აქციაზე დაშავებული ერთ-ერთი ჟურნალისტი კლინიკაში გადაიყვანეს

© Sputnik / STRINGERაქცია
აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
გამოწერა
ქუჩაში გამოსული ადამიანები აგრესიით გამოირჩევიან არა მარტო „ღირსების მარშის“ მომხრეების, არამედ ჟურნალისტების წინააღმდეგ.
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. რუსთაველის გამზირზე აქციისას დაშავებული „პირველი არხის“ ოპერატორი ილია თვალიაშვილი კლინიკა New Hospitals-ში გადაიყვანეს.
ამჟამად თვალიაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. როგორც ჟურნალისტებს კლინიკაში განუცხადეს, თუ რა ტრავმები აქვს მიღებული ოპერატორს, გამოკვლევების შემდეგ გახდება ცნობილი. 
აქცია თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
თბილისი დღეს: სექს-უმცირესობების მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებისადმი აგრესიით გამოირჩევიან
რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა მასმედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდა „პირველი არხის“ ოპერატორი. აგრესიულად განწყობილი აქციის მონაწილეები სხვადასხვა ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფებს ბოთლებს, ქვებს და ჯოხებს ესროდნენ. დაპირისპირების ცენტრიდან ჟურნალისტები პოლიციამ გამოიყვანა.
შსს-ს ცნობით, ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო – ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა და ძალადობა.
ამ დილით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას მიზანშეუწონლად მიაჩნია „ღირსების მარშის“ ჩატარება, რადგან იგი სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის შემცველია.
ყველა ახალი ამბავი
0