უგემრიელესი დესერტი შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისთვის

CC BY 2.0 / Jeremy Keith / Fruit and cheesecakeტკბილეული
ტკბილეული - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
გამოწერა
გაითვალისწინეთ, რომ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისთვის ე.წ. დიაბეტური ტკბილეულიც არ არის რეკომენდებული და მისი დიდი დოზით მიღება არ შეიძლება.

მოგეხსენებათ, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს როგორ უჭირთ ტკბილეულის გარეშე ცხოვრება. ამას ისიც დაუმატეთ, რომ მათთვის შეზღუდულია ხილის მიღებაც, ხოლო ტკბილი ხილის (ყურძენი, ლეღვი და სხვ.) მიღება საერთოდ იკრძალება.

CC BY-SA 2.0 / Flickr/ oddharmonic / Chocolate-dipped bananasბანანის ნუგბარი
უგემრიელესი დესერტი შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისთვის - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
ბანანის ნუგბარი

გთავაზობთ ბანანის დესერტს, რომელიც სწრაფად მზადდება და ძალიან გემრიელია.

დაგჭირდებათ:

  • ბანანი — 1 ცალი
  • უცხიმო ხაჭო — 150 გრამი
  • მცენარეული ცხიმი — 50 გრამი
  • შაქრის შემცვლელი — 5 სუფრის კოვზი
  • კაკაო — 2 სუფრის კოვზი
  • არაჟანი — 10%-იანი — 1 სუფრის კოვზი

მომზადების წესი:

ავურიოთ ერთმანეთში ხაჭო, 2 სუფრის კოვზი შაქრის შემცვლელი და ზეთი.

გავფცქვნათ ბანანი, მოვათავსოთ თეფშზე, ხაჭოს შერეული მასა წავუსვათ კოვზით. მოვასხათ გლაზური.

მარმელადი - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2021
მარმელადი დიაბეტით დაავადებულთათვის

გლაზური შემდეგნაირად მზადდება: ავურიოთ კაკაო შაქრის შემცვლელსა და არაჟანს და დავდგათ ცეცხლზე, ვურიოთ, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება.

ზემოდან შეიძლება მოვრთოთ გახეხილი ნიგვზით ან თხილით, ან ქოქოსის საფანელით.

P. s. აუცილებლად გაითვალისწინეთ: დამატკბობლები ორ ჯგუფად იყოფა – საკვები (ანუ კალორიგენული) და ინტენსიური (არა კალორიგენული) დამატკბობლები, ანუ შაქრის შემცვლელები.

საკვებ დამატკბობლებს მიეკუთვნება ფრუქტოზა და პოლიოლები (მაგ. სორბიტოლი, მალტიტოლი, მანიტოლი, იზომატი, ქსილიტოლი).

საკვები დამატკბობლები არ არის რეკომენდებული დიაბეტის მქონე პირთათვის, რადგან კალორიულია (1გ=4კკალ), შეიცავს ნახშირწყლებს და სისხლში გლუკოზის დონეზე ისეთივე გავლენა აქვს, როგორიც ჩვეულებრივ შაქარს. ევროპის დიაბეტის ასოციაციები მათ გამოყენებას საკვებში მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ.

სტევია - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2020
სტევია – ჯანმრთელი ცხოვრების საწინდარი

ასევე ფრუქტოზაც – სპეციალისტებს არ მიაჩნიათ, რომ მას რამე უპირატესობა აქვს შაქართან შედარებით. დღის განმავლობაში ასეთი პროდუქტების ზომიერი რაოდენობით მიღება დასაშვებია, მაგრამ ყოველდღიურად, როგორც შაქრის შემცვლელის ხმარება, არ შეიძლება.

ინტენსიური დამატკბობლები — მათ ხელოვნურ დამატკბობლებს ან შაქრის შემცვლელებს უწოდებენ. ცნობილია შემდეგი შაქრის შემცვლელები: ასპარტამი, საქარინი, კალიუმის აცესულფატი, ციკლამატი, სუკრალოზი, სტევია.

შაქრის შემცვლელი არ შეიცავს არც ნახშირწყლებს, არც კალორიებს და არ მოქმედებს სისხლში შაქრის დონეზე. თვითონ დასახელება – „ინტენსიური“ იმაზე მიუთითებს, რომ ის შაქარზე ბევრად უფრო ტკბილია და საკვებში ძალიან მცირე რაოდენობით გამოიყენება. მათ იყენებენ, ძირითადად, მზა პროდუქტებისთვის, იყიდება აბების, ფხვნილების ან სითხის სახით.

ყველა ახალი ამბავი
0