მედიაზე „ნადირობა“: ოპოზიციური ტელეკომპანიის გენდირექტორი პრემიერის გადადგომას მოითხოვს

© photo: Sputnikნიკა გვარამია
ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
გამოწერა
„თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ კონსერვატიულ–რადიკალური ორგანიზაციები და დაჯგუფებები გამოდიან, რომლებიც „ღირსების მარშის“ აკრძალვას მოითხოვენ.
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საქართველოს მთავრობას პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით გადადგომისკენ  მოუწოდა, რამდენადაც, მისი აზრით,  ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ შეუძლია.
 „თბილისი პრაიდის“ დასკვნითი დღე დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს. სექს–უმცირესობების მოწინააღმდეგეები დილიდანვე შეეცადნენ ყველანაირი ფორმით ხელი შეეშალათ დაგეგმილი „ღირსების მარშის“ ჩატარებისთვის და საბოლოოდ საწადელს მიაღწიეს კიდეც – „ღირსების მარში“ დღეს აღარ გაიმართება. 
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
ღარიბაშვილი: დღეს დაანონსებული „ღირსების მარშის“ ჩატარება მიზანშეუწონლად მიმაჩნია
ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ ჟურნალისტების მიმართ და მათ აქციაზე მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. გარდა ამისა, აქციის მოწინააღმდეგეები შეიჭრნენ „თბილისი პრაიდის“ ოფისში, ჩამოხიეს ლგბტ–თემის დროშა, აივნიდან გადაადგეს და დაწვეს.
 „ახლა ერთ შენობაში 60 ადამიანი იმყოფება, რომლებიც ტერიტორიის დატოვებას ამ ბრბოს გამო ვერ ახერხებს და იქ იმყოფება ჩემი ორი ჟურნალისტი. იქ რაღაც ასაფეთქებელი მოწყობილობა შეაგდეს და არიან დაშავებულები. მე პირდაპირ ვაცხადებ: ყოველივე ამაზე პასუხისმგებელი ხელისუფლება და პრემიერ–მინისტრია. საქართველოს პრემიერ–მინისტრს არ აქვს მორალური და არც პოლიტიკური უფლება ეკავოს აღნიშნული თანამდებობა. პოლიციას მოვუწოდებ გაატაროს შესაბამისი ზომები“, – განაცხადა გახარიამ.
როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად საზოგადოების დიდი ინტერესისა, მან საკუთარი ჟურნალისტების  უსაფრთხოების მიზნით მიიღო გადაწყვეტილება  თბილისის ქუჩებში დღეს მომუშავე მისი გადამღები ჯგუფების „მოხსნის“ შესახებ.
 „მოვუწოდებ ყველა ჯგუფს დატოვონ ადგილებიდა დაბრუნდნენ ოფისში. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას დაიცვან ტელეკომპანიების ოფისები, რადგანაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ტელეკომპანიების ოფისებზე შესაძლო თავდასხმის შესახებ“, – განაცხადა გვარამიამ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი" (Tbilisi Pride) 1-5 ივლისს პრაიდ-კვირეულს ატარებს,  რომელიც გეგმის მიხედვით 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშით“ უნდა დასრულებულიყო. 
ყველა ახალი ამბავი
0