https://sputnik-georgia.com/20210705/televiziebi-xelisuflebas-jurnaistebis-dacvisken-mouwodeben-252218122.html
ქართული ტელეკომპანიები ხელისუფლებას ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდებენ
ქართული ტელეკომპანიები ხელისუფლებას ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდებენ
Sputnik საქართველო
ქუჩაში გამოსული ადამიანები აგრესიით გამოირჩევიან არამარტო „ღირსების მარშის“ მომხრეების, არამედ ჟურნალისტების წინააღმდეგ 05.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-05T17:35+0400
2021-07-05T17:35+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/05/252216487_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_6afbd1f6edcf21e6d2e95b0e311be45e.jpg
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ქართული ოპოზიციური ტელეკომპანიების ხელმძღვანელები საქართველოს ხელისუფლებისგან ჟურნალისტების დაცვას და მათთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას მოითხოვენ.როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ტელეკომპანია „ტვ პირველის“ დირექტორმა ვატო წერეთელმა განაცხადა, პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებზე ნადირობის სეზონი გამოაცხადეს. „რთულია დაითვალო თუ რამდენი ჟურნალისტი სცემეს დღეს. ვფიქრობ, გომელაურმა და ღარიბაშვილმა ჩვენს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ნადირობის სეზონი გახსნეს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას თავად დაიცვან საკუთარი გადამღები ჯგუფები და გამოიყვანონ იქიდან“, – განაცხადა წერეთელმა.Formula TV–ის გენდირექტორის ზუკა გუმბერიძის განცხადებით, ის, რაც დღეს რუსთაველის გამზირზე ხდება, მთავრობის პირდაპირი პასუხისმგებლობაა. გუმბარიძე მომხდარში პასუხისმგებლობას საპატრიარქოსაც აკისრებს. მან დიპლომატიურ კორპუსს განვითარებული მოვლენების ობიექტური შეფასებისკენ მოუწოდა. „დღეს ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ძალიან საშიშ პროცესს, რომელიც ამ ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. სამწუხაროდ, ამ სიტუაციაში ხელისუფლებამ ბუკვალურად მწვანე შუქი აუნთო ძალადობას“, – განაცხადა გუმბარიძემ.როგორც ტელეომპანია „მთავარი არხის“ გენდირექტორმა ნიკა გვარამიამ აღნიშნა, შსს–ს თანამშრომლები ძალადობის ფაქტებზე სათანადო რეაგირებას არ ახდენენ. „საქართველოს მთავრობას არ შეუძლია ან არ სურს პოზიტიური მოვალეობა შეასრულოს და დაიცვას მოქალაქეები დამნაშავეებისგან, რომლებიც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან“, – განაცხადა გვარამიამ. ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დღეიდან უარს აცხადებს რადიკალური და ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებული ღონისძიებების გაშუქებაზე.„ჩვენი ტელეკომპანიის ეთერი არასოდეს აღარ დაეთმობა პირებს და მათ ლიდერებს, რომლებიც ღიად იყენებენ სიძულვილის ენას, მოუწოდებენ ძალადობისა და აგრესიისკენ, აკეთებენ ჰომოფობიურ, ქსენოფობიურ თუ სხვა მსგავსი შინაარსის განცხადებებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.ტელეკომპანია ასევე მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს „რუსთავი2“-ის თანამშრომლების წინააღმდეგ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულები და მზადყოფნას გამოთქვამს სამართალდამცავ ორგანოებს გადასცეს ფიზიკური ძალადობის ამსახველი ვიდეომასალები, რომლებშიც თავდამსხმელთა იდენტიფიცირება მარტივადაა შესაძლებელი.კონკრეტულად რამდენი ჟურნალისტი დაშავდა „თბილისი პრაიდის“ აგრესიული მოწინააღმდეგეების მხრიდან, ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ამ დროისთვის რამდენიმე წარმომადგენელი კლინიკაშია გადაყვანილი.
