როგორ მოვამზადოთ ნაყინი დიაბეტით დაავადებულებისთვის

ნაყინი - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
გამოწერა
ნაყინის სეზონმა დიაბეტიანების გარეშე რომ არ ჩაიაროს, გთავაზობთ უშაქრო ნაყინის რეცეპტს. ეს ნაყინი არ ავნებს თქვენს ჯანმრთელობას, პირიქით – გაამდიდრებს მას ნაირფეროვანი ვიტამინებით.
ზაფხული ერთ–ერთი საყვარელი ტკბილეულის – ნაყინის სეზონია. მოგეხსენებათ, რომ დიაბეტით დაავადებულებისთვის შაქრიანი საკვების მიღება არ შეიძლება.
უგემრიელესი დესერტი შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისთვის>>
იმისთვის, რომ ნაყინის სეზონმა დიაბეტიანებისთვის გვერდით არ ჩაიაროს და მათაც იგემონ ეს გამაგრილებელი ნუგბარი, გთავაზობთ ნაყინის რეცეპტს კენკროვანი ხილით. თან ეს ნაყინი არ ავნებს თქვენს ჯანმრთელობას, არამედ პირიქით – გაამდიდრებს მას ნაირფეროვანი ვიტამინებით.
დაგჭირდებათ: 
  • ერთი ჭიქა შავი მოცხარი 
  • სამი სუფრის კოვზი უცხიმო რძე
  • სტევია – გემოვნებით
ასევე სასურველია დაუმატოთ 30 გრამი შრატისმიერი პროტეინი, რომელიც დესერტში რძის ცხიმებს ამცირებს.
მარმელადი - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2021
მარმელადი დიაბეტით დაავადებულთათვის
მომზადების წესი:
შეურიეთ ბლენდერში ერთმანეთს მოცხარი, პროტეინი და სტევია, როცა ერთგვაროვან მასას (არაჟნის სისქის) მიიღებთ, დაამატეთ რძე და თან ურიეთ. ჩაასხით ფორმებში და შედგით საყინულეში (დაახლოებით 2–3 საათი).
100 გრამი ნაყინის შემადგენლობა და კალორიულობაა: 
ნახშირწყლები – 7 გრამი 
ცხიმი – 1 გრამი 
ცილები – 9 გრამი
კალორიები – 76,7 კკალორია.
შეგიძლიათ მიირთვათ 150 გრამის ოდენობით. ასევე შეგიძლიათ, მოცხარი სხვა კენკროვანი ხილით ჩაანაცვლოთ.
სტევია მცენარეული დამატკობებელია, რომელსაც უნიკალური თვისებები გააჩნია. სწორედ ამიტომ არის სასურველი, რომ შაქარი სწორედ სტევიათი ჩაანაცვლოთ.
ყველა ახალი ამბავი
0