დასაცავად შესაბამისი ეფექტური ზომები არ გაატარა“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები აცხადებენ, ორგანიზაციის წევრები საფრთხის წინაშე იმყოფებიან, აგრესიის საშიშროების წინაშეა ასევე ლგბტ–თემის მხარდამჭერები, მედიის წარმომადგენლებზე კი გამოცხადებულია „ნადირობა“.
„დღევანდელი მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ შსს ადეკვატურად შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, რადგან ვხედავთ, რომ ისინი არ რეაგირებენ მათ თვალწინ მომხდარ ძალადობის ფაქტებზე, სიძულვილის უზარმაზარი ტალღა კი, რომელსაც ახლა ვუყურებთ, სწორედ ხელისუფლებისა და საპატრიაქროს მიერაა შთაგონებული და მხარდაჭერილი“, – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის ლიდერების თქმით, „ღირსების მარში“ აუცილებლად გაიმართება, მაგრამ არა დღეს.
„ეს შეუქცევადი პროცესია, რომელიც მიუხედავად სიძულვილის ჯგუფების, საპატრიარქოსა და ხელისუფლების გააფთრებული წინააღმდეგობისა, არ შეწყდება! ჩვენ აუცილებლად გამოვალთ ღირსებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
დღეს „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ რუსთაველზე კონსერვატიულ–რადიკალური ორგანიზაციები და დაჯგუფებები გამოვიდნენ, რომლებიც „ღირსების მარშის“ აკრძალვას მოითხოვენ.