https://sputnik-georgia.com/20210705/xetagurovze-dachres-turisti-252216259.html
ხეთაგუროვზე დაჭრეს ტურისტი, რომელსაც საყურე ეკეთა
ხეთაგუროვზე დაჭრეს ტურისტი, რომელსაც საყურე ეკეთა
Sputnik საქართველო
„თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ რუსთაველზე კონსერვატიულ–რადიკალური ორგანიზაციები და დაჯგუფებები გამოვიდნენ, რომლებიც „ღირსების მარშის“ აკრძალვას მოითხოვენ. 05.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-05T16:05+0400
2021-07-05T16:05+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1c/251856944_0:190:3000:1887_1920x0_80_0_0_82716ab4570a3ddb06b7f492ce41f8a7.jpg
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. ხეთაგუროვის ქუჩაზე დაჭრეს ტურისტი, რომელსაც საყურე ეკეთა. ინფორმაციას ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.როგორც თვითმხილველი ჰყვება, ტურისტი გეი ეგონათ, სცემეს, შემდეგ კი ცივი იარაღით დაჭრეს.ადგილზე ტურისტს პირველადი დახმარება უკვე აღმოუჩინეს.რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული გ.ხ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით „ცხელ კვალზე“ დააკავეს.დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.უწყების ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს.დანაშაული დღეს თბილისში განვითარებული დაპირისპირების ფონზე მოხდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის" გადაწყვეტილებით დღეს დაგეგმილი „ღირსების მარში" აღარ გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება ორგანიზაციამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციის მიერ ადრე დადგმული კარვები დაარბიეს. მათ იერიში მიიტანეს ასევე მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისზე, სადაც აქციის მონაწილეები აივნიდან შეიჭრნენ. მათ ლგბტქ+ თემის წარმომადგენელთა დროშები ჩამოხსნეს, დახიეს, აივნიდან გადმოყარეს და დაწვეს. ასევე ბოთლები და სამშენებლო ფილები დაუშინეს შენობას. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი დღეისთვის დაანოსებული „ღირსების მარშის“ ჩატარებას არ დაუშვებენ. დემონსტრანტები აგრესიულად არიან განწყობილი მასმედიის წარმომადგენლების მიმართ და მათ აქციაზე მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. მათ ჟურნალისტებს ბოთლები და ქვები ესროლეს. ბოლო ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ათამდე ჟურნალისტი დაშავდა.
https://sputnik-georgia.com/20210705/praidi-CaiSala-arian-dakavebulebi-daSavebulebi-252216032.html
https://sputnik-georgia.com/20210705/mowinaagmdegeebma-tbilisi-praidis-oposi-daarbies-252215160.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1c/251856944_0:2:3000:1887_1920x0_80_0_0_91d4b72dde83a286106782ea59245ccc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, საქართველო
ხეთაგუროვზე დაჭრეს ტურისტი, რომელსაც საყურე ეკეთა
16:05 05.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ რუსთაველზე კონსერვატიულ–რადიკალური ორგანიზაციები და დაჯგუფებები გამოვიდნენ, რომლებიც „ღირსების მარშის“ აკრძალვას მოითხოვენ.
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. ხეთაგუროვის ქუჩაზე დაჭრეს ტურისტი, რომელსაც საყურე ეკეთა. ინფორმაციას ტელეკომპანია
„ფორმულა“ ავრცელებს.
როგორც თვითმხილველი ჰყვება, ტურისტი გეი ეგონათ, სცემეს, შემდეგ კი ცივი იარაღით დაჭრეს.
ადგილზე ტურისტს პირველადი დახმარება უკვე აღმოუჩინეს.
რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული გ.ხ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით „ცხელ კვალზე“ დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს თბილისში, კ. ხეთაგუროვის ქუჩაზე გ.ხ. უცხო ქვეყნის მოქალაქე ჯ.კ.-ს მოულოდნელად თავს დაესხა და ცივი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა. დაშავებული მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გ.ხ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. დაკავებულის ოჯახის წევრების განმარტებით, მას ფსიქიკური პრობლემები აღენიშნება. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული დღეს თბილისში განვითარებული დაპირისპირების ფონზე მოხდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის" გადაწყვეტილებით დღეს დაგეგმილი „ღირსების მარში" აღარ გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება ორგანიზაციამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციის მიერ ადრე დადგმული კარვები დაარბიეს. მათ იერიში მიიტანეს ასევე მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისზე, სადაც აქციის მონაწილეები აივნიდან შეიჭრნენ. მათ ლგბტქ+ თემის წარმომადგენელთა დროშები ჩამოხსნეს, დახიეს, აივნიდან გადმოყარეს და დაწვეს. ასევე ბოთლები და სამშენებლო ფილები დაუშინეს შენობას. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი დღეისთვის დაანოსებული „ღირსების მარშის“ ჩატარებას არ დაუშვებენ.
დემონსტრანტები აგრესიულად არიან განწყობილი მასმედიის წარმომადგენლების მიმართ და მათ აქციაზე მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. მათ ჟურნალისტებს ბოთლები და ქვები ესროლეს. ბოლო ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ათამდე ჟურნალისტი დაშავდა.