https://sputnik-georgia.com/20210705/aqciaze-dashavebuli-jurnalisti-klinikashi-gadaikvanes-252215613.html
https://sputnik-georgia.com/20210705/nika-gvaramia-premieris-gadadgomas-moitxovs-252216827.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/05/252216487_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_71d4e5bb7e1420ba10b90e56a9e41889.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ქართული ტელეკომპანიები ხელისუფლებას ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდებენ
17:35 05.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) ქუჩაში გამოსული ადამიანები აგრესიით გამოირჩევიან არამარტო „ღირსების მარშის“ მომხრეების, არამედ ჟურნალისტების წინააღმდეგ
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ქართული ოპოზიციური ტელეკომპანიების ხელმძღვანელები საქართველოს ხელისუფლებისგან ჟურნალისტების დაცვას და მათთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას მოითხოვენ.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ტელეკომპანია „ტვ პირველის“ დირექტორმა ვატო წერეთელმა განაცხადა, პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებზე ნადირობის სეზონი გამოაცხადეს.
„რთულია დაითვალო თუ რამდენი ჟურნალისტი სცემეს დღეს. ვფიქრობ, გომელაურმა და ღარიბაშვილმა ჩვენს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ნადირობის სეზონი გახსნეს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას თავად დაიცვან საკუთარი გადამღები ჯგუფები და გამოიყვანონ იქიდან“, – განაცხადა წერეთელმა.
Formula TV–ის გენდირექტორის ზუკა გუმბერიძის განცხადებით, ის, რაც დღეს რუსთაველის გამზირზე ხდება, მთავრობის პირდაპირი პასუხისმგებლობაა. გუმბარიძე მომხდარში პასუხისმგებლობას საპატრიარქოსაც აკისრებს. მან დიპლომატიურ კორპუსს განვითარებული მოვლენების ობიექტური შეფასებისკენ მოუწოდა.
„დღეს ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ძალიან საშიშ პროცესს, რომელიც ამ ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. სამწუხაროდ, ამ სიტუაციაში ხელისუფლებამ ბუკვალურად მწვანე შუქი აუნთო ძალადობას“, – განაცხადა გუმბარიძემ.
როგორც ტელეომპანია „მთავარი არხის“ გენდირექტორმა ნიკა გვარამიამ აღნიშნა, შსს–ს თანამშრომლები ძალადობის ფაქტებზე სათანადო რეაგირებას არ ახდენენ.
„საქართველოს მთავრობას არ შეუძლია ან არ სურს პოზიტიური მოვალეობა შეასრულოს და დაიცვას მოქალაქეები დამნაშავეებისგან, რომლებიც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან“, – განაცხადა გვარამიამ.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დღეიდან უარს აცხადებს რადიკალური და ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებული ღონისძიებების გაშუქებაზე.
„ჩვენი ტელეკომპანიის ეთერი არასოდეს აღარ დაეთმობა პირებს და მათ ლიდერებს, რომლებიც ღიად იყენებენ სიძულვილის ენას, მოუწოდებენ ძალადობისა და აგრესიისკენ, აკეთებენ ჰომოფობიურ, ქსენოფობიურ თუ სხვა მსგავსი შინაარსის განცხადებებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ტელეკომპანია ასევე მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს „რუსთავი2“-ის თანამშრომლების წინააღმდეგ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულები და მზადყოფნას გამოთქვამს სამართალდამცავ ორგანოებს გადასცეს ფიზიკური ძალადობის ამსახველი ვიდეომასალები, რომლებშიც თავდამსხმელთა იდენტიფიცირება მარტივადაა შესაძლებელი.
კონკრეტულად რამდენი ჟურნალისტი დაშავდა „თბილისი პრაიდის“ აგრესიული მოწინააღმდეგეების მხრიდან, ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ამ დროისთვის რამდენიმე წარმომადგენელი კლინიკაშია გადაყვანილი.