5 ივლისის აქციაზე დაკავებულ ერთ პირს ჯარიმა, ორს კი 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliდაკავებები ლგბტ-ს წინააღმდეგ გამართულ აქციაზე
დაკავებები ლგბტ-ს წინააღმდეგ გამართულ აქციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
გამოწერა
შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა, ასევე დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები.
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებულ აკაკი ნაკაშიძეს 2300 ლარის ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა, სოსო გერლიანსა და პაატა გურჩიანს კი სამდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯათ, იუწყება „პირველი არხი“.
გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
„პოლიციამ მაქსიმუმი გააკეთა?“ – დეპუტატი პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევას მოითხოვს
გუშინდელ აქციაზე ჟურნალისტების დარბევის ფაქტებზე დაკავებული რვა პირის სასამართლო პროცესი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს ედავებიან.
აღნიშნული გადაწყვეტილებები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ ცოტა ხნის წინ მიიღო.
ბრალდების მხარე ნაკაშიძისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ნაკაშიძე ჯარიმის საფუძველზე გაათავისუფლა.
რაც შეეხება გურჩიანსა და გერლიანს, მათ სამდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ. პატიმრობის ათვლა 5 ივლისიდან დაიწყო, შესაბამისად, ისინი დაწესებულებას 8 ივლისს დატოვებენ.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
ვგმობ ჟურნალისტებზე ძალადობას – ღარიბაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა
შინაგან საქმეთა სამინისტრო სამივე მათგანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდმა“ სექს-უმცირესობების სოლიდარობის კვირეული მოაწყო, რომელიც  გუშინ, 5 ივლისს დედაქალაქის ცენტრში „ღირსების მარშით“ უნდა დასრულებულიყო. მაგრამ დილის 11 საათიდან რუსთაველის გამზირზე კონტრაქცია დაიწყო.
„ღირსების მარშის“ და „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ თითქმის ყველა ტელეარხის გადამღებ ჯგუფებს. აგრესიულად განწყობილმა ადამიანებმა ჟურნალისტებს მუშაობისა და აქციის გაშუქების საშუალება არ მისცეს, დაუზიანეს ტექნიკა. მასმედიის რამდენიმე წარმომადგენელი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. შსს-ს ცნობით, გამოვლენილია ძალადობის 55 ფაქტი, აქედან 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელთა მიმართ არის ჩადენილი.
შსს-მ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით აღძრა – ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა (სსკ-ის 154-ე მუხლი) და ძალადობა (სსკ-ის 126-ე მუხლი). ბოლო ინფორმაციით, დაკავებულია 11 პირი, მათგან რვა ადმინისტრაციული, სამი კი სისხლის სამართლის წესით (სსკ-ის 154-ე და 126-ე მუხლებით).
ყველა ახალი ამბავი
0