https://sputnik-georgia.com/20210705/praidi-CaiSala-arian-dakavebulebi-daSavebulebi-252216032.html
„თბილისი პრაიდი“ ჩაიშალა: არიან დაკავებულები და დაშავებულები
„თბილისი პრაიდი“ ჩაიშალა: არიან დაკავებულები და დაშავებულები
Sputnik საქართველო
აქციის მონაწილეები აგრესიულად ექცევიან ჟურნალისტებს, მათ ბოთლები დაუშინეს. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. 05.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-05T15:56+0400
2021-07-05T15:56+0400
2021-10-19T18:00+0400
შემთხვევები
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1d/252159277_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_eb087a3825a7b4e60845a26d2498760c.jpg
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. პოლიციამ „9 აპრილის ბაღში“ აქციაზე, სადაც „ღირსების მარშის“ ჩატარების მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ, რამდენიმე ადამიანი დააკავა, იუწყება Sputnik–საქართველოს კორესპონდენტი მოვლენების ადგილიდან.მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ „მარშის“ ორგანიზატორებმა ღონისძიება გააუქმეს, დაპირისპირება ადგილზე მაინც გრძელდება.დემონსტრანტები აგრესიულად არიან განწყობილი მასმედიის წარმომადგენლების მიმართ და მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტებს ბოთლები და ჯოხები დაუშინეს. ტელეკომპანია „რუსთავი2“–ის ინფორმაციით, 15 ჟურნალისტი დაშავდა.ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც ვითარების განმუხტვას ცდილობს.არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდმა“ სექს–უმცირესობების სოლიდარობის კვირეული მოაწყო, რომელიც 5 ივლისს დედაქალაქის ცენტრში „ღირსების მარშით“ უნდა დასრულებულიყო. „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამოდიან კონსერვატიულად განწყობილი რადიკალური ორგანიზაციები და ჯგუფები, რომლებიც „ღირსების მარშის“ აკრძალვას მოითხოვენ.სახალხო დამცველი შსს–ს ძალადობის აღკვეთისკენ მოუწოდებს>>უფრო ადრე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიზანშეწონილად არ მიიჩნევს „ღირსების მარშის“ თბილისის ცენტრში ჩატარებას. შსს–მ კი გაავრცელა განცხადება, სადაც „პრაიდის“ ორგანიზატორებს მოუწოდა, არ ჩაატარონ დედაქალაქის ცენტრში დაგეგმილი „ღირსების მარში“ ღია სივრცეში.
https://sputnik-georgia.com/20210705/girsebis-marshi-agar-gaimarteba-252215453.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1d/252159277_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_7bb418fc42a994a58c6841636703ccf6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები, ახალი ამბები, საქართველო
შემთხვევები, ახალი ამბები, საქართველო
„თბილისი პრაიდი“ ჩაიშალა: არიან დაკავებულები და დაშავებულები
15:56 05.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) აქციის მონაწილეები აგრესიულად ექცევიან ჟურნალისტებს, მათ ბოთლები დაუშინეს. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. პოლიციამ „9 აპრილის ბაღში“ აქციაზე, სადაც „ღირსების მარშის“ ჩატარების მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ, რამდენიმე ადამიანი დააკავა, იუწყება
Sputnik–საქართველოს კორესპონდენტი მოვლენების ადგილიდან.
მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ „მარშის“ ორგანიზატორებმა ღონისძიება გააუქმეს, დაპირისპირება ადგილზე მაინც გრძელდება.
დემონსტრანტები აგრესიულად არიან განწყობილი მასმედიის წარმომადგენლების მიმართ და მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტებს ბოთლები და ჯოხები დაუშინეს. ტელეკომპანია „რუსთავი2“–ის ინფორმაციით, 15 ჟურნალისტი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც ვითარების განმუხტვას ცდილობს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდმა“ სექს–უმცირესობების სოლიდარობის კვირეული მოაწყო, რომელიც 5 ივლისს დედაქალაქის ცენტრში „ღირსების მარშით“ უნდა დასრულებულიყო. „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამოდიან კონსერვატიულად განწყობილი რადიკალური ორგანიზაციები და ჯგუფები, რომლებიც „ღირსების მარშის“ აკრძალვას მოითხოვენ.
უფრო ადრე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიზანშეწონილად არ მიიჩნევს „ღირსების მარშის“ თბილისის ცენტრში ჩატარებას. შსს–მ კი გაავრცელა განცხადება, სადაც „პრაიდის“ ორგანიზატორებს მოუწოდა, არ ჩაატარონ დედაქალაქის ცენტრში დაგეგმილი „ღირსების მარში“ ღია სივრცეში.