https://sputnik-georgia.com/20210705/mowinaagmdegeebma-tbilisi-praidis-oposi-daarbies-252215160.html
მოწინააღმდეგეებმა „თბილისი პრაიდის" ოფისი დაარბიეს
მოწინააღმდეგეებმა „თბილისი პრაიდის" ოფისი დაარბიეს
Sputnik საქართველო
სექს-უმცირესობების მოწინააღმდეგეებმა შენობის აივნიდან ლგბტ–თემის დროშები ჩამოხიეს და საქართველოს დროშა გადმოფინეს. 05.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-05T14:49+0400
2021-07-05T14:49+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/05/252213771_0:370:2049:1528_1920x0_80_0_0_7d2903337506b430c8aaab04159b48e2.jpg
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეებმა არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ ოფისი დაარბიეს, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი" (Tbilisi Pride) 1-5 ივლისს პრაიდ-კვირეულს ატარებს, რომლის ფარგლებში დაგეგმილია თემატური ღონისძიებები, რაც დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშით“ უნდა დასრულდეს. მარშის ლოზუნგი იქნება „გამოდი სოლიდარობის ნიშნად". „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამოდიან კონსერვატიულ–რადიკალური ორგანიზაციები და დაჯგუფებები, რომლებიც „ღირსების მარშის“ აკრძალვას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეიჭრნენ, რომელიც ახვლედიანის ქუჩაზე მდებარებს. შენობაში ისინი ოფისის აივნიდან შევიდნენ, მათ ჩამოხიეს ლგბტ–თემის დროშები, აივნიდან გადმოაგდეს და დაწვეს.შენობასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული, რომლებმაც რადიკალური დაჯგუფების წევრებს ოფისში ცენტრალური შესასვლელიდან შესვლის საშუალება არ მისცენ, აქციის მონაწილეებმა კი მოახერხეს მესამე სართულის აივანზე აძრომა და ოფისში შესვლა.ლგბტ–თემის დროშის ნაცვლად მათ აივნიდან საქართველოს დროშა გადმოფინეს.ამ დილით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას მიზანშეუწონლად მიაჩნია „ღირსების მარშის“ ჩატარება, რადგან იგი სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის შემცველია, და ღონისძიების ორგანიზატორებს ალტერნატიული ლოკაციების გამოყენება შესთავაზა.
https://sputnik-georgia.com/20210705/shss-praidis-organizatorebs-uari-tkvit-marshis-gamartvaze-252214671.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/05/252213771_0:248:2049:1536_1920x0_80_0_0_7d5c489381434b1ebf69387a23b970bd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
მოწინააღმდეგეებმა „თბილისი პრაიდის" ოფისი დაარბიეს
14:49 05.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) სექს-უმცირესობების მოწინააღმდეგეებმა შენობის აივნიდან ლგბტ–თემის დროშები ჩამოხიეს და საქართველოს დროშა გადმოფინეს.
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეებმა არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ ოფისი დაარბიეს, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი" (Tbilisi Pride) 1-5 ივლისს პრაიდ-კვირეულს ატარებს, რომლის ფარგლებში დაგეგმილია თემატური ღონისძიებები, რაც დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშით“ უნდა დასრულდეს. მარშის ლოზუნგი იქნება „გამოდი სოლიდარობის ნიშნად". „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამოდიან კონსერვატიულ–რადიკალური ორგანიზაციები და დაჯგუფებები, რომლებიც „ღირსების მარშის“ აკრძალვას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეები „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეიჭრნენ, რომელიც ახვლედიანის ქუჩაზე მდებარებს. შენობაში ისინი ოფისის აივნიდან შევიდნენ, მათ ჩამოხიეს ლგბტ–თემის დროშები, აივნიდან გადმოაგდეს და დაწვეს.
შენობასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული, რომლებმაც რადიკალური დაჯგუფების წევრებს ოფისში ცენტრალური შესასვლელიდან შესვლის საშუალება არ მისცენ, აქციის მონაწილეებმა კი მოახერხეს მესამე სართულის აივანზე აძრომა და ოფისში შესვლა.
ლგბტ–თემის დროშის ნაცვლად მათ აივნიდან საქართველოს დროშა გადმოფინეს.
ამ დილით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას მიზანშეუწონლად მიაჩნია „ღირსების მარშის“ ჩატარება, რადგან იგი სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის შემცველია, და ღონისძიების ორგანიზატორებს ალტერნატიული ლოკაციების გამოყენება შესთავაზა.