ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე განაცხადების შეტანის ვადა სამშაბათს იწურება

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს ცესკო
საქართველოს ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
გამოწერა
ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური 30 ივნისის შემდეგ გახდა, როცა თამარ ჟვანიამ პოსტი საკუთარი განცხადებით დატოვა.
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. დოკუმენტების მიღება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარისა და კომისიის ერთი წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე 6 ივლისის ჩათვლით არის შესაძლებელი, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია 30 ივნისს გადადგა. ის საქმიანობას საერთაშორისო ორგანიზაციაში გააგრძელებს. ცესკოს კიდევ ერთი წევრის თანამდებობა კი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2021
დაიწყო ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატების განაცხადების მიღება
„ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებს საკონკურსო საბუთების წარდგენა ან გაგზავნა შეუძლიათ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ათონელის ქ. №25-ში, საკონკურსო კომისიაში, ან ელფოსტზე: info@president.gov.ge 6 ივლისის ჩათვლით“, – ნათქვამია განცხადებაში.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, კანდიდატი ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე უნდა იყოს 25 წელს ზემოთ, უპარტიო და უმაღლესი განათლებით, თავისუფლად უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას და სტრუქტურაში სულ მცირე ხუთი წლის მუშაობის გამოცდილება უნდა ჰქონდეს.
ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში რომელიმე პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს სახელმწიფო ენას, აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.
განაცხადის შეტანისთვის აუცილებელი დოკუმენტები ჩამოთვლილია ბმულზე.
თამარ ჟვანია - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2021
თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა
პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შექმნილი სპეციალური კომისია მიღებული განაცხადებიდან შეარჩევს კანდიდატებს, რომლებიც პრეზიდენტმა პარლამენტს 15 ივლისამდე უნდა წარუდგინოს. ამის შემდეგ პარლამენტმა ახალი თავმჯდომარე ხუთი დღის განმავლობაში უნდა დაამტკიცოს.
კანონის თანახმად, ხუთი წლის ვადით თავმჯდომარედ გახდომისთვის კანდიდატს მხარი უნდა დაუჭიროს დეპუტატების ორმა მესამედმა (100 ხმა და მეტი). თუ ეს არ მოხდა და კანდიდატმა მხოლოდ ხმათა უბრალო უმრავლესობა (76 და მეტი) მიიღო, მაშინ ის ამ თანამდებობაზე მხოლოდ 6 თვით დაინიშნება.
ამ წლის ოქტომბერში საქართველოში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება. მმართველი პარტია „ქართული ოცნებისთვის", რომელიც ამჟამად პარლამენტში 84 დეპუტატით არის წარმოდგენილი, ეს არჩევნები ძალზე მნიშვნელოვანია. თუ ის ამომრჩევლის ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს პროპორციულ არჩევნებში, მაშინ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.
ყველა ახალი ამბავი
0